azerisport.com-მა ყოფილ ქართველ ფეხბურთელთან, ბადრი კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც იცით, ის ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მამაა.

მოგეხსენებათ, ბადრი კვარაცხელიამ კარიერის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში გაატარა. მას ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბებიდან კი "კაპაზისა" და "შამკირის" ღირსებას იცავდა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რეალურად მართლა მიიწვიეს თუ არა ხვიჩა 16 წლის ასაკში "ყარაბახში".

"დიახ, ეს სიმართლეა. "ყარაბახს" ჩემი შვილის გადაბირება მართლაც სურდა. ხვიჩა მაშინ 16 წლის გახლდათ, მაგრამ არ შეეძლო 18 წლამდე პროფესიონალური კონტრაქტი გაეფორმებინა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მოლაპარაკება არ შედგა. ამას გარდა, "დინამო" "ყარაბახს" საკმაოდ დიდ კომპენსაციას სთხოვდა", - ამბობს ბადრი კვარაცხელია.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რატომ აქვს საქართველოს ნაკრებების დონეზე უფრო მეტი წარმატება, კლუბებში კი აზერბაიჯანია უკეთესი.

"ევროპაში მხოლოდ რამდენიმე აზერბაიჯანელი ფეხბურთელი თამაშობს. ჩემს დროს, როდესაც აზერბაიჯანელს უცხოური ვარიანტი გამოუჩნდებოდა, მაინც სამშობლოში თამაშს არჩევდა.

მთელი ჩემი აზერბაიჯანული კარიერის განმავლობაში რეგიონის გუნდების ღირსებას ვიცავდი და ვიცი, რომ პერსპექტიული ფეხბურთელები გყავთ. საჭიროა, რომ რეგიონებში არსებულ ბავშვთა სკოლებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

"ყარაბახის" წარმატება ძირითადად ლეგიონერებმა განაპირობეს. ამ გუნდს წარმატებისთვის რომ არ მიეღწია, მოთამაშეები დიდი ხანია რწმენას დაკარგავდნენ და საზღვარგარეთ წავიდოდნენ.

საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს, ეროვნულ ჩემპიონატში კი მაღალი დონის ლეგიონერები არ გვყავს და ალბათ, განსხვავებაც ესაა", - უპასუხა ბადრი კვარაცხელიამ.

სოსო
ეეჰ,ჭიდაობაზეც ასე ვამბობდით და აგერ ძიუდოში როგორ გაიქაჩნენ.უკვე სხვა ჭიდაობებშიც მაღლა მიიწევენ.ტრადიციები არა აქვთ,მაგრამ თუ კარგი სპეციალისტები დაასაქმეს ბავშვთა ფეხბურთში,ადვილად გადაგვასწრებენ.მათ ხომ გაცილებით ბევრი ბავშვიდან აქვთ, არჩევანი.ჭიდაობაშიც ასე არ მოიქცნენ?მოიყვანეს უცხოელი მოჭიდავეები,მწვრთნელები და მათ გვერდით,საკუთარი კადრები გამოზარდეს.
kako
ბადრი კვარაცხელია არ იყო სამტრედიას მწვრთნელი რომელიც კლუბიდან გააგდეს იმის გამო რომ მუშტი-კრივი გამართა ფეხბურთელებთან? ერთნი ამბობდნენ 2-3 ფეხბურთელი სცემაო,მეორენი ამბობდნენ 2-3 ფეხბრუთელმა სცემა ბადრი მათზე ფიზიკური ძალადობის გამოო....
ქ. გ.
მესიც შეიძლება "ყარაბახის" ფეხბურთელი ყოფილიყო. "ყარაბახს" მესის გადაბირებაც სურდა. მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა. "ბარსელონა" "ყარაბახს" დიდ კომპენსაციას სთხოვდა.
Levani
Turqebzec nichierebi vart-amxela infrastruqtura da finansebi aqvt da dgemde shotasnaeri tavdamsxmeli ar yoliat (shota borak ilmazze da hakan shukurzec winaa) Chven mogvca magis naxevari-bevrad win viqnebodit.
3.14ზდეც
ნეტა ამ დრომდე გააჩერებდა ვინმე ყარახში?
hhh
ბადრი ზრდილობიანი კაცია და არ ეტყოდა, თორემ სინამდვილე ისაა, რომ ჩვენ აზერებზე ნიჭიერები ვართ ფეხბურთში და ნაკრებსაც ამის ხარჯზე ვჯობივართ, სამაგიეროთ იმათ ნავთობი აქვთ ბევრ ლეგიონერს ყიდულობენ და კლუბები ამის ხარჯზე გვჯობია ეგაა სულ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?
გამოსასყიდის გარეშე? - ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ჩემი შვილი ამას ყურადღებას არ აქცევს" - კვარაცხელიას მამამ ხვიჩას პრემიერ ლიგაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს