ქუთაისში 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე გუშინ მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა

ქუთაისში 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე გუშინ მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. გოგონებში ერთპიროვნული ლიდერი ქეთი წაწალაშვილი მეორე ადგილზე მყოფ მერი არაბიძეს დაუზავდა, თუმცა, ყაიმის მიუხედავად, მეწინავეობა შეინარჩუნა.

აი, არაბიძეს კი მარიამ ჭოლაძის მძლეველი სალომე ხაჟომია წამოეწია და მასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. 2,5 ქულა მოაგროვა სოფო ხუციძემ, რომელმაც მარიამ წულაია დაამარცხა.

ვაჟებში ისევ ორხელისუფლებიანობაა - დავით ბენიძესა და დავით ლომსაძეს 3,5-3,5 ქულა აქვთ. გუშინ ისინი ერთმანეთს ყაიმზე შეუთანხმდნენ. 3-3 ქულა მოაგროვეს ნინო ხომერიკმა და ირაკლი ჯანიაშვილმა. ნინომ ნოე თუთისანს აჯობა, ირაკლიმ ბექა ახალაძე დაჯაბნა.

დღეს მე-5 ტურში ლიდერთაგან ითამაშებენ: ხაჟომია (3)-წაწალაშვილი (3,5), არაბიძე (3)-ხუციძე (2,5); ბენიძე (3,5)-ხომერიკი (3), ჯანიაშვილი (3)-ლომსაძე 93,5).

- ყველა ორთაბრძოლა დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ჩემპიონები თანატოლთა შორის მსოფლიოს პირველობის საგზურებს დაიმსახურებენ, - გვითხრა შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა ალეკო არსენიძემ, - მოასპარეზეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ყველა პირობა აქვთ შექმნილი. მე-4 ტურიდან განსაკუთრებით წაწალაშვილი-არაბიძის პარტია მინდა გამოვყო. არაბიძემ შუა თამაშში პოზიციურ უპირატესობას მიაღწია, მაგრამ სხვადასხვა ფერის კუთა ენდშპილში წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტოქეებიც მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. იმედია, შეჯიბრებას ინტრიგა ბოლო ტურამდე არ მოაკლდება.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა