რამდენი გუნდი იასპარეზებს პირველ ლიგაში, პარასკევს ან კვირას, კლუბებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, სავარაუდოდ - 16 ან 14

თბილისის "ლოკომოტივი" ჯერ უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, წლეულს კი პირველი ლიგიდანაც გავარდა. რა ბედი ელის საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კლუბს?

კლუბის დირექტორი უჩა ნებიერიძე ამბობს, რომ დაშლის საფრთხე არ არსებობს: "ჩვენი კლუბის პირველ ლიგაში დარჩენის საკითხი მალე გადაწყდება. დიდი შანსია, "ლოკომოტივმა" კვლავ პირველ ლიგაში ითამაშოს, რადგან ამ ლიგის ბევრ კლუბს აქვს ფეხბურთის ფედერაციის დავალიანება. არაერთმა არათუ გასული სეზონის, არამედ იმის წინას საწევრო ვერ გადაიხადა. "ლოკომოტივმა" კი ფინანსური ვალდებულებები ჩემპიონატის დაწყებამდე გაისტუმრა, კლუბს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა და ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის საჭირო ლიცენზია. ასე რომ, მომავალი სეზონისთვის, იმედია, კვლავ პირველ ლიგაში ვითამაშებთ".

სხვათა შორის, ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტშიც დაგვიდასტურეს, რომ, შესაძლოა, "ლოკომოტივი" პირველ ლიგაში დარჩეს. თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელი კლუბი ვერ გაივლის ლიცენზირების "ფილტრს".

აქვე პირველ ლიგასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო ამბებსაც გეტყვით: მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, ტურნირში მონაწილეობის სურვილი აქვს "ნორჩ დინამოს", რომელიც, ტრადიციულად, სკოლის აღზრდილი ახალგაზრდების დაწინაურებას განაგრძობს.

გაურკვეველია, დააფინანსებენ თუ არა პირველ ლიგაში გავარდნილ "სამტრედიას". იმედია, გასული სეზონის მოვლენები არ განმეორდება და საფეხბურთო ქალაქის გუნდს პატრონი გამოუჩნდება. სხვათა შორის, "სამტრედიას" მიხედვა საქართველოს ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს სურდა, მაგრამ "არსენალ-სიტისთან" დაკავშირებულმა და სხვა პრობლემებმა ჩანაფიქრზე დროებით ხელი ააღებინა. არადა, კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, სამტრედიელი ახალგაზრდების ხელშეწყობა, სტადიონის მოვლა-პატრონობა და სხვა, მაგრამ...

საჩხერის "ჩიხურას", რომელიც უმაღლესი ლიგის გადათამაშების მატჩში ცხინვალის "სპარტაკთან" დამარცხდა, ბიძინა ივანიშვილი კვლავ დააფინანსებს და კვლავ გააგრძელებენ ახალგაზრდების გაზრდას.

ბათუმში "დინამოს" აღორძინების იმედს სტადიონის აშენებას უკავშირებებენ. არადა, 2011 წელი ეკვატორზეა, სტადიონის მშენებლობა კი, ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია. უპატრონო გუნდი ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ბათუმის "დინამოს" სხვა ამბიციები აქვს, ვიდრე ელემენტარულად დაფინანსებულ კლუბს.

ვიცოდით, ლანჩხუთის "გურიას" აღორძინება ირლანდიელმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა, მაგრამ ის ირლანდიაშია, გურულთა სატკივარს კი საშველი არ დაადგა.

როგორც გვითხრეს, არსებობს ბიზნესმენი, რომელსაც პირველ ლიგაში გადასული "ზოოვეტის" დაფინანსება სურს. მაისში კლუბების წარმომადგენლებთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი წალენჯიხის გუნდის მიხედვას აპირებს. მას შემდეგ კონკრეტული არაფერია ცნობილი.

პირველ ლიგაში კლუბს საგარანტიო წერილს და მინიმალურ ბიუჯეტს მოსთხოვენ, მაგრამ ჯერ მისი ოდენობა ზუსტდება. უმაღლეს ლიგაში კი, სიჭინავას თქმით, მინიმალური ზღვარი 300 ან 500 ათასი ლარი იქნება. თუმცა ჯერ მინიმუმი არ დადგენილა.

რამდენი გუნდი იასპარეზებს პირველ ლიგაში, პარასკევს ან კვირას, კლუბებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, სავარაუდოდ - 16 ან 14. რაოდენობაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყება ტურნირი. G16-გუნდიანი თუ იყო - ივლისის ბოლოს, 14 გუნდით კი ტურნირის ადრე დაწყების საჭიროება აღარ იქნება და სტარტს აგვისტოში აიღებს. დღევანდელი მონაცემებით, პირველი ლიგის არც ერთ კლუბს მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს.

პირველი და რეგიონული ლიგები ის ტურნირებია, რომელთა უმაღლესი ლიგის და, საერთოდ, ქართული ფეხბურთის მასაზრდოებლის ფუნქცია აკისრია და სანამ მათი დონე არ ამოიწევა, გუნდები არ გაძლიერდებიან და დაძაბული ტურნირები არ გვექნება, მანამ უმაღლეს ლიგას და ნაკრებებსაც არაფერი ეშველებათ - ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმულ-გადაჯაჭვული.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა