ამერიკული კლუბის, "ლოს ანჯელეს გალაქსის" ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება მოთამაშის რანგში სურს
ამერიკული კლუბის, "ლოს ანჯელეს გალაქსის" ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება არა დიდი ბრიტანეთის ნაკრების მწვრთნელის, არამედ მოთამაშის რანგში სურს. ბექჰემმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადის დაწყებისთვის 37 წლის გახდება, მოედანზე გუნდს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე სამწვრთნელო სკამზე.

ბექჰემის თქმით, თამაშის დროს თავს 21 წლისად გრძნობს. ამავე დროს ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე ჯერ კიდევ 13 თვეა, რომლის განმავლობაშიც შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.

ბექჰემი ლონდონის საოლიმპიადო განაცხადის აქტიური მონაწილე იყო. ფეხბურთელი დიდი ბრიტანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების პრეტენდენტად მიიჩნეოდა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 1956 წლის შემდეგ პირველად მიიღებს.

თავად ბექჰემმა განაცხადა, რომ ოლიმპიური გუნდის მწვრთნელობის საუკეთესო კანდიდატად ის სტიუარტ პირსს მიიჩნევს, რომელიც ამჟამად ინგლისის ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში.

დიდმა ბრიტანეთმა ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი 1900, 1908 და 1912 წელს მოიგო. 1956 წლიდან გუნდს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ინგლისის, შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციებს შორის დაპირისპირების გამო არ მიუღია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა