სამშაბათს კლუბში სამედიცინო შემოწმება "ვალენსიას" ყოფილმა მეკარე მიგელ ანხელ მოიამ გაიარა, გუშინ, 15ივნისს კი ოფიციალურად წარუდგინეს პუბლიკას
მადრიდულმა "ხეტაფემ" სათადარიგო გოლკიპერი დაიმატა - სამშაბათს კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა მიგელ ანხელ მოიამ და გუშინ, 15ივნისს "ვალენსიას" ყოფილი მეკარე ოფიციალურად წარუდგინეს პუბლიკას.

შეთანხმება ასეთია: მოია ამ სეზონს იჯარით ჩაატარებს მადრიდულ კლუბში, სეზონის ბოლოს კი "ხეტაფეს" მისი გამოსყიდვის ექსკლუზიური და სარფიანი უფლება ექნება. შეგახსენებთ, რომ მოია 27 წლისაა, მან "მესტალიაზე" ბოლო ორი სეზონი სათადარიგოს როლში გაატარა, ბოლო სეზონის მიწურულს მოია უკვე "ღამურების" მესამე მეკარედ ითვლებოდა ვისენტე გუაიტასა და სესარ სანჩესის შემდეგ.

"ვალენსიამ" მომავალ სეზონში მეკარეების საკითხი გაარკვია - "ალმერიიდან" ბრაზილიელი დიეგო ალვეში დაიბრუნა და გუაიტასთანაც გააგრძელა ხელშეკრულება. შედეგად, გუნდში სესარის და მოიას ადგილი აღარ დარჩა. პირველი "ვილიარეალში" გადავიდა, მოიამ კი "ხეტაფეს" მიაშურა. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, ერთი ტრანსფერი გაცხადდა, რომელშიც ასევე "ვალენსია" და "ხეტაფე" მონაწილეობდნენ, ოღონდ, პირიქით მიმართულებით - "ვალენსიამ" 22 წლის დანი პარეხო დაიმატა.

"მარკა" ამტკიცებს, რომ უკრაინულმა "დნიპრომ" მოაგვარა განელი დერეკ ბოატენგის ტრანსფერის ამბავი და აფრიკელი ნახევარმცველი მომავალ 4 სეზონს ხუანდე რამოსის გუნდში გაატარებს. სავარაუდოდ, უკრაინელები ბოატენგის სანაცვლოდ "ხეტაფეს" 6 მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ "ხეტაფემ" ჩემპიონატი მე-16 ადგილზე დაასრულა. კლუბის ახალმა არაბმა მეპატრონეებმა გუნდიდან მიჩელი გაუშვეს და მის ნაცვლად "ლევანტეს" ყოფილი თავკაცი ლუის გარსია დანიშნეს. ლუის გარსიამ უკვე დაიბევა დიეგო კასტრო, მეჰდი ლასენი და მიგელ ანხელ მოია.

პრიმერაში ბოლო დროს გადაწყვეტილი ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

30 მაისი ფელიპე კაისედო (ეკვ) სიტი ლევანტე 1 მლნ

31 მაისი მარტინ კასერესი (ურუ) ბარსელონა სევილია 3 მლნ

31 მაისი დიდაკ ვილა მილანი ესპანიოლი იჯარა

31 მაისი დიდიე ზოკორა (კოტ) სევილია ტრაბზონი 5 მლნ

1 ივნისი მანოლო რეინა ლევანტე კარტახენა თავ. აგენტი

1 ივნისი რუუდ ვან ნისტელროი (ჰოლ) ჰამბურგი მალაგა თავ. აგენტი

2 ივნისი სესარ სანჩესი ვალენსია ვილიარეალი თავ. აგენტი

3 ივნისი სუელიტონ პერეირა (ბრა) სან ჟოზე ვალეკანო თავ. აგენტი

3 ივნისი კოკე ვალეკანო სევილია 1,7 მლნ.

3 ივნისი დანიელ პარეხო ხეტაფე ვალენსია 5 მლნ.

3 ივნისი ესტებან ანდრადა (არგ) ლანუსი ბარსელონა ბ 4 მლნ.

6 ივნისი მიგელ ანხელ მოია ვალენსია ხეტაფე იჯარა

7 ივნისი მარკ ბერტრანი ტენერიფე ოსასუნა თავ. აგენტი

8 ივნისი მარიო ალვარესი ხეტაფე ბეტისი თავ. აგენტი

10 ივნისი ნაჩო მონრეალი ოსასუნა მალაგა 6 მლნ.

11 ივნისი დავიდ ოდონკორი (გერ) ბეტისი კარლსრუე თავ. აგენტი

13 ივნისი დერეკ ბოატენგი (გან) ხეტაფე დნიპრო 6 მლნ.

13 ივნისი ედუ ორიოლი ბარსელონა ბ სარაგოსა თავ. აგენტი

13 ივნისი აბრაჰამ მინეტო ბარსელონა ბ სარაგოსა თავ. აგენტი

14 ივნისი ნინო ტენერიფე ოსასუნა თავ. აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა