მასიმილიანო ალეგრის პერსონისადმი იტალიაში ძალინ დიდი ინტერესია, რაც ნამდვილად არ გახლავთ გასაკვირი...

მასიმილიანო ალეგრის პერსონისადმი იტალიაში ძალინ დიდი ინტერესია, რაც ნამდვილად არ გახლავთ გასაკვირი. პერსპექტიულ და მეტად ნიჭიერ სპეციალისტად შერაცხული "მილანს" ჩაუდგა სათავეში და უნდა დაამტკიცოს, რომ მასზე ტყუილად არ გაიცა უამრავი ავანსი. ჯერ კიდევ "კალიარის" მთავარი მწვრთნელი იყო, როდესაც მისი მომავალი ევროპული ფეხბურთის არაერთ აღიარებულ გრანდს დაუკავშირებს – თუნდაც ტურინის "იუვენტუსს" და მილანის "ინტერს". რაც ასევე ძალიან საინტერესოა, ალეგრის კანდიდატურა განიხილებოდა ეროვნული ნაკრების მესაჭის პოსტზეც. არადა, მასიმილიანოს "კალიარისთან" ერთად მწვერვალები ნამდვილად არ დაუპყრია, უბრალოდ მისი გუნდი მეტად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობდა და კერკეტი მოწინააღმდეგე გახლდათ ნებისმიერი რანგის გუნდისთვის. იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტებმა მასში დიდი ნიჭი დაინახეს, არაერთი რეკომენდაცია გაუწიეს და საერთოდაც, ალეგრის პოპულარიზაცია დიდწილად სწორედ მათ განაპირობეს. როდესაც საფეხბურთო ექსპერტებზე ვსაუბრობთ, ბვვრს ეს შესაძლოა უბრალოდ სიტყვის მასალა ეგონოს, მაგრამ დაგვერწმუნეთ, ეს ასე ნამდვილად არ არის. იტალიაში აღნიშნული სკოლა ძალიან განვითარებულია და საფეხბურთო ექსპერტები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ – ისინი შეგვიძლია ცნობილ პოლიტოლოგებს შევადაროთ. მაშ ასე, ქვემოთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ, რომელიც "მილან ჩენელის" ჟურნალისტმა საფეხბურთო ექსპერტების რჩეულს, მასიმილიანო ალეგრისთან ჩაწერა...

- როგორი განწყობით ხვდებით ახალ სეზონს?

- შესანიშნავი განწყობა მაქვს და რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში ვარ. მომეცა შანსი ევროპული ფეხბურთის გრანდი გავწვრთნა და ეს მაქსიმალყრად უნდა გამოვიყენო. "მილანში" ძალიან დიდი ხნით მსურს დარჩენა, რათა ახალი ეპოქა შევქმნა და იმედია, ეს ასეც იქნება. მთავარია, რომ გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, რაც ოპტიმიზმით აღმავსებს. ვგრძნობ, რომ ფეხბურთელებს სჯერათ ჩემი და მეც მჯერა მათი. სწორედ ამ ორმხრივ ნდობაზე და ურთიერთგაგებაზე უნდა დაფუძნდეს ახალი "მილანი", რომელიც ძველ დიდებას დაიბრუნებს.

- წარმოიდგენდით ოდესმე, რომ ერთ მშვენიერ დღეს "მილანს" ჩაუდგებოდით სათავეში?

- ნამდვილად არა, რადგან ამ სფეროში იტალიაში ძალიან დიდი კონკურენციაა. ფეხბურთელთა უმეტესობა კარიერის დასრულების სემდეგ მწვრთნელობას იწყებს და ერთ წარმატებულ სპეციალისტზე, ასი წარუმატებელი მოდის. წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი აქვთ სახელოვან ფეხბურთელებს, რომლებიც წლების განმავლობაში გულშემატკივართა უდიდესი სიყვარულით სარგებლობდნენ. მე ესეც არ მიწყობდა ხელს და ბუნებრივია, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამხელა კონკურენციაში წარმარებას მივაღწევდი. იყო "მილანის" მთავარი მწვრთნელი, უდიდესი პატივია და ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევს.

- ხშირად ამბობენ, რომ სილვიო ბერლუსკონიმ ისეთ მწვრთნელზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც მას ბოლომდე დაუჯერებს…

- ბერლსიკონის შესახებ საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენაა შექმნილი. სილვიოს ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარს და ის, რომ საკუთარ მოსაზრებას ხშირად აფიქსირებს, სამწვრთნელო საქმიანობაში ჩარევას ნამდვილად არ ნიშნავს. ბერლუსკონი ორი თავდამსხმელით თამაშის მომხრეა და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ გავიხსენოთ გასული სეზონის "მილანი" და გამოვიტანოთ დასკვნა, ახდენდა თუ არა გავლენას სილვიო ლეონარდოს მუშაობაზე? "როსონერიმ" მთელი სეზონი ერთი ფორვარდით იასპარეზა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ლეო თავის ქმედებებში აბსოლუტურად თავისუფალი იყო. არადა, როდესაც ბრაზილიელი "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, მაშინაც ანალოგიური განცხადებები კეთდებოდა. მერწმუნეთ, ბერლუსკონიმ სრული კარტბლანში მომცა.

- ამბობენ, რომ ორი ფორვარდით აპირებთ თამაშს, ანუ, ბერლუსკონი კმაყოფილი იქნება…

- ერთ-ერთი საბაზო ტაქტიკა აუცილებლად 4-4-2 იქნება, რადგან ფეხბურთელთა არჩევანი გვაძლევს ამ სქემით ასპარეზობის საშუალებას. გვყავს რონალდინიო, რომელსაც იდეალურად შეუძლია გამთამაშებლის ფუნქციების შესრულება. ძალიან მონდომებული გახლდათ ვარჯიშებზე, თუმცა დაშავდა და მცირე ხნით ლაზარეთში გადაინაცვლა. გაუჩოს დიდი იმედი მაქვს, ის უნდა გაუძღვეს გუნდს. რაც შეეხება ფორვარდთა ტანდემს, რესურსი აქაც დიდია: ალეშანდრე პატო, მარკო ბორიელო, კლას-იან ჰუნტელაარი, ფილიპო ინძაგი. იმათ დავაყენებ ძირითად შემადგენლობაში, ვინც მოცემული მომენტისთვის უკეთეს ფორმაში იქნება. გარდა 4-4-2-სა, მუშავდება კიდევ არაერთი ტაქტიკური მონახაზი, მათ შორის 4-2-3-1.

- სატრანსფერო გეგმებზე რას გვეტყვით?

- გუნდი ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული და მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თუ მაღალი კლასის ფეხბურთელის შეძენის შანსი გამოჩნდა, უარს ვიტყვით. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის ხაზში არჩევანი ისედაც დიდია, მაინც ვფიქრობთ ფორვარდის შეძენაზე და წესით, უახლოეს დღეებში ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. რამდენიმე მიმართულებით მიდის მოლაპარაკებები, თუმცა დღეს კონკრეტულ გვარებზე ვერ ვისაუბრებ.

- ლუკას ბარიოსი, ლუიშ ფაბიანო, მანუელე ბლაზი, მაჰამადუ დიარა…

- თითოეული მათგანი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ ოთხოვეს გადაბირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ბარიოსი ძალიან მომწონს და ვნახოთ, რას იტყვიან გერმანელები, ფაბიანო კი ძვირი ღირს და ამ პრობლემას "მილანი" უკვე მესამე წელია აწყდება. რაც შეეხებათ ნახევარმცველებს, ეს საკითხი მხოლოდ მაშინ დადგება დღის წესრიგში, თუ კი ჯენარო გატუზო გუნდიდან წასვლას გადაწყვიტავს. ჩემი ბოლო ინფორნაციით, რინო დარჩენას აპირებს და შესაბამისად, ახალი საყრდენი ნახევარმცველის შეძენის აზრს ვერ ვხედავ. ძალიან გამიხარდა, როდესაც გატუზოს განზრახვის შესახებ გავიგე, გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია და მასთან განსორების არავითარი სურვილი არ მქონდა.

- თუ "მილანი" კვლავაც უტიტულოდ დარჩა, დიდია შანსი, წამყვანი ფეხბურთლები კლუბიდან გაიქცნენ…

- მართალი ხართ და ეს არ უნდა დავუშვათ. მაგალითისთვის ალეშანდრე პატოს მოყვააც კმარა, რომელსაც ოქროს ასაკი უდგას და ტიტულების მოგება წყურია. კიდევ ერთმა წარუმატებელმა სეზონმა "მილანი" შეიძლება ძალიან მძიმე დღეში ჩააგდოს და ეს კარგად ესმით კლუბის მესვეურებს. ამიტომ, ორმაგად სასიამოივნოა, რომ ასეთ დროს არჩევანი ჩემზე შეაჩერეს და გუნდის გაძღოლა მომანდეს. ამასთან, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომელიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს.

- როგორ ფიქრობთ, დაასუსტა "ინტერი" მოურინიოს წასვლამ?

- ამაზე პასუხი სეზონის ბოლოს გვეცოდინება, თუმცა ჩემი ვარაუდით, "ინტერი" ძველებურად ძლიერი იქნება და ყველა ფრონტზე მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძოლებს. სიმართლე გითხრათ, მოურინიოს ფორმაციის "ინტერის" ჰეგემონიის დამხობა მსურდა, მაგრამ რა გაეწყობა, მომიწევს რაფაელ ბენიტესს გავუწიო კონკურენცია. ესპანელს უდიდეს პატივს ვცემ, რადგან ვფიქრობ, რომ "ლივერპულში" განუზომლად დიდი სამუშაო გასწია. მან ძველი დიდება დაუბრუნა მერსისაიდელებს და ამით კლუბის ისტორიაში დაიმკვიდრა ადგილი. იგივეს გაკეთება სურს "ნერაძურიში" და ვნახოთ, რამდენად გამოუვა.

- თქვენი მიზანიც იგივეა და ამაზე თავშივე ისაუბრეთ…

- დიახ, უკვე აღვნიშნე კიდეც, რომ მსურს "მილანში" რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩე. ეს კი ავტომატურად ბევრ წარმატებასაც ნიშნავს, რადგან ტროფეების გარეშე "როსონერიში" დიდ ხანს არავინ გაგაჩერებს.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!