ლუის ენრიკე: "ბურთზე კონტროლს დავაწესებთ"
დღე არ გავა, რომ იტალიურ სპორტულ პრესაში “რომას” შესახებ, ანუ ამ გუნდში არსებულ ვითარებაზე ვრცელი სტატია არ გამოქვეყნდეს. “ჯალოროსის” ახალი მფლობელი, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ასეთი ინტერესიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

არაერთ ფეხბურთელზე ითქვა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა “რომაში” ამოჰყონ თავი და ანალოგიურად, ბევრიც გაუშვეს ტრიგორიადან. თუმცა, ხშირად ასეთი ცნობები არ მართლდება და სწორედ ასე მოხდა მარკო ბორიელოს შემთხვევაში. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკო პრაქტიკულად გადაიყვანეს “ნაპოლიში” და ამ გუნდთან სამწლიანი ხელშეკრულებაც გააფორმებინეს, თუმცა ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა. მოვუსმინოთ “რომას” სპორტულ დირექტორ ვალტერ საბატინის და ამაში ყველანი დავრწმუნდებით:

“ბორიელო იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მასთან განშორება აზრადაც არ მოგვსვლია. “ნაპოლისგან” არავითარი შეთავაზება არ მიგვიღია და თუ მართლა გეგმავენ ნეაპოლელები რაიმე მსგავსს, მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ დროს ტყუილად დაკარგავენ. მომდევნო სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ვაპირებთ ბრძოლას და ბორიელოს კლასის ფეხბურთელი ნამდვილად გამოგვადგება. რაც მთავარია, თავად მარკოს სურს ტრიგორიაზე დარჩენა და ამის შესახებ პირად საუბარში განმიცხადა”.

სანამ საწვრთნელი პროცესი განახლდება, ლუის ენრიკე ჟურნალისტებთან ურთიერთობით ირთიბს თავს - ერთ-ერთ საფეხბურთო თოქშოუში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ “ბარსელონას” აბსოლუტურად ყველა ასაკობრივი გუნდი ერთი ტაქტიკით თამაშობს, ეს სქემა კი 4-3-3-ია - შესაბამისად, ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: “თქვენი ”რომა” სამი შემტევით ითამაშებს, ვის მოიაზრებთ გარემარბებად და ცენტრფორვარდად?” - აქვე, ესპანელის პასუხი:

“რატომღაც ყველა დარწმუნებულია, რომ ჩემი "რომა” 4-3-3 ტაქტიკით იასპარეზებს, თუმცა არა მგონია, რომ ასე მსჯელობა სწორი იყოს. ტაქტიკაზე ჩაციკვლა არამართებულია, მთავარია ჩვენ სწორი სტრატეგია გვქონდეს და კარგად გამოვიყენოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვეყოლება. ერთს კი ნამდვილად შემიძლია დაგპირდეთ - “რომა” ბურთზე დააწესებს კონტროლს და ითამაშებს პირველი ნომრიდან, როგორც ამას “ბარსელონა” აკეთებს. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ საკუთარ თავში რომ დარწმუნებული არ ვიყო, იტალიაში არც ჩამოვიდოდი”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

tifos
აბა ჰეე, მგლებო!!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა