ფრანჩესკო ტოტი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში "რომას" ყველა მწვერვალის დაპყრობა შეუძლია...

ფრანჩესკო ტოტი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში "რომას" ყველა მწვერვალის დაპყრობა შეუძლია. გუნდის უცვლელ კაპიტანს და უდავო ლიდერს ხშირად უწევს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუმცა ასეთი ოპტიმიტური განცხადებების გაკეთებისგან ადრე თავს იკავებდა. პირიქით, არაერთხელ აქვს ნათქვამი, გაძლიერება გვესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს გავხდებითო. თუმცა, ამჯერად სხვა განწყობაზეა, რაც მისი კომენტარიდან ნათლად ჩანს:

"ფრანგულ კლუბებთან, "ბორდოსთან" და პსჟ-სთან ძალიან საინტერესო ამხანაგური პაექრობები გავმართეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ გზას ვადგავართ. ეს "რომა" სულ უფრო და უფრო მომწონს და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ გვყვს ადრიანო, რომელსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. მას სიმშვიდე სჭირდება, დანარჩენი შესანიშნავად იცის. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამხანაგური პაექრობები რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე გავმართეთ – მათთან ერთად კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით".

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომაში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო სისინიომ. ბრაზილიელი უკანახაზელი "ჯენოაში" გადაბარგებასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლო მომენტში იტალიის დედაქალაქში დარჩენა ამჯობინა. მართალია, კლაუდიო რანიერისგან ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის გარანტიები ვერ მიიღო, მაგრამ გარისკა და კიდევ მინიმუმ ერთი წელი "რომას" ღირსებას დაიცავს.

deqstera
დონი->რიისე-მექსე-ჟუანი-სისინიო->დე როსი-პეროტა-პიზარო->ტოტი-ადრიანო-ვუჩინიჩი... ბაპტისტა, ბურდისო და ჰაჰა ტადეი... ძირითადი კიდე ხო მაგრამ ზამენა თითქმის არ ყავს და ყველაფრის მოგებას როგორ აპირებს?
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე