ევროლიგის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში "ბაიერნთან" 66:69 დამარცხდა.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში 60:50 იყო. რუსული გუნდის მარცხს თითქოს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ სტუმრები დაცვაში შესანიშნავად გაისარჯნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა, ცსკა-ს ამერიკელ ლეგიონერს დარან ჰილიარდს ბოლო წამზე მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ ცენტრიდან ნასროლი ბურთი კალათში ვერ ჩააგდო. ცხადია, მაიკ ჯეიმსის გარეშე მოსკოვურ გუნდს შეტევაში თამაში უჭირს.

შენგელიას საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია: 29:02 წუთში 11 ქულა (8-დან 2 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 14-ს გაუტოლდა. ქართველის საუკეთესო ეპიზოდმა სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დიმსახურა.

თორნიკეს გუნდში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკოლა მილუტინოვი იყო, 22 ქულით კი მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მიუნხენელი უეიდ ბოლდუინი გახდა.

ცსკა 16 მოგებით მე-2 ადგილზეა და 5 თებერვალს სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდება.

გუგა
ვერ იტყვი მასე, ბუნებრივია ისეთი დომინანტური ვერ არის, როგორც ბასკონიაში თამაშისას, იმიტომ რომ ეს სხვა გუნდია, გუნდში სხვა არაერთი ლიდერია, ჩავარდნილი თამაშიც პრაქტიკულად არ ქონია, საკმაოდ სტაბილურია, გუნშინდელ თამაშშიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ბოლო პერიოდამდე, უბრალოდ ბოლოს საერთოდ აღარ წაუვიდა გუნდს თამაში, სათამაშო რიტმი დაკარგეს. თოკო აუცილებლად მოუმატებს კიდევ.
aburjga
ერთი. წინა თამაში!
Jonny
რომელი თამაში წაუვიდა რაც ამ გუნდშია?
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება