"ბარსელონას" ამოცანა პრიმერადივიზიონის ტიტულის ზედიზედ მეოთხედ მოგებაა, რითაც გვარდიოლა იოჰან კრუიფის "დრიმ თიმის" მიღწევას გაიმეორებს
"ბარსელონას" ახალი ამოცანა ცხადზე ცხადია - ზედიზედ მეოთხედ პრიმერადივიზიონის ტიტულის მოგება. ამით ხოსეპ გვარდიოლა იოჰან კრუიფის "დრიმ თიმის" მიღწევას გაიმეორებს. ორიოდე დღის წინათ, ეს ჟერარდ პიკემ ინტერვიუშიც თქვა, მაგრამ ძალიან ძნელი რამ არის ზედიზედ ოთხი ჩემპიონატის მოგება, მით უმეტეს, ისეთ ლიგაში, როგორიც ესპანური პრიმერაა...

როგორც დრიმ თიმი

პეპ გვარდიოლას ხშირად უთქვამს ინტერვიებში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა. "ჩემპიონთა ლიგა უფრო გლამურულია, მაგრამ ტურნირი, რომელიც ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომელია წლის საუკეთესო გუნდი, ლა ლიგაა". პეპი, რაც კი "ბარსაში" დაინიშნა, სიტყვის კაცია - ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ ესპანეთში "ბარსელონაა" საუკეთესო. ახლა კი იოჰან კრუიფის დროინდელი გუნდის რეკორდის გამეორებაც შეუძლია - "მფრინავმა ჰოლანდიელმა" კატალონიური გრანდი გააჩემპიონა 1991, 1992, 1993 და 1994 წლებში.

კრუიფის მიღწევა ექსტრაორდინალურთა კატეგორიიდანაა - პრიმერაში მხოლოდ ორი (უკეთესი) შემთხვევაა დაფიქსირებული, მადრიდის "რეალმა" 1961 წლიდან ზედიზედ ხუთი ტიტული მოიგო და იგივე 80-იან წლებში გაიმეორა - 1986 წლიდან მოყოლებული ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ლა ლიგა.

ევროპული ანალოგების ძიებაში

ახლა ვნახოთ, როგორ არის საქმე ამ მხრივ ევროპის მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში. ინგლისში ასეთი შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა - ზედიზედ სამჯერ მოიპოვეს ტიტული "ჰადერსფილდ თაუნმა", "არსენალმა", "ლივერპულმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" (ორჯერ). იგივე სიტუაციაა გერმანულ ბუნდესლიგაშიც - სამ-სამჯერ ზედიზედ მოიგეს პირველობა "ბაიერნმა" (სამჯერ) და მიონხენგლადბახის "ბორუსიამ".

იტალიაში ამ სეზონში "მილანს", რომ არ მოეგო თანაქალაქელ "ინტერს" საოცარი მიღწევა ექნებოდა საამაყოდ - თუმცა "ინტერმა" ზედიზედ ხუთი ჩემპიონატის მოგება იკმარა. 30-იან წლებში უნდა დავბრუნდეთ, რომ სერია ა-ს სხვა გუნდი გავიხსენოთ, რომელმაც ზედიზედ ხუთი ტურნირის მოგება შეძლო - ეს "იუვენტუსია". 40-იან წლებში ტურინის მეორე გუნდმა, "ტორინომ" ზედიზედ 4 ტიტული მოიგო.

80-იანი წლების ბოლოდან მარსელის "ოლიმპიკმა" ზედიზედ 4 ლიგა 1 მოიგო, მაგრამ "ლიონთან" ახლოსაც ვერ მივა მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში (ვგულისხმობთ ხუთეულს) - 2003 წლიდან მოყოლებული 2008 წლის ჩათვლით (6 ჩემპიონატი) "ლიონი" ფრანგული ოლიმპოდან ვერავინ ჩამოაგდო.

პეპის მეგოლეები

მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში ხოსეპ გვარდიოლა ჩაუდგა, "ბარსამ" ჯამში 449 გოლი გაიტანა, აქედან 138 ლეო მესის ანგარიშზეა და, ბუნებრივია, ის კლუბის ბომბარდირია სამი სეზონის ჯამში. საოცარია, როგორი პროგრესიით მიდის არგენტინელის ბომბარდირული მაჩვენებლები: პეპისთვის პირველ სეზონში ლეომ 38 გოლი გაიტანა, შემდეგ - 47 და ბოლოს - 53!

გვარდიოლას ერთ-ერთი აღმოჩენა - პედრო როდრიგესი ბომბარდირთა დავაში მეორეა - 45 გოლით, მესამეზე ბოიან კრკიჩია - 29. სხვათა შორის, 20 წლის კრკიჩი ერთ რამეში ყველას სჯობს, მათ შორის მესისაც, მას გოლის გასატანად ყველაზე ნაკლები დრო ესაჭიროება მოედანზე. "ბარსას" დღევანდელი კონტიგენტიდან მეოთხე ადგილზე დავიდ ვილიამ გადაინაცვლა, რომელსაც ზურგს მხოლოდ ერთი სეზონი უმაგრებს - 23 გოლი.

ვილიაზე მეტი აქვთ გატანილი ფეხბურთელებს, რომლებიც აღარ ირიცხებიან კატალონიურ გრანდში - კამერუნელმა სამუელ ეტოომ 36 გოლი გაიტანა. არადა, გვარდიოლას გუნდში სულ ერთი სეზონი დაჰყო. ტიერი ანრიმ 30 გოლი გაიტანა, აქედან 26 2008/09 წლების სეზონში, ოთხი კი მომდევნოში.

გვარდიოლას გუნდში გოლები მხოლოდ ფორვარდებს არ გააქვთ - მცველებმა და ნახევარმცველებმა ჯამში 109 გოლი გაიტანეს. მათგან გამორჩეული ჩავია, რომელმაც სამ სეზონში 22 გოლი მიითვალა, შემდეგ მოდის სეიდუ კეიტა - 18. მცველებიდან დანი ალვეშსა (13) და ჟერარდ პიკეს (11) გამოვარჩევთ. "ბარსელონა ბ-დან" ძირითად გუნდში 8 გოლი გაიტანეს, აქედან 4 ტიაგო ალკანტარას ანგარიშზეა.

სულ კი 449 გოლი 29 ფეხბურთელის ანგარიშზეა.

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...