"ბორჯღალოსანთა" ახალგაზრდა ცენტრმა გიორგი კვესელაძემ ინგლისის "გლოსთერის" მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

23 წლის მორაგბით ინგლისელები „შემოდგომის ერთა თასზე“ წარმატებული თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ და მას კონტრაქტიც გაუფორმეს, პრემიერშიფის მე-8 ტურში კი გიორგი საკუთარი გუნდის მარქაფაში იყო და "ლონდონ აირიშის" წინააღმდეგ შეცვლაზე 13 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში კვესელაძემ ჩვეულ სტილში, სამი დომინანტური ბოჭვა შეასრულა, შეტევაში კი ბურთი ერთხელ მიიღო.

"გლოსთერი" სტუმრად "ლონდონ აირიშს" ხვდებოდა, 26:32 დამარცხდა, თუმცა 4 ლელოს გატანისა და მცირე სხვაობით მარცხისთვის ორი ბონუს-ქულა აიღო.

სანაკრებო მატჩების პარალელურად, გადადებული შეხვედრები გაიმართა საფრანგეთშიც.

9-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა "მონპელიემ", რომელმაც "სტად ფრანსე" მიიღო და ბონუსით, 31:6 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, სტუმართა შორის კი შეცვლაზე 44-ე წუთზე შევიდა ვასილ კაკოვინი, რომელმაც ახლახან კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"რასინგ 92"-მა "ლა როშელს" უმასპინძლა და მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა - 26:22. პარიზელთა რიგებში თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო გია ხარაიშვილი, ორ წუთში კი მოედანზე გურამ გოგიჩაშვილიც შევიდა.

გადადებული თამაშები გაიმართა პრო დე2-შიც. მიჯრით მე-4 თამაში მოიგო "ბიარიცმა", რომელმაც ერთი კვირის წინ "კოლომიეს" სტუმრად სძლია, ახლა კი შინ უმასპინძლა და ბონუსით, 33:16 სძლია. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მე-17 და 21-ე წუთზე ორი კაცი წითელი ბარათით დაკარგეს, რამაც მასპინძლებს საქმე გაუიოლა. "ბიარიცის" სასტარტო შემადგენლობაში იყო ლუკა აზარიაშვილი, რომელიც 30-ე წუთზე ვახტანგ ახობაძემ შეცვალა. "ბიარიცი" 59 ქულით მესამე ადგილზეა და ტოპ 14-ში ასასვლელად იბრძვის.

სტუმრად "მონ-დე-მარსანთან" ფრედ ითამაშა "ოიონამ" – 23:23. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი მირცხულავა. ის 56-ე წუთზე შეცვალეს.

"გრენობლმა" "პროვანსი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 21:20 სძლია. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ილია კაიკაციშვილმა. შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა ნიკა ნეფარიძე.

rugby.ge

zura
ცუცქირიძე სადაა
გიორგი
იქნებ დაწეროთ, როგორია ბექა გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა ინგლისში შემოდგომის რვა ერზე ტრამვა მიიღო! მადლობა!
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
კვესელაძის ლელო - საუკეთესო "შემოდგომის ერთა თასზე"! [VIDEO]
მსოფლიო რაგბი - კვესელაძე მსოფლიოს ჩემპიონთან გამოწვევებზე
ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს
ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი "გლოსთერის" ძირითადში
ინგლისელებმა ირლანდიელი ლეგენდის მოწოდება ისმინეს - კვესელაძე "გლოსტერში" ითამაშებს
"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე