ესპანურმა მედიამ ლიონელ მესისისა და "ბარსელონას" შორის გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვეს და აღმოჩნდა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს სპორტის ისტორიაში ყველაზე მსუყე ხელშეკრულება ჰქონია.

პირველად მონაცემები El Mundo-ს ჩაუვარდა ხელში. გამოცემის მიხედვით, სწორედ მესის კონტრაქტია სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირიანი: ხელშეკრულების მიხედვით ლეომ 4 წელში "ბარსელონასაგან" 555 237 610 ევრო უნდა მიიღოს. მონაცემების მიხედვით, კონტრაქტის ამოწურვამდე 5 თვით ადრე არგენტინელმა უკვე 551 540 545 ევრო გამოიმუშავა.

დოკუმენტი 30 გვერდისაგან შედგება. "ბარსა" ვალდებულია ლიონელ სეზონში 138 მილიონი ევრო გადაუხადოს + ბონუსები: კონტრაქტის გაფორმების 115 225 000 ევრო, ხოლო ერთგულების სანაცვლოდ 77 929 955 ევრო.

მესის მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. 2020 წლის სეზონის შუაში ლეოს "ბლაუგრანას" დატოვება სურდა, თუმცა ექსპრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ გუნდიდან არ გაუშვა.

მესი კი გავრცელებული ინფორმაციის გამო "ბარსელონას" ხელმძღვანელობისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. "ბარსელონაში" კი ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვსო, ასეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას როგორ გავასაჯაროებდითო...

არგენტინელის მიზანში კი სამი ადამიანია და სარჩელს სწორედ მათ წინააღმდეგ შეიტანს. პირველი "ბარსას" ექსპრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ გახლავთ. მეორე ექსაღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ. ორივე მათგანი კონტრაქტის ხელმოწერაზე იყო პასუხისმგებელი. ხოლო მესამე კი "ბარსელონას" პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსია, რომელსაც ასევე მუწვდებოდა ხელი დოკუმენტზე.

არამზადა თემოს.
ოოო რა გამწარებულები ხართ, მესის გამო? "ღარიბი" როლანდო როგორა გყავთ? ან ნეიმარი ან კიდევ მპაბე? მათ ხელფასებს და ბონუსებს თუ ითვლით?
გულშემატკივარი
ჩვენი სენია სხვის ჯიბეში ფულის დათვლა და ჭორაობა. დაუწუწუნია როდესმე ბარსელონას მენეჯმენტს მესის ამხელა ხელფასის გამო კლუბი გაკოტრების პირასააო? - არა. მიაღწევდა ბარსა მესის გარეშე იმ შედეგებს? - ვერა. კლუბი ყოველ ფინანსურ წელს მოგებით ასრულებდა და ამ ყველაფერში მესის დიდი დამსახურებაა. ღმერთმა შეარგოს რაც მისი შრომითა და ოფლით მოუპოვებია.
თემო
იმიტომ უჩივის რომ გამომჟღავნდა რა შანტაჟისტი არამზადაც არის.ზოგიერთ ჭკუისკოლოფს კიდევ თუ მიაჩნია რომ ბარსას ერთგულია.
las
გაძარცვა რასაც ქვია ბარსა ამან. და კიდევ პრეტენზია აქვს. ჭკუა ქონდეთ გაუშვებდენ ამას
უბრალო გულშემატკივარი
მოგვწონს თუ არა ეს ამბავი სიმართლე ისაა, რომ ფეხბურთი დიდ სანახაობასთან ერთად ძალიან დიდი ბიზნესიცაა. კომერციული პერსპექტივით თუ შევხედავთ ერთი კითხვა უნდა დავსვათ: მესისთვის გადახდილი თანხა მისგან მიღებული სარგებლის ტოლფასია თუ არა ფინანსური თვალსაზრისით? ვფიქრობ რომ კი მეორეს მხრივ თუ ბარსა მესის ამგვარ კონტრაქტს არ გაუფორმებდა და გაუშვებდა ჯერ საკითხავია 1 მილიარდიანი შემოსავალი ექნებოდა თუ არა და მეორე რომც ჰქონოდა გაჭირვებულ ხალხს დაურიგებდა? ამის ვის სჯერა? გლობალურად კი ერთი რამეს ვერ უარვყოფთ ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და ყველაფერს მოთხოვნა-მიწოდების კანონი არეგულირებს. საბოლოო ჯამში კოვიდ-კრიზისმა მიიყვანა კლუბი ფინანსურ უფსკრულამდე და არა მესიმ. როგორც უბრალო გულშემატკივარი ვისურვებდი, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება შემდგარიყო და იმდენი მიეცათ რამდენის თავიც აქვთ გაკოტრების გარეშე.
jango
რა გაქვთ სადავო და გასარჩევი? კლუბს რამდენიც უღირდა იმდენს უხდიდა, რაც არ შეეძლო იმას ვერ გადაუხდიდა, ეს უკვე არა ფეხბრუთელის თავსატკივარია არამედ მენეჯმენტის. უღირდა პსჟ-ს მილიარდერ მდლობელს და ნეიმარში 222 მილიონი ევრო ანუ 260 მილიონი დოლარი გადაიხადა, ნეიმარის ბრალი იყო რომ ამხელა გადაიხადა მისმა ახალმა კლუბმა? იმდენს იხდიან რამდენიც უღირთ და აქ მთავრდება ყველა სადავო თემა და ლოგიკა, რომ მოითხოვოს კონტრაქტის გასაგრძელებლად 300 მილიონი წელიწადში, ამის უფლებაც აქვს, მისი ჯანმრთელობა და მისი ცხოვრების დრო ეწირება იმას რომ ვიღაცას ამბიცია აქვს, მესი ჰყავდეს კლუბში. სხვათაშორის მაგ 555 მილიონი ევროდან ლამის ნახევარი გადასახადებში მიდის, ასე რომ მესის ესპანეთის ბიუჯეტში ძალიან დიდი ფული შეაქვს.
არტ
ამ მესის ჰეიტერებს ფეხბურთი ხომ არ გესმით, არ გესმით. ჩვეულებრივ ლოგიკასთანაც და სკოლის არითმეტიკასთან პრობლემები გქონიათ. მესის რა ფინანსური მოგებაც მოაქვს გუნდისთვის სხვადასხვა კონტრაქტებით, მისი თუნდაც მარტო მაისურების გაყიდვით, იმ თანხას გამოაკელით მესის ხელფასი (ქვეშმიწერით, ან ვინმე სკოლის მოსწავლე დაიხმარეთ) კარგად დახედეთ და მოგვასვენეთ.
ფუი შენ კაცობას
ეს თუ მართალია ამ არამზადებმა მოილაპარაკეს და ბარსას წეწავდნენ და ფულს იყოფდნენ.138 მილიონი წელიწადში თან პრემიალურები.ამხელა ფულით მარტოს უნდა მოეგო ყველაფერი.ოქროს ბურთებში რამდენი აქვს გადახდილი.
გელა
საბჭოთა კავშირში რომ თამაშობდეს 555 მანეთი ექნებოდა ხელფასი და მთელ ბენეფიტებს მთავრობა მიიღებდა. რომელი უფრო სამართლიანია? საკითხავი სწორედ ეს არის!
zura
მოდით სიმართლეს გეტყვით რა: მე პირადად ბარსას ფანი არ ვყოფილვარ გულით. ბავშვობიდან მილანის ფანი ვარ. მაგრამ ბარასას ვგულშემატკივრობ მესის გამო. ახლა ჩემნაირი რამდენია მსოფლიოში წარმოიდგინეთ, რომ მესისი გაომ ბალეშიკობს ბარსას. მარტო ესეც საკმარისია იმ თანხისთვის რაც აქ წერია. წარმოიდგინეთ მაქედან ნახევრის ნახევარმა რომ მესის მაიკა იყიდოს რამხელა მოგება დარჩებათ აქედან? კოლოსალური. უღირთ. მესი მესია და ასე იქნება სადაც არ უნდა წავიდეს. წავა პსჟ? იქ ვუგულშემატკივრებ. იმიტომ რომ როცა მესის თამაშ ვუყურებ სულ იმის მოლოდინი მაქ აგერ იზავს რამეს აგერ იზავს რამეს და რო გააკეთებს თუნდაც ერთ რამეს მთელი თამაში ნული ხდება ამის გაკეთებულთან. მიდი მესი მოწველე ეგ ძაღლები ეგენი. აი შენ რომ წახვალ ვისაც არ უნდა გადაუხადონ თუნდაც ორი ამდენი ვერასოდეს ვერ ამოიღებენ ფულს. შენ ბრენდი ხარ და კარგად გაყიდვადიც. ასე რომ სპეკულაციას მორჩით და შეარგეთ კაცს. რაც ამან ქნა იმის მეასედი ქენით თქვენ და რასაც იშოვით ღმერთმა შეგარგოთ
ომბუცმენი
ამას გაუკოტრებია ბარსა
ანუ
მართალია, და მერე დასკვა?
ვეღარ გაძღა ამის მუცელი.
სასამართლოს რასა სთხოვს ზეიდან 100 მილიონს? რა ეშმაკი ყოფილა.
აკი კაი ბიჭიაო
ბარტომეოს ატკატი რამდენია ნეტავ.ეს თუ მართალია რაც მეეჭვება ამ ორ არამზადას დაუქცევიათ და გაუკოტრებიათ ბარსელონა.
სოსო
თუ არ აწყობდათ,ვინ აძალებდათ?უღირდათ და ხელშეკრულებაც დაუდეს.წასვლას ითხოვდა და არ გაუშვეს.ჰოდა კეთილი ინებონ და გადაუხადონ.ვისი ბრალიცაა კრიზისი,მანდ სწერია.მესი კი,არაფერ შუაშია.
ბიზნესია
იხდიან ფულს ტოტალიზატორები, მედია კომპანკები, ფანები ატრიბუტიკაში. თუ შემოსავალია, იმასაც უნდა მიუვიდეს წილი ვისი დამსახურებაცაა ეგ შემოსავალი. ბანკის დირექტორს რომ თვეში 30-40 ათასი ლარი აქვს ხელფასი საქართველოში ან მეტი, გგონია მაგდენს მუშაობს? მაგრამ წერს ორგანიზაცია ფულს მფლობელისთვის და იმასაც უხდიან შესაბამისად. ასეა ცხოვრება სამწუხაროდ მოწყობილი კაპიტალიზმში. კომუნიზმის იდეა უკუაგდო მსოფლიომ ხომ ხედავ, როდესაც რესურსები სახელმწიფოს ეკუთვნის და შემოსავლები მეტ-ნაკლებად გათანაბრებულია. კერძო პირებს უნდათ ფლობა ამ რესურსების და მივიღეთ შედეგად წყობა როდესაც ნაწილს ძალიან ბევრი აქვს ხოლო მეორე ნაწილს არაფერი
გენა
ფეხბურთელს აძლევენ ასობით მილიონს და ამ დროს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მარტივი რაღაცეებით კვდება. აფრიკაში სუფთა წყალი არ აქვთ არსად თითქმის და რაღაც უბრალო ბაქტერიით იხოცებიან. მილიონები!!
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
მესი "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ფორმას კიდევ ერთხელ მოირგებს? - შესაძლო მატჩზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ