ახალი წლის შემდეგ უეფამ თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 50 ახალგაზრდა ტალანტს შორის დაასახელა, ხოლო ახლა "სოვეტსკი სპორტმა" პოსტსაბჭოთა სივრცის 6 ფეხბურთელი გამოჰყო და ამ სიაში ჩვენებური შეიყვანა.

სიაში სამი რუსი (იგორ დივეევი, რომან ევგენევი და სტანისლავ მაკგეევი), ორი უკრაინელი (ილია ზაბარნი და ანატოლი ტრუბინი) და მამარდაშვილი არიან.

გიორგი მამარდაშვილი

"უეფას ციტატა: "საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარე. თავის გამოჩენა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა. ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია".

რუს გულშემატკივრებს მამარდაშვილი შეეძლოთ სექტემბერში ენახათ. მან "დინამოსთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუსული კლუბის ტურნირიდან სამარცხვინო გავარდნით დასრულდა. დინამოელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ გოლი მხოლოდ თერთმეტმეტრიანით გაუტანეს (90-ე წუთზე ნიკოლაი კომლიჩენკომ). ორდეცმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ იმ თამაშის შემდეგ მისი ევროპის ნებისმიერ გუნდში გაყიდვა შეიძლებოდა.

ეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარის ბოლო გაბრწყინება როდი იყო. შემდეგ რაუნდში მან "გრანადასთან" 7 სეივი განახორციელა, მაგრამ ეს კარის მშრალად შენახვისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსულ კლუბებს უჯობთ ახალგაზრდა ტალანტს ყურადღება მიაქციონ, მით უმეტეს, ჯერ ძალიან ძვირად სულაც არ ფასობს - "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 500 ათასი ევრო".

ziko
მომავალი საქართველოს ნაკრების მეკარეა,მამარდაშვილი ალბათ მალე დატოვებს საქართველოს ჩემპიონატს და სადმე კარგ ჩემპიონატში მოხვდება,მან უნდა ჩაანაცვლოს ნაკრების დღევანდელი მეკარეები,ყველაფერი აქვს რო ძლიერი მეკარე დადგეს, შრომა უნდა გააგრძელოს.
კარგით რა-ს
თუ გინდა სხვაგან ჩაგახედებ..მარტი რუსთავში არა დინამოს ამხანაგურზეც სბორებზე ლამის მეორე მეკარის ხაზიდან გაუშვა,ევასება შორიდან გაშვება ამ მამარდიანს და რა ქნას,,კიდევ მეორე მამამისი არ იყო რომ ძუყნეს გურიაში,სპექტაკლების მოწყობა უსწავლებია კარგად გოლის ლამაზად გაშვება
კარგი რა
18 წლის მამარდაშვილმა რუსთავის მაისურით ცენტრიდან გაუშვა ბურთი და დაემხო მისი კარიერა არა? ვაი, რანაირი მენტალიტეტი გაქვთ.. ერთხელ შეცდომა დაუშვა, თან ასეთ ასაკში და წერტილი დაუსვით... თქვენს თავში ჩამახედა
რატი
გუგეშაშვილი იყოს და კიდე სხვებზე საუბრობთ?(( კერესა მაინც გეთქვათ.
loma
ეს მამარდიანი არ არის მთლად ცუდი,რა მოხდა მერე ცენტრიდან თუ გაუშვა გოლი..აწი არ გაუშვებს,,
kaxi
მეკარე არის გუგეშა!!!
გოჩა
უდავოდ ნიჭიერი კარგი მეკარეა,მაგრამ თუ.აგენტმა კარგად არ იმუშავა,მეკარისათვის რთულია კარგ კლუბებში მოხვედრა,კიდევ ვიღაცას მოსწონს თუ არა,რუსული სამეკარეო სკოლა ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში,ერთადერთ მეკარეს აქვს აღებული ოქროს ბურთი და ისიც რუსი იაშინი იყო,დღესაც თუ დავაკვირდებით რუსებს მეკარეების პრობლემა არ აქვთ,ასე რომ მამარდაშვილს ყველაფერი აქვს რაც მეკარეს სჭირდება ახლა უნდა კარგი აგენტი და მორჩა,ამას რომ ჰყავდეს როგორც არველაძეს ჰყავს რაიოლა აგენტად მაშინ კარგ ევროპულ საშუალო დონის გუნდში მოხვდებოდა,წარმატებები მამარდაშვილს.
გუდავაძე
ეს რუსთავში ცენტრიდან რომ უშვებდა გოლებს ის არარის? რა სეივი ერთხელ ბურთი მოხვდა და სეივია..ცენტრიდან დარტყმულები არ გაუშვას ჯერ და მერე ისაუბრეთ მეკარეობაზე..
ჯაბა
ოღონდ "როტორი" და ქეცბაია სრა და რაც უნდა ის ქნას. მაგათში ნამყოზფი ფეხბურთელები სამუდამოდ შელახულნი და დამცირებულნი არიან.
დათო
კაი ბიჭია
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
თუკი ექნება თამაშის საშუალება რუსეთის უმაღლესი ლიგის თუნდაც საშუალო დონის კლუბში არ იქნება ურიგო 2 წლით. იგივე რუბინი, კრასნოდარი, ლოკომოტივი. ოღონდ ძირითადში სათამაშოდ და არა სათადარიგოდ. ჩემი აზრია ესეთი.
აბა ჰეე
რა შვიდი სეივი ოთხჯერ ბურთი მოხვდა და სეივად ჩაითვალა. ნეტა მართლა წაიყვანდეს რომელიმე რუსეთის კლუბი.
Vanchope
ქართველი ვინც წარმატებული გახდა, ყველამ გაიარა ან რუსეთი ან უკრაინა და ან თურქეთი... განსაკუთრებით რუსეთში ენდობიან და ათამაშებენ ქართველებს, ეგ არის რეალობა... ასევე ძალიან კარგია ავსტრია როგორც აღმოჩნდა, ბელგია ქართველების სასაკლაოსავითაა...
ლომი
რუსეთში წახვალ და ვერაფერს მიაღწევ
კარგით რა
იმედია საქმე ევროპაში წავა.კარგი მომავალი აქვს ასე მგონია და საერთოდ რა რუსეთი ხშირ შემთხვევებში ვერ იძლევა სერიოზულ პროგრესს ...
თორნიკე
შენ მაინც არ წახვიდე რუსეთში... აშკარად დიდი მომავალი გაქვს, თვითონ ნუ ამოითხრი ძირს
ზაზა
ისეთი სეზონი ქონდა ევროთასებზე თან ამ ასაკში რომ მეგონა მაშინვე წაიყვანდა რომელიმე კარგი კლუბი ჩემი აზრით ამ ბიჭს აქვს დიდი პოტენციალი და ნამდვილად უნდა გადავიდეს კარგ კლუბში სადაც გაზრდის და განვითარების მეტი საშუალება ექნება სასურველია ევროპაში მაგრამ კარგი რუსული კლუბიც არ იქნება ურიგო დასაწყისისთვის.
araba
რა რუსეთი იტალიაში ივენტუსში უკვე მზადაა კონტრაქტი ,,რა გეშველელებათ თქვე საცოდავებო
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა