ფასი: 50 მილიონი ევრო

ალექსის სანჩესთან ერთად, ხავიერ პასტორეა ის ფეხბურთელი, რომლის შესახებაც იტალიურ სპორტულ პრესაში ყველაზე ხსირად წერენ. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ორივე ახალგაზრდა ფეხბურთელია, დიდი შესაძლებლობებით და ისეთ გუნდებში თანმაშობენ, ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან სხვაგან გადასვლა მოუწევთ. სანჩესზე სხვა დროს ვისაუბროთ, დღეს კი პასტორეზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ამის საფუძველი ნამდვილად გვაქვს, რადგან “პალერმოს” პრეზიდენტი როგორც იქნა ჩამოყალიბდა თუ რას უპირებს 21 წლის უნიჭიერეს პლეიმეიქერს. მოვუსმინოთ მაურიციო ძამპარინის:

“არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ პასტორე ხელშეუხებელია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და დიდია შანსი, ხავიერმა ამ ზაფხულს დაგვტოვოს. ჩემი აზრით, თანამედროვეობის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და ნამდვილად იმსახურებს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ასპარეზობას. გამომდინარე აქედან, უკვე დავაყენეთ ტრანსფერზე და მოლაპარაკების პროცესშიც ვართ ჩაბმული. ძირითადად უცხოური კლუბები აქტიურობენ და ეს არ მიკვირს, რადგან პასტორეს ფასი 50 მილიონი ევროა. ასეთ თანხას სერია A-ს ვერც ერთი გუნდი ვერ გადაიხდის, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. გული კი მწყდება, რომ ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს იტალიის დატოვება მოუწევს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს – პასტორეს დონის ფეხბურთელის 20 და 25 მილიონ ევროდ გასხვისება დიდი სისულელე იქნება”.

“გაძეტა დელო სპორტის” ვარაუდით, პასტორეს გადაბირებით ყველაზე მეტად ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი. პრინციპში, ასეთი ვარაუდის გაკეთება ძალიან იოლია, რადგან კოლოსალურ თანხებს ფეხბურთელებში სწორედ “არისტოკრატები” და “ქალაქელები” იხდიან. ჯერჯერობით, ინგლისური კლუბების მესვეურებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, თუმცა არც ეს არის დიდად გასაკვირი, რადგან იტალიელებისგან განსხვავებით ბრიტანელებს წინასწარ ლაპარაკი არ უყვართ.

ამასობაში, “პალერმომ” არგენტინელი მცველი მაურო სეტო დაიმატა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში საფრანგეთის პრემიერდივიზიონში ასპარეზობდა. ბოლო სეზონი სეტომ “ტულუზაში’ გაატარა და თითქოს უნდა გაეგრძელებინა კონტრაქტი გუნდთან, თუმცა სწორედ ამ დროს მიიღო შეთავაზება იტალიიდან და თავისუფალი აგენტის სტატუსით სიცილიაში ჩავიდა. 29 წლის არგენტინელმა სამწლიან ხელშეკრულებას მოაეწერა ხელი, რის შემდეგაც ჟურნალისტებს გაესაუბრა:

“საფრანგეთში დაუვიწყარი წლები გავატარე, თუმცა ყოველთვის მსურდა, რომ ევროპის რომელიმე ტოპ ლიგაში მომესინჯა ძალები. ასეთი შესაძლებლობა “პალერმომ” მომცა და ბუნებრივია, რომ დიდ ხანს არ მიფიქრია ისე დავთანხმდი წინადადებას. ამბიციურ გუნდში მოვხვდი, რომელიც ევროპის ლიგაზე იასპარეზებს და გამომდინარე აქედან, ენთუზიაზმით ვარ აღსავსე. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ახალი სეზონი და როდის მოვირგებ “პალერმოს” მაისურს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა