მასიმო მორატიმ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მარსელო ბიელსასთან გამართა მოლაპარაკებები
მასიმო მორატიმ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მარსელო ბიელსასთან გამართა მოლაპარაკებები და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

ასეთი ცნობა "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა და იტალიური საფეხბურთო საზოგადოება ძალიან გააკვირვა, რადგან ყველამ იცის, რომ მორატი ლეონარდოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მორატის კომენტარი ზემოთთქმულის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა:

"ბიელსა? - საიდან მოიტანეთ? - მისი "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა აზრადაც კი არ მომსვლია და რა მოლაპარალებებზეა საუბარი? - ლეონარდო იდეალური მწვრთნელია "ნერაძურისთვის" და მასთან ხელშეკრულების გაწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ. ლეოს რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე, ძალიან კარგი გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ".

მორატის ვესლი სნეიდერის განცხადებაზეც სთხოვეს კომენტარის გაკეთება - ჰოლანდიელის თქმით, ჯერ კიდევ არ იცის სად გააგრძელებს კარიერას: "ვესლი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მისი სხვაგან გაშვების არავითარი სურვილი არ გვაქვს. მისი თქმით, ძალიან უყვარს "ინტერი, თუმცა არ იცის სად გააგრძელებს კარიერას. სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვებმა გული დამწყვიტა, რადგან სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, ჩემთან საუბარში კარიერის "ნერაძურიში"'დასრულების სურვილი გამოხატა. როგორც ჩანს, ბოლო დღეებში მაცდური წინადადება მიიღო და თავგზა აებნა. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და იქ გააგრძელებს კარიერას, სადაც მას ყველაზე მეტად აფასებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა