ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "ბიზნეს ონლაინს" ვრცელი ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"გუნდში ტრანსფერების საკითხი უკვე დასრულებულია, მაგრამ არ ვიცი, ხვიჩას სანაცვლოდ თუ 100 მილიონს გადაიხდიან, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

"რუბინში" ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: "არ ვიცი, გავვარდებით თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აქ ტყუილად არ მოვსულვარ, რადგან გუნდში ხვიჩა კვარაცხელია მყავს". მას შემდეგ ეს აზრი ტვინში სულ უფრო და უფრო ჩამებეჭდა. რა სხვაობაა მასსა და სხვა მოთამაშეებს შორის? ადრეც ვთქვი, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვნახო ფეხბურთელი, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია. ფეხბურთელების 95%-ს, რომლებთან მუშაობაც გიწევს, გარკვეული შეზღუდვა აქვს: მენტალიტეტი, სისწრაფე, ტექნიკა, ფიზიკა, ანთროპოლოგიური მონაცემები. ხვიჩას კი ასეთ ზღვარს ვერ უპოვი.

ფეხბურთელებიდან, ვისი თამაშიც რეალურად მინახავს, ხვიჩა ყველაზე მეტად ედენ აზარს ჰგავს. მახსოვს, "ლილს" ვეთამაშებოდით და ახალგაზრდა აზარმა ძალიან გამაოცა.

ხვიჩა ბუნებრივი ტალანტია თუ აღზრდის შედეგი? იცით, ყველა, ვისაც კი დიდ ტალანტთან შეხება ჰქონია, ტრაბახობს, რომ მთავარი ზეგავლენა სწორედ მან მოახდინა. ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ ისე, როგორც სურთ, მაგრამ რეალურად, ეს გენეტიკა და ცხოვრებისადმი სწორი მიდგომების შედეგია, რომელიც, ჩემი აზრით, გენეტიკასთან ასევე ახლოსაა. ბუნებრივია, ბავშვობაში ხვიჩას ფეხბურთის სიყვარულს ასწავლიდნენ, ავარჯიშებდნენ და ამუშავებდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, მას ეს სპორტი უბრალოდ უყვარს.

ვფიქრობ, ქართული ფესვები ძალიან მოქმედებს. როცა სამხრეთკავკასიელ ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, გონებაში არასტანდარტული დრიბლინგი გვახსენდება. სწორედ ამას აფასებდნენ მათში და ამის გამო უყვარდათ. ბუნებრივია, ეროვნებამ ასეთი სტილის ფეხბურთელად ჩამოყალიბაში დიდი როლი ითამაშა.

როცა "რუბინში" მოვედი, ძალიან გამიკვირდა, რომ კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის წევრი არ იყო. არადა, გუნდში ყველაზე ნიჭიერი გახლდათ. მე არავის განვსჯი, ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგაში არა მხოლოდ მოტყუების რაოდენობით, არამედ დაკარგვებითაც პირველ ადგილზეა. მახსოვს, ვარჯიშებზე გამოცდილი ფეხბურთელები ეძახდნენ: "კვარა, ისევ დაკარგე ბურთი. რატომ უნდა გდიოთ სულ უკან და დაგაზღვიოთ?"

საკუთარ საქმეს ასე ვუყურებ: მომეცა შანსი, ვიმუშაო ადამიანებთან, რომლებიც ღმერთმა დააჯილდოვა. ვინ ვარ ისეთი, რომ ასეთი ტალანტი ჩავკლა? ვფიქრობ, ჩემი დანიშნულება მისი მაქსიმალურად გაზრდა და განვითარებაა. დახმარება ნიჭიერებს სჭირდებათ, უნიჭოები თავად მიხედავენ საკუთარ თავს. ეს ჩემი პროფესიის განუყრელი შინაარსია.

გარანტიის მოცემა არ შემიძლია, რომ ხვიჩას ვარსკვლავური სენი არ შეეყრება, რადგან ცხოვრებაში წინასწარმეტყველება აზრს მოკლებულია. თუმცა, საკუთარ თავს იმის თქმის უფლებას მივცემ, რომ ხვიჩა მაქსიმალურად არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ამ ზეგავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს. ამისი ნიშნები მას არ აქვს. თუმცა საბოლოო დიაგნოზის დასმა მე არ ძალმმიძს.

არ ვიცი, შევინარჩუნებთ თუ არა მას მომავალ სეზონში, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ევროპისთვის თუ არის მზად? შესაძლოა, ტოპ-გუნდებისთვის ჯერ მზად არ არის, მაგრამ სუბტოპებისთვის კი შესაფერისია - გუნდებისთვის, რომლებიც სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეშვიდე ადგილებს იკავებენ.

დორტმუნდის "ბორუსია" უფრო ტოპებთან ახლოსაა, აი, "ლევერკუზენისთვის" კი ხვიჩა ნამდვილად მომზადებულია. მას ტოპ-გუნდამდე კიდევ ერთი ნაბიჯი სჭირდება, რათა თავდაჯერება მოემატოს. მისი ასაკის გათვალისწინებით კი, საგანგაშო არაფერია.

როგორც მწვრთნელი, ხვიჩას გუნდში კიდევ ერთი სეზონით დასატოვებლად ყველაფერს გავაკეთებ თუ არა? არა, არავითარ შემთხვევაში. ვოლიერის ზომა მასში მობინადრე მხეცის ზომას შეეფერება. დათვს თუ ჩიტის გალიაში ჩასვამთ, თავს კომფორტულად არ იგრძნობს. თუ ნათელი იქნება, რომ ის ჩვენთვის გადაიზარდა და ახალი ნაბიჯი სჭირდება, მე წინააღმდეგობას არ გავუწევ."

გიორგი
იური სიომინი კარგი იქნებოდა ჩვენი ნაკრების მწვრთნელად, ყველაზე კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს ნიჭიერებსაც და უნიჭოებსაც
emigranti
"shift"-ი არ მუშაობს თქვენს კლავიატურაზე და გამოცვალეთ, ნუ დაგვტანჯე.
გადასარევი გიორგი
აი მწვრთნელი! და კარგი ადამიანი! ღირსეული კაცი!
კახა ქ.
რა კარგი,ზომიერი და წინ რომ იხედება ისეთი მიდგომააქვს ფეხბურთის და საერთოდ ცხოვრების მიმართ.კარგია რომ ხვიჩა ასეთი მწვრთნელის ხელში მოხვდა.მე ვფიქრობ სლუცკის სწორმა მიდგომებმა აათამაშა ხვიჩა ასე და რა თქმა მისმა შრომამაც.მაგრამ წინ კიდევ ბევრი რამ გაქვს ხვიჩა დასახვეწი,რაც შენზე უმ კეთესად არავინ არ იცის.ისე სლუცკიც არ იქნებოდა ურიგო ჩვენ მწვრთნელად,მაგრამ ნაღდად არ წამოვა.აბა წარმატებები როგორც ხვიჩას ისე სლუცკისაც.
გიორგი
იური სიომინი კარგი იქნებოდა ჩვენი ნაკრების მწვრთნელად, ყველაზე კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს ნიჭიერებსაც და უნიჭოებსაც
სოსო
წინა ამხანაგურში ისეთი შემოჰკრეს,ამ თამაშში რომ ითამაშა,ისიც საკვირველია.ორი კვირის გაცდენაზე იყო,ლაპარაკი.
irakli
მეც ვუყურე 3-2 მოუგო დინამომ არამგონია ამხანაგურსჰი თავს რატო მოიკლავს
ბაჯო
სლუცკი რუსი არაა ზმა ებრაელი რუსია
ზურა
ისე სლუცკი ჩვენი ნაკრებისთვის და საერთოდ ქართული ფეხბურთისთვის მისწრება იქნებოდა!!! "ფულისტი" ბიჭები თუ ფიქრობენ ნეტა ამაზე? მაგრამ ეგენი ქართულ ფეხბურთზე,რომ ფიქრობდნენ ევროპაზე გასასვლელ თამაშს მაკედონიასთან არ გაყიდიდნენ!!!
Levani
Vinc rubinis tamashebs uyurebt-xvichas tavisuflebis fufuneba imito aqvs gunds ro mis ukan-samoshnikovi tamashobs romelic aris vercxliswyalivit modzravi da namdvili boeviki..chven nakrebshi ro aseti mcvelebi gvyavdes shemtevebistvisac advili iqneboda sheteva-2 magari flangis mcveli gvinda ro flangebidan xvicham da imedia arabidzem sheution-shashi chakve da kite gvyavs da sayrdenis problema ar gvaqvs iseve rogorc shua mcvelebis.. Saswrafod 2 magari bicha mosadzebni flanis mcvelebi da 1 an 2 kai tavdamsxmeli
ამაშია საქმე
დღეს იუთუბზე ვუყურე რუბინი-დინამო 2-2 ხვიჩამ ისე რა ითამაშა.ერთი შტანგას კი გაარტყა.მაგრამ ცოტა ყოყოჩობის და ხელის გაშლის მომენტები დავინახე.მეშინია თავში არ აუვარდეს როგორც ქართველების უმრავლესობას.
1-0
არმეგონა რუსზე ამას თუ ვიტყოდი მაგრამ სლუცკი არის კაცური კაცი. კაცურიც არეშლება სპორტულიც არეშლება არაფერი არეშლება. ხვიჩასთან მის მიდგომას რომ თავი დავანებოთ თუ როგორ გახსნა, შეუწყო ხელი და ასეშემდეგ უბრალოდ თითოულ სიტყვაში და ინტერვიუში ჩანს რომ კაცური კაცია. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუმცა ეროვნება ხელს უშლის სამწუხაროდ
ლშა
ხვიჩას რა თქმა უნდა მაგრად გაუმართლა რო ესეთი ნიჭით დაიბადა მაგრამ კიდე იმაში გაუმართლა რო ეს კაცი გადაეყარა გზაზე . წარმატებებეი ჩვენ ვარკვლავს და სლუცკის
ვახო...
ჯერ ერთი, რომ ეს ადამიანი ჯეროვნად აფასებს ხვიჩას ტალანტს დე მერე მეორე, ძალიან ლოგუკურ, ინტელექტუალურ და ღრმა ანალიზს უკეთებს საერთოდ ფეხბურთელის შესაძლებლობლობებს, რაც ძალიან დასაფასებელია და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სლუცკი, დადებითად არის დამოკიდებული ქართველი ფეხბურთელების მიმართ და არ ახასიათებს ნაციონალურ-შოვინისტური დამოკიდებულებები, ასევე ძალიან გამოცდილი, ჭკვიანი და ტიტულოვანი მწვრთნელია და ხომ არ გვესინჯა საქართველოს ნაკრებში? რას იტყვით ხალხო!
სტუმარი
გეთანხმები. არაა ცუდი აზრი, მაგრამ არ მგონია რომ დათანხმდეს
სტალინი
აი კაცი რომელიც ლოგიკურად აზროვნებს, თავადაც უდიდეს წარმატებებს მიაღწევს და მისი აღზრდილებიც, მაგარი გულის კარგი ადამიანია, გაუმარჯოს სლუცკის და მადლობა.............
დევკალიონი
სლუცკი ნაკრებში .
დათო
ეგ კაცი თუ ეგეთი ინტელექტუალი იყო არ მეგონა, როცა ცსკა-ს წვრთნიდა როცა ვუყურებდი ერთი ბასიაკი ვინმე მეგონა, აღმოჩნდა რომ კარგ მწვრთნელთან ერთად კარგი ადამიანიც ყოფილა. გაუმართლა კვარას.
ბათუმი
მართალია საშუალოზე მაღალი დონის გუნდში უნდა გადავიდეს, საპრიზოზე რომ გადის და ევროტურნირს თამაშობს. ტოპ ჩემპიონატების ექვსეულში რომ არიან სტაბილურად. მთავარია სულ ძირითადში იყოს.. წარმატებები ხვიჩა!!
დათკა
ყველაფერთან (ნიჭი, შრომისმოყვარეობა და ა.შ) ერთად გაუმართლა, რომ სლუცკისთან ერთადაა... ხვიჩა ტოპ ფეხბურთელი უნდა გახდეს, სხვას არ მივიღებთ :)
Nukri
აი კაცი, რა კარგად მსჯელობს, ბევრად მისი დამსახურებაცაა ხვიჩა ასე გაიხსნა და თავისუფლად რომ გრძნობს თავს გუნდში
ქართველი
რა თქვას მეტი ამ კაცმა. სლუცკი ნაკრების მწვრთნელად ან სიომინი ორივემ იცის ქართული ნიჭის ფასი. წარმატებები ხვიჩას
L.J.
მაგარი კაცია სლუცკი
გულშემატკივარი
ყოჩაღ სლუცკი! კარგი მწვრთნელი და კარგი ადამიანი!
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან