ორი სეზონია "ბარსელონა" კრიზისშია. გუნდში თითქოსდა ის სულისკვეთება დაიკარგა, რაც ამ კლუბის მაისურის მატარებელ ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ.

ეჭვგარეშეა, რომ პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თითქოს ესპანელმა მწვრთნელმა შეძლო და მექანიზმი ჩამოაყალიბა, რომელიც ბურთის კონტროლსა და მეტოქის დაცვის ხაზში სივრცეების გაჩენაზე იყო აგებული.

გუნდში ერთსულოვნება გახლდათ. ისინი თამაშობდნენ, როგორც ერთი, ინდივიდუალური მოთამაშე. ამაში პეპთან ერთად უდიდესი წვლილი სუპერნახევარდაცვის ტრიოს: ინიესტას, ხავისა და ბუსკეცს - ეკუთვნის.

რაც შეეხება შეტევას, აქ გამორჩეული მოთამაშეები თამაშობდნენ - ფეხბურთელები, რომლებისთვისაც კატალონიური გრანდის სახელის დაცვა პატივი გახლდათ.

დაცვაში კარლეს პუიოლი იდგა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ადამიანი, რომელიც სულით ხორცამდე "ბარსელონელია", რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა.

ვფიქრობ, წარმატების სიმბოლო ყველაზე მეტად ერთსულოვნება და სწორი სათამაშო სქემა გახლდათ. შეუძლებელია ფეხბურთი გიყვარდეს და "ბარსელონას" ეს მდგომარეობა გიხაროდეს. მოსისხლე მტრის ბანაკის გულშემატკივარსაც კი მცირედით, მაგრამ მაინც დასწყდება გული, რადგან გამარჯვება მაშინაა ღირსეული და სასიხარულო, როდესაც შენი ოპონენტიც ფეხზე მყარად დგას.

გვარდიოლას წასვლის შემდეგ ლუის ენრიკემ შეძლო და ის დიდებული ეპოქა დაანახა გულშემატკივარს, მაგრამ ლუისის შემდეგ, ფაქტობრივად, ყველაფერი შეიცვალა და "ბარსელონამ" დაკარგა ის, რაც გულშემატკივარს ასე ძალიან უყვარდა: სილამაზე და შედეგიანობა.

საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ კლუბი არათუ თასებს, არამედ კონკრეტულ მნიშვნელოვან მატჩებსაც კი ვეღარ იგებს.

თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს კატალონიური გრანდის ფეხზე დასაყენებლად?

არტ
ბარსას ძველი დიდების დასაბრუნებლად საჭიროა 1. მაღალი დონის მწვრთნელი, რომელსაც სერიოზული მიღწევები აქვს კარიერაში ვალვერდეს სეტიენისა და კუმანისგან განსხვავებით. 2. ძლიერი საყრდენი ნახევარმცველი ნორმალური გრძელი პასით 4.ძლიერი ფლანგის მცველები და მთავარი პირობა- მესი უნდა დარჩეს . იმ ბარსელონას გენიალობის ძირითადი განმაპირობებელი სწორედ მესი ოყო (რა თქმა უნდა სხვებთან ერთად)რაც გვარდიოლასაც უთქვამს და რომელიც რატომღაც არცეტთხელ არ უხსენებია ავტორს.
სოსოს
ბარსა! კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სათქმელს! ყველა გრანდის თავზე, ადრე თუ გვიან კრიზისი გარდაუვალია. არც ბარსაა გამონაკლისი. აგერ ლივერპული რა დღეშია ისე, რომ არავინ არის დაზღვეული მაგისგან.
სოსო
ძალიან მოგწონს,როცა ცოცხალმკვდარი რეალი,მკვდარ ბარსელონას გადააბიჯებს?მე ვერ გავუძელი მაგათი საცოდაობის ბოლომდე ყურებას და სხვაგან გადავრთე კომპიუტერი.თბილისი დინამო და ქუთაისის ტორპედოც სასიკვდილოდ ებრძოდნენ ხოლმე ერთმანეთს,მაგრამ ქუთაისში თუ კიდევ მიდიოდა ხალხი,თბილისში,ფული იქით უნდა მიგეცა,რომ ვინმე შესულიყო.ახსოვდა ხალხს მათი ძველი,მართლაც მაგარი თამაშები და ახლა ამ საცოდაობის ყურება,აღარ შეეძლოთ.ერთი წელი შეიძლება გაგიხარდეს რეალის გამარჯვება,თუნდაც დიდი ანგარიშით,მაგრამ როცა ხედავ რომ არაფერს ებრძვი,ფასი ეკარგება გამარჯვებას.
ბარსა მესი
ეს ყველაფერი მოვკითხოთ ბართომეუს, რომელმაც შემოყარა გუნდში დაბალი დონის ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელებიც, რა უნდოდა სეტიენს ბარსაში? ხოდა ამ სიტუაციის შემყურე, კიდე კარგად თამაშობს მესი. საერთოდ ფეხბურთი მიყვარს ძალიან, მაგრამ რაც საზღვარგარეთის ფეხბურთზე გადავერთე "პირველი ვინც თვალში მომხვდა" ეს იყო ბარსა, შემდეგ უკვე ზემოთ ჩამოთვლილმა ვარსკვლავებმა სულ სხვანაირი ბარსა დამანახა და ამის მერე ბარსათი ვარ "დაავადებული" ნუ გამორჩეულ ფეხბურთელზე თუ ვიტყვი, რასაკვირველია ლეო მესი!
კუმანჩიკ მოი
მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის. :)))))))
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"