ბათუმის სტადიონზე ხელოვნურ მზეს დაამონტაჟებენ. 20 000 მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების (ხელოვნური მზე) შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, "საქონელი უნდა იყოს ახალი და ექსპლუატაციაში არმყოფი. მონტაჟი კი მოიცავს საჭირო ელექტროხარჯიდან გამომდინარე დაკაბელებას და საჭიროების შემთხვევაში ახალი ელექტროკარადების მოწყობას. ასევე, მონტაჟთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს", რომელსაც იხდის მიმწოდებელი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კონსტრუქციების მიწოდება-მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ცნობისათვის, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ბათუმში ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ, რაშიც 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

წყარო: BPN

თემო
7 თაობის ხელოვნური ბალახი გაეკეთებინათ და ეგ იქნებოდა.ამხელა ხარჯი და ამდენი მილიონის გადაყრა რავი რავიცი.მარა რა ენაღვლებათ ხალხის ფული.
აკინ
ნეტავ ხელოვნური საფეხბურთო ინტელექტის და კარგი საფეხბურთო აღნაგობის ფეხბურთელ რობოტები არ იყიდება სადმე გვეყიდა ბარემ მზე თუ საყიდელი გვაქვს საქართველოში მაგასაც მოახერხერხებენ ჩვენი ფეხბურთის "დიდი მამები" და აღარ იძუნძულებენ ღიპუცა თუ "სკილეტა" ქართველი ფეხბურთელები ხელოვნურ თუ ბუნებრივი მზით გაგაჩახჩახებულ ქართულ მადლიან ატალახებულ სტადიონებზე ძალიან მინდა ასე არ ვხედავდე ქართული ფეხბურთის მდგომარეობას მაგრამ ჩემთვის ასეთი რეალობაა სამწუხაროდ
leo
სად სად და საქართველოში ბუნებრივი საფარის პრობლემა რატომ უნდა იდგეს? სასაცილოა პირდაპირ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
თქვენ ალბათ არაფერია გსმენიათ აფხაზეთზე და სამეგრელოზე) ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!
ქომაგი
ანუ რა გამოდის მარტში როცა დაიწყება ჩემპიონატი ვერ უმასპინძლებს თამაშებს ბათუმის ახალი სტადიონი ?
ქომაგი
ხელოვნური მზე სასიცოცხლოდ აუცილებელია ბათუმის სტადიონისთვის, მითუმეტეს ასეთ ტენიან პირობებში, ბათუმი ჭაობზე აშენებულია უმეტესად, ხასხასა მთები არაფერ შუაშია. გარდა ამისა ყველა გადახურულ არენას სჭირდება, გამომდინარე იქედან რომ მზის სხივები არ ხვდება თანაბრად და დროის ძალიან მცირე პერიოდში მხოლოდ.
მოქალაქე
აჭარაზე მწვანე გარემო საქართველოში არსად არის. ღმერთმა დალოცა ეს მიწა მზით და ტენით, ყველაფერი ხასხასაა და სწრაფად მზარდი. ჯერ ხომ სისტემა უნდა იყიდონ, მერე გაყვანილობა მოაწყონ, დენის ფული იხადონ და ჰაიდააა. ბიძია გახედეთ აჭარის მთებს - ხრიოკია? ხელოვნული მზე ჭირდება? ბალახის ელემენტარული მოვლა გეზარებათ თუ რა არის? ან ფული გაქვთ ბევრი? მაშინ გადახურვაზე იზრუნეთ. რაც ბუნებრივად იზრდება იმისთვის ხელოვნური მზე ვინ პრადვინუტმა მოიგონა?
ბადრი
ხელოვნური მზე კი არა რაც არის ბუნებრივი ის გამოიყენეთ წესიერად. მოიყვანეთ წესრიგში მომსახურების სფერო, კულტურა, ფასები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ვინც ჩამოდიოდა, 80%-ს მეორედ ჩამოსვლის სურვილი რომ აღარ აქვთ. ( პირადი საუბრებიდან ვიცი). ანტალიას რომ ამჯობინებს ყველა ფასებით და მომსახურებით.
ddgfdf
სანათი კი, მაგრამ ტლაპოები თუ დადგა ეგ მიძანმიმართულ დივერსიას დაემსგავსება.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია