გუშინ ფედერაციის გამგეობის სხდომაზე საქართველოში ჭადრაკის განვითარების ხუთწლიანი (2012-2016) პროგრამა დაამტკიცეს
სკოლებში სავალდებულო საგნად ჭადრაკის სწავლებას ბოლო დროს მთელ მსოფლიოში უდიდესი ყურადღება ექცევა. არც არის გასაკვირი, რადგან ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც ჭადრაკი ისწავლება, მოსწავლეთა მოსწრება და ცოდნის ხარისხი საგრძნობლად მაღალია. ბრიუსელში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი სილვიო დანაილოვი და მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი გარი კასპაროვი განათლების, კულტურის, მრავალეროვნებისა და ახალგაზრდების საკითხებში ევროკავშირის კომისარ ანდროულა ვასილიოუს შეხვდნენ და განიხილეს ერთობლივი პროექტი ჭადრაკი სკოლაში. ისინი საბოლოო ვარიანტს ევროპარლამენტს 20 სექტემბერს წარუდგენენ.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია (პრეზიდენტი გია გიორგაძე) კარგა ხანია, სკოლებში ბრძენთა თამაშის დასამკვიდრებლად იღვწის და წარმატებითაც. სწორედ ამ საკითხზეც იყო მსჯელობა გუშინ ფედერაციის გამგეობის სხდომაზე, სადაც საქართველოში ჭადრაკის განვითარების ხუთწლიანი (2012-2016) პროგრამა დაამტკიცეს.

ფედერაციის პრეზიდენტმა დიდოსტატმა გია გიორგაძემ დამსწრეთ სილვიო დანაილოვის მადლობის წერილიც გააცნო:

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ევროპის საჭადრაკო კავშირის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თბილისში ქალთა მე-12 ინდივიდუალური ჩემპიონატისა და ქუთაისში სწრაფ ჭადრაკში კონტინენტის პირველობის შესანიშნავი ორგანიზებისთვის. ჩვენ ვაფასებთ იმ დიდ შრომას, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გაწია ამ შეჯიბრების მაღალ დონეზე ჩასატარებლად,- წერს ევროკავშირის თავკაცი.

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი