ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონმა ალბერტო კონტადორმა ოფიციალურად შეიცვალა გუნდი - ყაზახური "ასტანას" აწ უკვე ყოფილი წევრი მომავალ ორ სეზონს დანიურ საჯინიბო Saxo Bank-ში გაატარებს

ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონმა ალბერტო კონტადორმა ოფიციალურად შეიცვალა გუნდი - ყაზახური "ასტანას" აწ უკვე ყოფილი წევრი მომავალ ორ სეზონს დანიურ საჯინიბო Saxo Bank-ში გაატარებს - წერს გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

Saxo Bank-ის გენერალურმა მენეჯერმა ბიარნე რიისმა სპეციალურ პრესკონფრენციაზე განაცხადა, რომ ესპანელს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი გუნდისთვის დიდი წარმატებების მოტანა შეუძლია.

"ალბერტო კონდატორი უმაღლესი დონის მრბოლელია და ამაყი ვარ იმით, რომ მან ჩვენს გუნდთან არჩია თანამშრომლობა. თუ მის ბოლოდროინდელ წარმატებებს გავითვალისწინებთ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ის და Saxo Bank ველოსპორტის ლიდერები იქნებიან. ახლა ალბერტოს გარშემო ძალიან სერიოზული და ძლიერი გუნდი შეიკრიბება და ეს ალიანსი აუცილებლად გაამართლებს", - განაცხადა რიისემ.

შეგახსენებთ, რომ Saxo Bank-ში ამჟამად სამი უმაღლესი დონის ველომრბოლი ირიცხება - შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა და ლუქსემბურგელი ძმები - ფრენკ და ანდი შლეკები. სწორედ ეს უკანასკნელი იყო კონტადორის მთავარი კონკურენტი წლევანდელ ტურზე. სხვათა შორის, უკვე ცნობილია, რომ ძმები ამ სეზონის შემდეგ დატოვებენ დანიურ გუნდს და ლუქსემბურგის SKY-იში გააგრძელებენ კარიერას.

ესპანელმა ველომრბოლმა თავის კომენტარში აღნიშნა, რომ ახლა მას და მის ახალ გუნდს ყველაფერი აქვთ მწვერვალების დასაპყრობად.

"ძალიან კმაყოფილი ვარ Saxo Bank-თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებით. ოდნავ აღელვებული ვარ. ამ გუნდში სრულიად უნიკალური ფილოსოფია და საბრძოლო სულია და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მივიღებ საჭირო მხარდაჭერას სპონსორებისგან, ადმინისტრაციისგან და თანაგუნდელებისგან. ისტორიულად Saxo Bank ყოველთვის შესანიშნავ შედეგებს აჩვენებდა და ახლა, ერთად გავაგრძელებთ ველოსპორტში მნიშვნელოვანი როლის თამაშს", - ამბობს ესპანელი ველომრბოლი.

ლელო

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა