ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარმა მწვრთნელმა გათავისუფლების შესახებ ხმები დაადასტურა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ გათავისუფლების შესახებ ხმები დაადასტურა.

- ამის შესახებ ჩემთვის ოფიციალურად კლუბში ჯერ არავის უთქვამს და არც გათავისუფლებაზე გაკეთებულა სახალხოდ განცხადება, თუმცა პრეზიდენტ ალექსეი გოიხმანს ჯერ კიდევ "კრასნოდართან" მატჩამდე, 13 ივნისს ვესაუბრე და მივხვდი, რომ ჩემი გაშვების გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს. ამის შესახებ კულუარული ხმები მომივიდა და ყველაფრის გადამოწმება თამაშის წინ მოვისურვე.

- ანუ, ულტიმატუმი წაგიყენეს - ან "კრასნოდარს" მოუგეთ, ან კლუბიდან უნდა წახვიდეთო?

- რომც მოგვეგო, არაფერი შეიცვლებოდა. გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო.

- და ეს გადაწყვეტილება როგორ აგიხსნეს?

- ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და მე კითხვები არ დამისვამს. ამ ყველაფერს, როგორც ამბობენ, ნორმალურად აღვიქვამ.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

- არაფერს. ჯერჯერობით კლუბიდან არ დაურეკავთ და შესაბამისად, აღდგენით ვარჯიშებს ჩვეულებრივ ჩავატარებ.

- უფრო ზუსტად, რას იზამთ მას შემდეგ, რაც "ვოლგას" დატოვებთ.

- დავისვენებ, საკუთარ ნამუშევარს შევაფასებ. შევეცდები გავერკვე, რა შემეშალა. ერთი ვიცი - კლუბისა და გულშემატკივრების წინაშე სუფთა ვარ. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ნიჟნი ნოვგოროდს ყველაფერი მივეცი.

- ბოლო დროს რუსეთის ჩემპიონატში მწვრთნელების მასობრივი გათავისუფლება ხდება. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- მოვლენები სწორად უნდა შევაფასოთ. რა არის მთავარი? შედეგი. თუმცა, ჩემ შემთხვევაში ამოცანა "ვოლგას" პრემიერლიგაში დარჩენა იყო. გუნდი "კრასნოდართან" თამაშის წინ 11-ე ადგილზე იყო. რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ჩემი გათავისუფლება? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და ვაღიარებ, ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია. რას ვიზამთ, პრეზიდენტის სიტყვა პრეზიდენტის სიტყვაა...

- მიზეზებს თუ ჩავეძიებით, იქნებ ეს "ანჟისთან" შინ 1:2 წაგებული მატჩი გახდა, რომელსაც მრავალი საეჭვოდ მიიჩნევს?

- ეს მხოლოდ ხმებია და სხვა არაფერი. მასზე ყურადღების შეჩერება არ ღირს. მსგავსი ხმები ყოველთვის ჩნდება და არამარტო ჩვენ ქვეყანაში. ასე რომ, ჩემი გათავისუფლება "ანჟის" წინააღმდეგ თამაშთან არაფერ კავშირშია.

მომზადებულია sovsport.ru-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა