ყოველი წლის დასასრულს განვლილ წელს, წარმატებებსა და წარუმატებლობებს ვიხსენებთ. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ არა მარტო ჩვენი ქვეყანა და სპორტი, არამედ მთელი სამყარო უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდო.

ამ რთულ ვითარებაში ჩვენმა ზოგიერთმა გუნდმა გაგვახარა. მაგალითად, კალათბურთელებმა, რომლებსაც ევროპირველობის საგზური მასპინძლობის უფლების გამო დაბევებული აქვთ, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ყველა მეტოქე დაჯაბნეს.

რა თქმა უნდა, გაგვახარეს სხვა სახეობების წარმომადგენლებმა და უპირველეს ყოვლისა ძიუდოისტებმა, რასაც ვერ ვიტყვით ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდზე, რომელმაც გარკვეული პროგრესის შემდეგ ყველაზე საჭირო მომენტში საოცარი ფიასკო განიცადა და ყველას ძლიერ დაგვწყიტა გული.

ქართველმა მორაგბეებმა პირველად ითამაშეს ევროპულ ელიტაში, მართალია ყველა თამაში წააგეს, მაგრამ მაინც. იყო სხვა გუნდური თუ ინდივიდუალური წარმატება, მაგრამ ისეთი არა, დიდ სიხარულს რომ მოგვიტანდა.

როგორც წესია, ყველაფერი ცუდი გასულ წელს უნდა ჩავაბაროთ. ჰო და, უიმედობაცა და წარუმატებლობაც 2020 წლისთვის გვიბოძებია, 2021 წელს კი ყველაზე მეტად სასურველი მიზნები და ოცნებები ვათხოვოთ, ვნახოთ, შევამოწმოთ, როგორ მოუვლის და დაგვეხმარება მათ ახდენაში.

თქვენ, ყველა ჩვენს მკითხველს, მადლობას გიხდით, რომ მთელი ეს რთული წელი ჩვენთან ერთად იყავით. Sportall.ge-ის გუნდი თქვენთვის მუშაობს და პირობას გაძლევთ, 2021 წელს საინტერესო სტატიებს არ მოგაკლებთ.

Sportall.ge გილოცავთ ახალ 2021 წელს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ: ჯანმრთელობას და სულის სიმხნევეს, სიძლიერესა და ბედნიერებას. ჩვენს ქვეყანას ამაზე უარესი გასაჭირიც გადაუტანია, დარწმუნებული ვართ, ამასაც გადაიტანს და უკეთესი დროებაც დაუდგება - გამთენიისას ხომ ყველაზე მეტად ბნელა.

გლახუნა
-გოლცავთ ყველა სპორტულ ჟურნალისტს,მრავალს დაესწარით ჯამრთელად... სპორტულ ინფორმაციებში მეტი კონკრეტიკა კარგი იქნებოდა. - საქართველო სპორტული ც ე ნ ტ რ ი გაგვეხადოს არა მარტო მთელი კავკასიისათვის,ძლიერი-კონკურენტული ეროვნული ჩემპიონატები ყ ვ ე ლ ა გუნდური სახეობისათვის, მსოფლიო მასშტაბის ტურნირები (გახსოვთ გრან -პრის მაღალი რანგის ტურნირები ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში ?!)...- რისთვისაც საჭიროა -ეკო-კის აღორძინება, ეკო-კის აღორძინებისათვის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება + პროგრესულ დასავლთთან სტრ-ეგიული ეკო-კური პროექტები, ანუ დასავლეთთან სტრატეგიკული პარტნიორობ(ა)ით... ა რ ა სიტყვით,რეალური საქმით, თორემ მალე სპორტის დაფინანსების პრობლემებიც შეიქმნება და... (მოკლედ ისევ პოლიტიკაზე გადავედი , ამიტომ აქ შევწყვიტავ)!- წარმატებული წელი, წარმატებული სპორტული წელი-წლები!
Beso
სპორტალის მთლიან შემოქმედებით ჯგუფს,მკითხველს,სპორტის ქომაგებს და ყველა პატრიოტ ადამიანს გილოცავთ 2021 წელს.პირველ რიგში ვისურვებდი,რომ ამ წელს პირველად წავიკითხო თქვენი სტატიები იმაზე, თუ როგორ გავიდა რომელიმე ქართული საფეხბურთო კლუბი ევროტურნირზე და საქართველოს ნაკრების წარმატებაზე...
macbook pro
გილოცავთ. მზიანი ფლორიდიდან
ჯერი
ყველას გუსურვებთ საქართველოზე უკეთესი არაფერი გღირსებოდეთ.
გიორგი
..გამთენიისას ვისთვის ბნელა ვისთვის ნათელია...ნუ გამოეკიდებით სიტყვებს...გისურვებთ ლამაზ ახალ წელს.
Levani
გამთენიისას ყველაზე მეტად არ ბნელა, პირიქით ყველაზე უფრო ანათებს. ავტორს ალბათ სურდა ,,სიბრძნე დაებრეხვებინა'', მაგრამ განსხავებული ყოველთვის არ ნიშნავს ფასეულსა და ღირებულს. ყოველთვის დაუკვირდით შინაარსობრივად რას ამბობთ და არა იმას თუ რამდენად ,,მყვირალა'' იქნება სათაურები...
American
გილოცავთ 2021 წელს ნიუ იორკიდან!
გიორგი
მადლობა! თქვენც ბედნიერ წელს გისურვებთ ისევე, როგორც ყველა თქვენს მკითხველს!
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"