დღეს, 17 იანვრის გამთენიისას NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "ბრუკლინ ნეთსმა" საკუთარ არენაზე "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და მეტოქე 7 ქულის სხვაობით დაამარცხა - 122:115.

ამ მატჩში ნიუ იორკელეთა შემადგენლობაში ჯეიმს ჰარდენის დებიუტი შედგა და თან რა დებიუტი. "ჰიუსტონიდან" მოსულმა "წვერამ" პარკეტზე 40 წუთი გაატარა და ამ დროში 32 ქულა ჩააგდო, 12-ჯერ მოხსნა ბურთი და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამ მაჩვენებლებით, ჰარდენი ლიგის ისტორიაში გახდა მე-7 კალათბურთელი, რომელმაც ახალი გუნდში დებუტი 3-მაგი დუბლით დაასრულა, პირველად ეს 1960 წელს ლეგენდარულმა ოსკარ რობერტსონმა გააკეთა, ხოლო 2020 წელს რასელ ვესთბრუქმა. გარდა ამისა, ჯეიმსმა გუნდის რეკორდიც დაამყარა: სადებიუტო შეხვედრაში 14 შედეგიანი გადაცემა აქამდე არავის გაეკეთებინა.

თანაგუნდელს რეკორდებში არც კევინ დურანტი ჩამორჩა. "დურანტულამ" 40 წუთში 42 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კევინი ლიგის ისტორიაში გახდა 32+ ასაკის მესამე კალათბურთელი, რომელიც ლიგის პირველ 10 შეხვედრაში საშუალოდ 30+ ქულა მოაგროვა. მსგავსი შედეგი აქამდე ელჯინ ბეილორსა და უილთ ჩემბერლინს გასულ საუკუნეში ჰქონდათ. გარდა ამისა, კევინმა ზედიზედ 9 შეხვედრაში ჩააგდო 25+ ქულა, რაც "ბრუკლინის" რეკორდი გახლავთ.

დურანტმა და ჰარდენმა "ბრუკლინის" მიერ ჩაგდებული 122 ქულიდან მონაწილეობა 107-ში მიიღეს. კევინმა ჯეიმსის 6-ვე გადაცემა ზუსტად გამოიყენა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდს კაირი ირვინგი აკლდა, ცალსახაა - NBA-ს ჩემპიონობის ერთერთი მთავარი ფავორიტი "ბრუკლინია".

სხვა შეხვედრები

სან ანტონიო - ჰიუსტონი 103:91

ტორონტო - შარლოტი 116:113

მემფისი - ფილადელფია 106:104

მაიამი - დეტროიტი 100:120

პორტლენდი - ატლანტა 112:106

Brooklyn
Aუ ეს ბოჩკა გადმოვიდა აქეთ, ეხლა
გოათ
დაიძრა ტერორიიიი, სეზონის ბოლოს მეფე ისევ იტირეებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
კევინ დურანტი: მინდა ბოლო სეზონი "ბარსელონაში" ვითამაშო
"ბარსელონამ" კევინ დურანტის აღიარებას უპასუხა
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
კევინ დურანტი: დრეიმონდ გრინთან ინციდენტმა ჩემ წასვლაზე იმოქმედა
NBA. რეგულარული: ირვინგმა დებიუტში 50 ქულა ჩააგდო, მაგრამ "ბრუკლინი" ვერ გადაარჩინა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტს" დრაფტის ბიჭმა მოაგებინა, ჰარდენმა 44 ქულა მოაგროვა [VIDEO]
კაირი ირვინგი: 50 ქულას მაშინ აქვს აზრი, თუ გაიმარჯვებ
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია