ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ირაკლი აბუსერიძე: აგიხსნით რატომ იყო დღევანდელი დღე ასეთი სამარცხვინო

ირაკლი აბუსერიძე: აგიხსნით რატომ იყო დღევანდელი დღე ასეთი სამარცხვინო

დღეს გამართული რაგბის კავშირის გამგეობის ხმაურიანი სხდომის შესახებ კომენტარი პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა:

"როგორც იცით, დღეს შედგა გამგეობის კრება, სადაც, რატომღაც, კიდევ ერთხელ განიხილებოდა ჩატარდეს თუ არა ერთი წლით დაგვიანებული და უკვე ჩანიშნული არჩევნები, რომლის ჩატარებაც მოითხოვა უკლებლივ მთელმა სარაგბო სამყარომ და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუ რის საფუძველზე დაინიშნა განმეორებითი გამგეობის სხდომა, გამგეობის ზოგმა წევრმა საკუთარი სიმცირე ვერ აიტანა და მთავრობისკენ გაიშვირა თითი, იმათი ბრალიაო. არასწორი წარმოდგენა რომ არ შეიქმნას, სიტუაციას განვმარტავ და აგიხსნით რატომ იყო დღევანდელი დღე ასეთი სამარცხვინო და რეალურად ვის გამო შედგა ეს კრება.

1. მოგეხსენებათ არჩევნებზე წარდგენილია სამი კანდიდატი: მე, გოჩა სვაინძე და ლაშა ხურციძე (ბაჩო)

2. ბაჩო ხურციძემ ორი კვირის წინ გამგეობაში შეიტანა საკმაოდ აგრესიული წერილი, რომლითაც კატეგოირიულად მოითხოვა დეკემბრის ბოლომდე არჩევნების დანიშვნა.

3. 3 დღის წინ ბაჩო ხურციძემ შეიტანა ახალი წერილი, რომლითაც განმეორებითი არჩევნების დანიშვნა გააკრიტიკა. რამდენიმე არგუმენტი იყო, მათ შორის იყო ფრაზა „რადგან არჩევნების ლოკაციად არჩეულია სხვა კანდიდატის მხარდამჭერი კლუბის ბაზა”.

4. დღეს, გამგეობა შედგა ლელოს საწვრთნელ ბაზაზე. ლელო ბაჩოს მხარდამჭერი კლუბია. ლელოს ბაზას იცავდა პოლიცია და ყრილობაზე სხვა კანდიდატებს არ უშვებდა.

5. ბაჩოს პირველ წერილში წერია, რომ “მოგმართავთ თხოვნით რომ დაუყოვნებლიც მოიწვიოთ გამგეობის სხდომა და განსაზღვროთ რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობის თარიღი არაუგვიანეს მიმდინარე წლის დეკემბრისა, არჩევნების თარიღის კვლავ გადაწევას ჩვენ არ შევეგუებით”, დღეს კი რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების 20 დღით გადაწევა არ არის პრობლემა.

რატომ არის დღევანდელი დღე სამარცხვინო? იმიტომ რომ მორაგბეებს შორის პოლიციის კორიდორი იდგა. პოლიციელებს დიდი პატივისცემა ჩემგან, მაგრამ ამ თემს, ამ ოჯახს არ ჭირდება ერთმანეთისგან დაცვა. ამ ოჯახში ერთმანეთს იდეებით ვებრძვით და ვინმე თუ ამ ფორმატს გაცდება, ირიყება. ჩვენს შორის ეს კედელი არც ხელისუფლებას ჩაუყენებია და არც ბაჩოს. ბაჩო ფესვებ-ღრმად-გადგმული ნიჟარაძის კაცია. ნიჟარაძეს მხარს ბათუ უბავს და სწორედ ბათუს ინტერესების დასაცავად გაიმართა დღეს გამგეობის კრება მისივე სასახლეში, მისივე უსაფრთხოებისთვის ჩადგა პოლიცია რაგბის ოჯახის შუაში. სწორედ ბათუა ის ადამიანი ვის ინტერესებშიც არ შედის ჩემი გაპრეზიდენტება, რადგან იცის, რომ მე იმ ფუფუნებაში აღარ ვამყოფებ და ჩემთვის ყველა კლუბი თანაბარუფლებიანი იქნება.

ბოლო დღეების განმავლობაში გამგეობის წევრებისგან ხშირად გაიგებდით ჩურჩულს „რავქნა ძმაო ზევიდან არის ბრძანება, ვერ ჩავატარებთ“. პირველ რიგში ადამიანს იმდენი ღირსება უნდა გქონდეს, რომ შენ გადაწყვეტილებას სხვას არ აწერდე; მეორე ვისგანაც არ უნდა მიიღოს გამგეობამ წერილი რაგბის ოჯახზე კარგად არავინ იცის რა ჭირდება ქართულ რაგბს; მესამე ზუსტად „ზევიდან“ იყო რეკომენდაცია დეკემბერში ჩაგვეტარებინა არჩევნები; და ბოლოს „ზევიდანს“ თავისი სახელი აქვს და ხელისუფლება ქვია და საკუთარ თავს იმდენ პატივს უნდა სცემდე, რომ სხვისი სახელის ჩურჩულით წარმოთქმა არ გიწევდეს. პატარა შეჯამება რომ გავაკეთო ამ ნაწილის ასეთია: ბათუს და ნიჟარაძის რჩეული არჩევნებს აგებს, შეწუხებული ნიჟარაძე ბათუსთან იწვევს გამგეობას, გამგეობა ხელს ხელისუფლებას აწმენდს, ხელისუფლება კლუბების უმეტესობასთან ერთად დეკემბრის არჩევნებს ელოდება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ კრებაზე არჩევნები არ გადაიდო და თარიღი შენარჩუნდება კიდევაც „თუ ზევიდან წერილი არ მოვიდა“. არ ვიცი გამგეობის წევრებისთვის ვინ არიან „ზევით“, მაგრამ გავიმეორებ, რომ რაგბის თემზე კარგად არავინ იცის თუ რა ჭირდება ქართულ რაგბს. ხელისუფლება მხარს უჭერს არჩევნების დეკემბერში ჩატარებას და არ ერევა რაგბის შიდა საქმეებში, კლუბები კი უკვე დიდი ხანია მოითხოვენ არჩევნებს. “ზევიდან”? ვინც კი სიტყვას ამბობს ხელისუფლების ჩათვლით ყველა თანახმაა და “ზევიდან” ვინ რჩება თუ არა გამგეობა?

ორი სიტყვით შევეხები ბაჩო ხურციძის დღევანდელ კომენტარსაც: გეთანხმები ბაჩო, ქართული რაგბის ეს სახე ცუდი მენეჯმენტის ბრალია. სწორედ ამ ცუდი მენეჯმენტის ნაწილი იყავი შენც და სამარცხვინოა, როდესაც საკუთარ გუნდს ლანძღავ და საკუთარ პასუხისმგებლობას ერიდები.

მადლობა ყველას ვინც დღეს ლელოს ბაზასთან მოვიდა, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირა და არავისთვის მიეცა უფლება რაგბის თემს უსამართლოდ მოქცეოდა".

მეტი რაღა უნდა იყოს??? სვანიძე, რომლისკენაც ასე ძაან იშვერდნენ ხელს, გასავალს არ აჩვენებს და დანაშაული ჩაიდინაო, ახალი გამგეობის წევრია. ასე, რომ გამგეობაც შემდგარია, ოჯახის საქმეებიც შიგნით ირჩევა და ყველაც კმაყოფილია.

• 777

წესით ყრილობას ახლი გამგეობაც უნდა აერჩია,როგორც ჩანს კიდევ წინ არის ყველაფერი

რატომ და ეგეც ერთგვარი მენტალიტეტია- ჩვენს საქმეში არავინ ჩაერიოს და შიგნით მოვაგვარებთო. ისევ ძმაბიჭურ-კლანურ -ოჯახურს აწვებიან და ამბობენ მაგ პრინციპით დამლაგებელიც არ იმუშავებსო.აღდგომა და ხვალეო, უბრალოდ კანდიდატებიც მწარედ უწყობენ ხელს

• ირაკლი

სიტყვა ოჯახს რატო იყენებს ყველა, ვინც ცდილობს ძალადობა, სიქაჯე და მარაზმი გაამართლოს? აბუსერიძე ოცნების დეპუტატი, სვანიძე რაცაა კი ვნახეთ. კაი ოჯახი კაია

• აკო

ერთი სფერო ვერ მოვიფიქრე სადაც ერთმანეთს არ ვჭამთ

ადრეც ვთქვი, მოჭიდავეებს ემსგავსებიან ესენი.მუდმივად მიდის ამ ოჯახით ოპონირება. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მიდის პოზირება მარჩენალთან და ის ვისაც ჩაუგდებს ხელში დაფინანსებას, სწორედ ის გახდება პრეზიდენტი. დაფინანსების იმედი რომ არ ჰქონდეთ ასე თავს არავინ მოიკლავდა.უმეტესობას აბუსერიძე უნდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული მისი წინასაარჩევნო კამპანიის დამაგვარი ნამდვილად არ იძლევა იმედის საფუძველს

• SL

მე სიტუაციას საერთოდ არ ვიცნობ (არც ვინმეს ვემხრობი), მაგრამ რაც აქ წავიკითხე, საკმაოდ არგუმენტირებულია ყველაფერი.

• Georgian

რაც ეს აბუსერიძე გამოჩნდა, მას შემდეგ შევიდა რაგბში პოლიტიკა!

• baba

ერთი წელია არჩევნები ვერ ჩაატერეთ ხოცავთ ერთმანეთს. მოგიტ.... ეგ სარაგბო ოჯახი სვავებო.

ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში

"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან

7-ქალა მონაკოს ტურნირზე ითამაშებს

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა

"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში

"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება

სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა

მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს

დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო

[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა

[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა

0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა

"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა

მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!

ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს

ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა

ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე

აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო