გუშინდელი დღე სანდრო მამუკელაშვილისთვის გამორჩეული იყო. მისი დედის დაბადების დღეს სანდრომ NCAA-ში მე-100 მატჩი გამართა. მამუკელაშვილის ლიდერობით "სეტონ ჰოლმა" "ბატლერი" 68:60 დაამარცხა და ეს გამარჯვება ქართველმა ფორვარდმა დედას მიუძღვნა. როგორც საუკეთესო მოთამაშეს, სანდროს მატჩის შემდეგ ტელეკომპანია FOX-მა კომენტარი ჩამოართვა, სადაც მან სათამაშო ეპიზოდებზე საუბრის ბოლოს დედამისს დაბადების დღე მიულოცა.

მამუკელაშვილი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და რა თქმა უნდა, MVP გახდა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა მან მოედანზე 38 წუთი დაჰყო და 24 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. საინტერესოა, რომ მამუკელაშვილმა 7-ჯერ ესროლა ორქულიანიც, საჯარიმოც და სამქულიანიც. სანდრომ 7-დან 6 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მან ბურთი 5-ჯერ დაკარგა, თუმცა მწირექულიან მატჩში სხვა მაჩვენებლებში იმდენად სასარგებლო იყო, რომ შეხვედრის MVP-ის ტიტულის მოპოვება არ გასჭირვებია.

5 მოგებითა და 1 მარცხით "სეტონ ჰოლი" Big East-ის კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. ამერიკაში ცხრილს დაკარგული ქულებით ადგენენ და ამიტომ პირველ ადგილზე 3 მოგების მქონე დაუმარცხებელი ვილანოვას უნივერსიტეტის გუნდია. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 6 იანვარს, რატი ანდრონიკაშვილის "კრეიტონთან" გამართავს. ქართველი გამთამაშებელი სამწუხაროდ ტრავმირებულია და მოედანზე გაზაფხულამდე ვერ გავა.

GBF.GE

zura70
stabiluroba stabiluroba da win-win Svla sandros NBA-en mimaval gzaze✌
თენგაბი
საქართველოს ნაკრებს ძლიერი მოთამაშე ეზრდება. მწამს, რომ გულშემატკივართა იმედებს გაამართლებს
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა