ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის წინა კვირის MVP სანდრო მამუკელაშვილმა ერთ-ერთ ლიდერ "კრეიტონთან" მატჩში რიგიანად ითამაშა, თუმცა თავის გუნდს ვერაფერი უშველა. ქართველი ფორვარდის "სეტონ ჰოლი" კრეიტონელებთან უშანსოდ – 53:89 დამარცხდა.

გამარჯვებულთა რიგებში კიდევ ერთი პერსპექტიული ქართველი, რატი ანდრონიკაშვილი ირიცხება, რომელსაც ჯვარედინი მყესების ოპერაცია აქვს გაკეთებული და რეაბილიტაციას გადის. რატის გარეშე კრეიტონელებს მაინც ძალიან კარგი შედეგები და რეიტინგი აქვთ. ეს გუნდი სტუდენტური ლიგის რეიტინგში მე-7 ადგილზეა, რაც ძალიან მაღალი შედეგია.

"სეტონ ჰოლს" "კრეიტონთან" შანსი არ ჰქონია. პირველი ნახევარი 26:37 წააგო, ხოლო მეორეში ფარ-ხმალი საერთოდ დაყარა - 20-წუთეულში 27:52 დამარცხდა და საბოლოოდ 36 ქულით წააგო. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი ისე გაატარა, არ დაჯარიმებულა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში სანდრომ 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა, რაც სეტონჰოლელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ.

"კრეიტონში" 19 ქულით საუკეთესო იყო დამიენ ჯეფერსონი, დენზელ მაჰოუნის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. 5 მოგებითა და 2 წაგებით "სეტონ ჰოლი" კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. პირველზე "ვილანოვა", მეორეზე კი "კრეიტონია". შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 9 იანვარს, სტუმრად "დე პოლთან" გამართავს.

GBF.GE

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ეს რა იყო - მამუკელაშვილის ბრწყინვალე ჩატენვა და გაოგნებული დონჩიჩი
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა