ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში "ლანჩხუთი" შვედეთის "როსენგარდთან" დამარცხდა (0:10, 0:7). გურულმა კლუბმა მარცხის მიზეზი თავის "ფეისბუქის" გვერდზე არგუმენტირებულად ახსნა:

"დგება მომენტი, როდესაც მხოლოდ ბრძოლის ჟინი და მონდომება არ არის საკმარისი. გაცილებით მეტია საჭირო. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო თუ რა მეტოქესთან გვიწევდა ჭიდილი, გვინდა ეს ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ. სურათზე ასახულია ყველა იმ სპონსორის სახელი და ლოგო, რომელიც ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს ქალთა საფეხბურთო კლუბ "როსენგარდს". სპონსორების რაოდენობა თავად დათვალეთ, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები ქვემოთ არის მოყვანილი:

ქსკ "როსენგარდის" წლიური ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს აღწევს, შედარებისთვის ქსკ "ლანჩხუთის" წლიური ბიუჯეტი 2020 წელს დაახლოებით 32 000 ევროს შეადგენს.

კლუბში გარდა შვედეთის ეროვნული ნაკრების 6 წევრისა, ასევე თამაშობს დანიის ნაკრების 4 ფეხბურთელი. ცნობისათვის, დანიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

კლუბში მოასპარეზე სხვა ლეგიონერები ახალი ზელანდიის, ისლანდიის და სერბეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან.

კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მონაწილეა. ბრაზილიელი მარტა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად, 2017 წლამდე "როსენგარდის" ღირსებას იცავდა.

ყველასთვის ცხადია, რომ მეტოქე სპორტული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ცალსახად აღემატებოდა ჩვენს კლუბს და შესაძლებლობებს. თუმცა აქვე გვინდა აღვნიშნოთ, ზუსტად ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა სამომავლოდ არა მხოლოდ მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში, არამედ იქაც დავტოვოთ ჩვენი კვალი, ისევე როგორც ეს ყაზახურ და რუმინულ კლუბებთან გასვლითი შეხვედრების დროს მოვახერხეთ!

დიდი მადლობა ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს!".

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!