სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს Big East-ის კონფერენციის კვირის მოთამაშეა. "სეტონ ჰოლის" ქართველი ფორვარდისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე აღიარებაა, რაც თავისთავად უდიდესი მიღწევაა ისეთ ფრონტზე ბრძოლის პირობებში, სადაც სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "ვილანოვა" ასპარეზობს თავისი ცოფიანი მგლებივით დაგეშილი კალათბურთელებით.

მამუკელაშვილს სტუმრად მოგებული ორი მატჩი დაუფასდა "პროვიდენსთან" და "კონექტიკუტთან". სანდრო ამ კვირაში საშუალოდ 21.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 2.5 პასსა და 1.5 ჩაჭრას აკეთებდა, "სეტონ ჰოლმა" კი ორივე მატჩი მოიგო და NCAA-ს ჩემპიონშიპში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ის 50%-იანი სიზუსტით ისროდა როგორც ორქულიანებს, ისე 3-ქულიანებს, საჯარიმო ხაზიდან კი 14-დან 12 ჩააგდო (86%).

სანდრო მამუკელაშვილი BIG EAST-ის წლის მოთამაშეობისა და Karl Malone Award-ის ნომინანტია. ქულებით ის კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა. მოხსნებით და პასებითაც top-15-შია. ამის გარდა, სანდრო კონფერენციის კვირის სიმბოლურ გუნდში რამდენჯერმე დაასახელეს.

ეს აღიარებები, რასაც მამუკელაშვილი იხვეჭს, მას დრაფტის პირველ წრესთან აახლოებს. წინასადრაფტო ექსპერტთაგან აქამდე არავის დაუსახელებია სანდრო პირველ რაუნდში სავარაუდოდ ასარჩევთა შორის, თუმცა ქართველმა ფორვარდმა თუ ასე გააგრძელა ქულა-მოხსნებისა და ტიტულების ხვეჭა, ნბა-ს კლუბები მასზე პირველივე წრეში გააჩაღებენ ნადირობას.

GBF

ნუგზარი
არის უკვე ორი წელია.
ზურა
და ჩვენი ნაკრები ევროპული Dream Team გახდება ;)
გიორგი
იმედია საქართველოს ნაკრებშიც ვიხილავთ
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] ეს რა იყო - მამუკელაშვილის ბრწყინვალე ჩატენვა და გაოგნებული დონჩიჩი
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა