IBO-ს ვერსიით ქართველ ჩემპიონს ტიტულის დასაცავად დიონისიო მირანდასთან რამდენიმე წუთი დასჭირდა
IBO-ს ვერსიით, საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონს, ავთანდილ ხურციძეს კოლუმბიელ დიონისიო მირანდას დასამარცხებლად რაუნდზე ნაკლები დასჭირდა.

ქართველ მოკრივეს კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის ქამარი საშუალო წონაში 11 ივნისს, კიევის სპორტის სასახლეში, სწორედ კოლუმბიელთან უნდა დაეცვა და ჩვენდა გასახარად, ამოცანას თავი ძალზე იოლად გაართვა.

კიევის სპორტის სასახლეში გამართული ბრძოლის პირველივე წუთებში "ტორნადოს" მარცხენა თვალის გასწვრივ ჭრილობა გაუჩნდა, რომელიც რეფერის აზრით, თავებით გაუაზრებელი შეტაკების შედეგი იყო.

ამის შემდეგ, როგორც კი "სისხლის სუნი იგრძნო", ხურციძე შეტევაზე გადავიდა და კოლუმბიელის მარჯვენა პირდაპირ დარტყმას მარცხენა გვერდულით უპასუხა, რომელიც დიონისიოს ზუსტად ნიკაპში მოხვდა და ეს უკანასკნელი რინგზე დაეცა. დიონისიომ, სანამ რეფერი დათვლას მორჩებოდა, წამოდგომა შეძლო, მაგრამ აშკარად შეძრული გამოიყურებოდა და ხურციძის შემდეგი დარტყმების სერიამ, რომელიც ასევე მარცხენა გვერდული დარტყმით დასრულდა, ნოკაუტში ჩააგდო. ბრძოლა 2:37 წუთზე დასრულდა.

ბრძოლის შემდეგ მირანდამ აღიარა, რომ პირველივე მარცხენა გვერდული დარტყმის შემდეგ კბილი დაკარგა და ეჭვობს, რომ ყბაც აქვს გატეხილი. არადა, დამარცხებულმა მოკრივემ აღიარა, რომ ამ ბრძოლისთვის ბრწყინვალედ იყო მომზადებული, რადგან სერიოზული შეკრებები გაიარა და მისი კარლ ფროჩთან დაპირისპირების წინ, გლენ ჯონსონის სპარინგპარტნიორი იყო.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა