ვერავინ წარმოიდგენდა თუ სულ რაღაც ორ წელიწადში “ნოვარა” ჯერ სერია B-ში გადავიდოდა, შემდეგ კი ელიტარულ დივიზიონში ამოჰყოფდა თავს
სერია B-ს გასული სეზონი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, რადგან ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდა. ორი გუნდი, რომლებმაც სერია A-ს საგზური მოიპოვეს, ჩვენთვის კარგად ნაცნობია, რადგან წლების განმავლობაში ელიტარულ დივიზიონში ასპარეზობდნენ.

მართალია, არც “ატალანტა” და არც “სიენა” უმაღლესი ადგილებისთვის არასდროს იბრძოდნენ, მაგრამ არც იოლად თმობდნენ არაფერს. აი, მესამე აღზევებული კი “ნოვარა” გახლავთ, გუნდი, რომლის შესახებ იტალიაშიც კი ძალიან ცოტა იციან. მოკრძალებული შესაძლებლობის გუნდი წლების განმავლობაში სერია C-ში, ანუ პრო ლიგაში ასპარეზობდა და თანაც, ძირითად ადგილის შენარჩუნებისთვის უწევდა ბრძოლა. ამიტომ, ვერავინ წარმოიდგენდა თუ სულ რაღაც ორ წელიწადში “ნოვარა” ჯერ სერია B-ში გადავიდოდა, შემდეგ კი სულაც ელიტარულ დივიზიონში ამოჰყოფდა თავს.

დაახლოებით ასე გზა გაიარა “ჩეზენამ”, თითო წელი მოანდომა პრო ლიგიდან ჯერ სერია B-ში, შემდეგ კი სერია A-ში გადასვლას, რაც როგორც ჩანს “ნოვარასთვისაც” სტიმული გამოდგა.

“ნოვარას” ყველასათვის უცნობი სპეციალიატი ატილიო ტესერი უდგას სათავეში - სწორედ მის ხელში განიცადა გუნდმა პროგრესი და ასეთ სიმაღლეებს მიაღწია. 53 წლის მწვრთნელი ბედნიერია და ამას არც ჟურნალისტებთან მალავს:

“რას ვგრძნობდი, როდესაც სერია A-ს საგზური მოვიპოვეთ? - ეს იყო საოცარი განცდა, რომელმაც გონება დამიბინდა და პრინციპში, ეს პერიოდი ამ წუთამდე გრძელდება. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ “ნოვარა” განვითარების ახალ საფეხურზე აგვეყვანა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასე მოკლე დროში სერია A-ში აღზევებაზე არ გვიფიქრია. ეს თავისთავად მოხდა და თითოეული ჩვენგანი უზომოდ გაგვახარა.

რაც მთავარია, “ნოვარას” უკეთ თამაშიც შეუძლია და სერია A-ში იოლად არაფერს დავთმობთ. წარმატების საიდიუმლო? - დიდი ხანია ფეხბურთში ვარ და ერთში დავრწმუნდი - თუ გუნდი ერთ მუშტად არ არის შეკრული, ვერაფერს მიაღწევ. “ნოვარა” ერთი ოჯახია, აქ ყოფნა ყველას უხარია და წარმატებაც ერთმანეთისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ მოიტანა. ბედნიერი ვარ, რომ ბედმა ამ გუნდს დამაკავშირა, ეს საუკეთესო წამები და წუთებია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში”.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა