მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" მეორე სატიტულო მატჩი წააგო და ისევ "ალ გარაფასთან". ყატარის თასის გათამაშების ფინალში ქართველმა ფორვარდმა დიდებულად ითამაშა, თუმცა მისი გუნდი საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 77:86. ბერიშვილის გუნდმა მოქმედ ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ბოლო პერიოდში ძალები აღარ ეყო და პერიოდის 15:24 წაგების შემდეგ ფინალური შეხვედრაც დათმო.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს 24 იანვარს, ყატარის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, რომელშიც ბერიშვილს არ უთამაშია და რომელიც "ალ შამალმა" უშანსოდ წააგო.

თასის ფინალში ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 40:00 წუთში ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მიხეილმა 27 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 5-ვე ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. მიშას სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და ეს შედეგი ვერავინ გადაფარა.

მოსალოდნელია, რომ ეს ბერიშვილისთვის ბოლო ყატარული მატჩი იყო და ის დუდა სანაძის მსგავსად, კარიერის გაგრძელებას უკეთეს გუნდში ეცდება. შეგახსენებთ, რომ დუდა "ალ ხორში" ირიცხებოდა და ყატარული სეზონის შემდეგ ადრიატიკის ლიგის ბინადარ – სერბულ "ბორაცში" ჩაირიცხა.

GBF.GE

[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
ბერიშვილის 21 ქულა და მე-6 გამარჯვება ყატარში
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი