თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ამ შეკრების მიზანი როგორც გუნდის ფიზიკურად გაძლიერება, ისე მისი შეთამაშებაა. ცვლილებები მოხდა, ზოგი წავიდა, ზოგიც მოვიდა.

იუგოსლავიის სკოლა, ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთთან ახლოსაა და ახალწვეულებზე ამ მხრივ გავაკეთეთ აქცენტი. შეკრების ბოლოს ყველა ფებურთელი შეთამაშებული იქნება ერთმანეთთან.

საყრდენ და მარცხენა ნახევარმცველს ველოდებით, მალე დასრულდება სელექციის პროცესი და გუნდის გადახალისება ამ ეტაპისთვის საკმარისი იქნება.

გვქონდა მოლაპარაკებები ნიკა კვეკვესკირსა და ჯანო ანანიძესთან. მათი საუბრიდან შემიძლია დავასკვნა, რომ კარიერის უცხოეთში გაგრძელება სურთ.

გურამ კაშიასაც ველაპარაკეთ, გვინდოდა მისი გუნდში დაბრუნება. ბუნებრივია, ფეხბურთელს შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ, ის პირობები კი, რაც მას ახლა აქვს, ვერ დავაკმაყოფილეთ. ჯაბა კანკავამ კი, ხედავთ, კარიერა უცხოეთში განაგრძო, ყოფილ მწვრთნელთან წავიდა.

რაც შეეხება სისოკოს, თითქმის შეთანხმებულნი ვიყავით, ანტალიაში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა შემდეგ გაქრა, აღარ გამოვიდა კონტაქტზე. როგორც ჩანს, სხვა ვარიანტი გამოუჩნდა და როგორც ვიცი, კარიერას არაბულ ქვეყანაში განაგრძობს.

პერნამბუკუს კარიერის სხვაგან გაგრძელება სურდა და უკვე წასული იყო გუნდიდან. დავით სხირტლაძის ფეხბურთი ძალიან მომწონს, ძალიან ვაფასებ მას, როგორც მოთამაშესა და პიროვნებას, თუმცა აქ, ჩემ გარდა, არის ხელმძღვანელობა, რომელმაც ფეხბურთელს პირობები უნდა შეუქმნას და მისი მოთხოვნები ჩვენს შეთავაზებას აღემატებოდა.

მიზანი, ცხადია, ჩემპიონობა გახლავთ, თასის მოგება და თუ ევროთასებზე რამდენიმე ეტაპს გადავლახავთ და ჯგუფში მოვხვდებით, ძალიან ბედნიერები ვიქნებით.

კლუბმა 2-წლიანი თანამშრომლობა შემომთავაზა, თუმცა ერთწლიანზე შევჯერდით. მიმაჩნია, რომ 1 წელი საკმარისია, რათა მწვრთნელმა გუნდს ხელი დაატყოს. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩემს სამუშაოს გუნდში კარგად შევასრულებ და პარალელურად, ხელმღვანელობასთან მიდის საუბრები მრავალწლიან თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე", - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

ziko
ყველაზე ცუდი ის არი რო საქართველოს ჩემპიონატში თამაში 34-წლის ქართველ ვეტერანსაც არ უნდა,ისე კი კაშიას ეთამაშა დინამოში რა დაუშავდებოდა ამით,ახალგაზრდა ფეხბურთელები მის გვერდით დიდ გამოცდილებას შეიძენდნენ თან დინამოსაც გამოადგებოდა კაშია.როცა ვერც კარგი ლეგიონერი მოგყავს თუ ის არ ჩამოდის, რჩება ერთადერთი გზა დაეყრდნონ აკადემიას ბოლომდე და 17-18-წლის ბიჭებს აცადონ და 3-4 წელიწადში შედეგი ექნებათ.
პატივცემულო ზურა
ზურა, ნამეტანი გაუგებარია. არ ჩამოდიან და ვბრაზდებით რატომ არ ბრუნდებიან დინამოშიო! ბრუნდებიან და მედე ვაძახებთ, "ალბათ სხვა გზა არ ქონდაო". ქეცბაიას აქედან იქით და იქიდან აქეთ გამახსენდა თქვენ ნათქვამზე :)
ზურა
როცა საჭირო იყო თუ როცა სხვა ნორმალური კლუბი აღარ იწვევდა მაშინ დაბრუნდა ნემსაძე? ვისთან ჩამოვიდეს მეცხვარეებთან?
kaxi
სად ეძებს? ვის ეჩალიჩება? ალოო! თაობა იზრდება! მაგათთან ისე იძმაკაცე..
ნიანია ბაკურიანი
ესენი ახლა ყველა უცხოურ გუნდებთან ამხანაგურებში დამარცხდებიან და იტყვიან,რომ გუნდის ძირითადი ბირთვის შექმნისათვის ვიბრძოდით და შედეგს ყურადღებას არ ვაქცევდითო,მერე საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება გახდებიან ჩემპიონები,აღნიშნავენ ჩემპიონობას დიდი ზარზეიმით,მერე საკვალიფიკაციოში,ევროტურნირზე,პირველივე შეხვედრას წააგებენ:ჭ-ე და ყ.ე გუნდებთან,რა თქმა უნდა დიდი ანგარიშით და იტყვიან:ბოდიში დავითარსეთო და შეგვპირდება გუნდის ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის გუნდს ისე გავაძლიერებთ ევროტურნირების ფინალამდე მივაღწევთ და გავიმარჯვებთ კიდეცო.
Levani
100% saqartvelos chempshi 5-0ze naklebs ar unda igebdes gundi tu unda evropashi rames miagwios..anu sxvebze 2 tavit magla unda idges da saq.chempionoba arc unda iyos gansaxilveli.tu vinme gaaketebs aset gunds evropashic eqneba shansi,tu ara da wels visi jeria?luxemburgebis da andorebis?
გიორგი გორგაძე
მიზანი უნდა იყოს მხოლოდ ერთი. ევრო ტურნირის ჯგუფური ეტაპი. საქართველოს ჩემპიონობა ნიშნავს არაფერს
დავით
გიორგი ნემსაძე პატივისცემას იმსახურებს. იგი კაშიაზე დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როდესაც საჭირო გახდა დაბრუნდა დინამოში ვაჭრობა და ერთი ადგილის თამაში არ დაუწყია ამ ვაი ქართველებივით და გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
ზორბეგი
სისოკოს ალბათ დინამო კიევი ეგონა და რომ გაიგო სად ეძახდნენ გაქრა, ტელეფონი გათიშა. კლაკსვიკში გადავა ალბათ, იქ უფრო განვითარდება
გიორგი
რას წარმოადგენს დინამო რომ ნემსაძისთვის ადრე იყოს?
გულშემატკივარი
რა თქმა უნდა მიზანი ჩემპიონობაა,თუ ვერ მოიგებთ რომიკო გიყიდით... ვხედავ მეცხვარეეეს,ჯოხით მხარზედააა!
კახაკ
გიორგი ნემსაძე კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ დინამოს მწვრნელობისთვის, მისთვის და ბევრი სხვისთვისაც, ჯერ დრეა..

როცა ხელმძღვანელობა დავით სხირტლაძის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მხცოვანი სისოკო გაურბის, უკვე ნათელია, რომ ჩემპიონთა ლიგის კარს წიხლით შეანგრევს! ნემსაძე როგორ გააბრუეს, საინტერესოა?
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ბარკოლას მომავალი თითქმის გარკვეულია
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა