28 წლის ფრანგმა ბაქარი სანიამ თავისი გუნდი, „არსენალი“ გააოგნა - 24 წლის სესკ ფაბრეგასზე თქვა, „ბარსელონაში“ გადასვლა უნდა და ხელი არ უნდა შევუშალოთო
28 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ბაქარი სანიამ თავისი გუნდი, „არსენალი“ გააოგნა - საკუთარ კაპიტანზე, 24 წლის სესკ ფაბრეგასზე თქვა, „ბარსელონაში“ გადასვლა უნდა და ხელი არ უნდა შევუშალოთო. სანიას ეს ნათქვამი ახალ ჭორებს დაემთხვა: ამბობენ, „ბარსელონა“ „მეთოფეებისთვის“ ახალ წინადადებას ამზადებს, სესკის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი უნდა შესთავაზოსო.

„შარშან ამ დროს სხვა სიტუაცია იყო. ახლა ფაბრეგასის წასვლის შანსი გაცილებით დიდია. მის სურვილში გასაკვირიც არაფერია, მას თავის მშობლიურ ქალაქში, საკუთარ ოჯახთან დაბრუნება უნდა. გარდა ამისა, „ბარსელონა“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და სესკს იქ უნდა თამაში, თუმცა ამწუთას ის ჯერ კიდევ „არსენალშია“, ჩვენი კაპიტანი გახლავთ“.

ინგლისური პრესა წერს, რომ ჩრდილოლონდონელები ფაბრეგასში 40 მილიონ ფუნტს ითხოვენ. გადაიხდის „ბარსა“ იმაზე 5 მილიონით მეტს, ვიდრე ამწუთას აქვს ამ საქმისთვის გადადებული? შეგახსენებთ, რომ მართალია, სესკი „ბარსელონას“ ბავშვთა სკოლის აღზრდილია, მას ოდინდელ თანაგუნდელთა მხარდამხარ 15 წლის მერე აღარ უთამაშია - ბავშვობაშივე „არსენალში“ გადავიდა და ვარსკვლავად უკვე არსენ ვენგერმა ჩამოაყალიბა. თუ კატალონიელები 40 მილიონ ფუნტს (45 მილიონი ევრო) გადაიხდიან, მაშინ ფაბრეგასი მათთვის სიძვირის თვალსაზრისით მეორე ფეხბურთელი გახდება - 2009 წელს „ბლაუგრანამ“ ზლატან იბრაჰიმოვიჩში 46 მილიონი ევრო (56 მილიონი დოლარი) გადაიხადა. დღეს სესკ ფაბრეგასი ბარსელონაშია, შვებულებას შინ ატარებს.

მოგეხსენებათ, გაურკვეველია, 23 წლის ფრანგი ვარსკვლავის სამირ ნასრის ამბავიც. სანიამ თანამემამულის შესახებ „რადიო მონტე კარლოში“ გამოსვლისას ასე თქვა: „სამირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ძალიან მინდა შვებულებებიდან ლონდონში დაბრუნებულს, ის ისევ ბაზაზე დამხვდეს. ნასრის უდიდეს პატივს ვცემ“.

თუმცა, „არსენალიდან“ განა მხოლოდ გარბიან. არსენ ვენგერი, სადაცაა, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში პირველ ფეხბურთელს იყიდის. ლაპარაკია კოტ დ’ივუარელ ჟერვინიოზე, რომელიც 24 წლისაა და 14 მილიონი ფუნტი ღირს. ფრანგული „ლილის“ თავდამსხმელს ლონდონის სხვა გუნდი, „ტოტენჰემ ჰოთსპურიც“ ეპატიჟებოდა, მაგრამ მან „არსენალი“ ამჯობინა.

„ლილის“ დირექტორი ფრედერიკ პაკე: „ჟერვინიოს წასვლა უნდა, გვითხრა, რომ ინგლისში თამაშზე ოცნებობს და ჩვენ ხელს არ ვუშლით. მას „არსენალთან“ მოლაპარაკების ნება მივეცით. მისი ყიდვა „პარი სენ ჟერმენსაც“ სურდა, მაგრამ ჩვენ კონკურენტის გაძლიერებას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ. მოკლედ, შევხვდებით „არსენალის“ წარმომადგენლებს და ვნახავთ. ჟერვინიო ფასეული ფეხბურთელია, მთავარია, მასში ადექვატური თანხა შემოგვთავაზონ“.

სანიამ, რომლის მოსაზრებები სესკსა და ნასრიზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ, კოტ დ’ივუარელზეც გამოთქვა თავისი აზრი: „ის მართლაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელია, რომელმაც „ლილის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი განსაკუთრებული მხარე ტექნიკაა და ამიტომაც „ემირეიტ სთედიუმზე“ დიდი სიხარულით შევეგებებით“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

111
ჭიაბრიშვილი კოსტუმიან ტიპს რო ეხვევა ვინაა მაგი?
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...