გონსალეს ბლანკო ფეხბურთს კიდევ მინიმუმ ერთი წელი ითამაშებს

„შალკეს“ ვეტერანი ესპანელი გოლეადორი რაული სხვა კლუბში გადასვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ კარიერას აუცილებლად გელზენკირხენულ კლუბში დაასრულებს.

დიდი შანსია, რომ მომავალი სეზონი რაულის კარიერაში უკანასკნელი გამოდგეს - გონსალეს ბლანკოს ლევან ყენიას კლუბთან კონტრაქტი სწორედ ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. რაულის მრჩეველმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს დაუდასტურა: „არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი. რაული ან მომავალი სეზონის ბოლოს დაასრულებს კარიერას, ანაც „შალკესთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და გელზენკირხენში დარჩება!“

„ფაქტი ერთია: აქტიურ სპორტულ კარიერას „შალკეში“ დავასრულებ. ჯერ არ ვიცი, როდის ჩამოვკიდებ ბუცებს ლურსმანზე. შესაძლოა, ეს გაისად მოხდეს და გამორიცხული არც ისაა, რომ „შალკეში“ კიდევ ერთი წლით დავრჩე. გადაწყვეტილებას სეზონის მსვლელობისას მივიღებ. მინდა, შევხედო, რამდენად გამომყვება სხეული, რამდენად შევძლებ მაღალ დონეზე თამაშს,“ - ეს კი თავად რაულის სიტყვებია, რომელმაც „შალკეს“ ფორმით 51 ოფიციალურ მატჩში 19 გოლი გაიტანა და გარდა იმისა, რომ გელზენკირხენულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა, გერმანიის თასიც მოიგო.

შარშან, სანამ რაული „შალკეში“ გადავიდოდა, მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ გელზენკირხენელთა მაშინდელმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა 33 წლის ესპანელი დაარწმუნა, რომ მისთვის „შალკეში“ გადასვლა ჯობდა. რაული გელზენკირხენში სწორედ მაგათმა ჩაიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფელიქსი „შალკეში“ აღარ მუშაობს, ესპანელი გელზენკირხენში რჩება.

წამსვლელთა გრძელი სია

რაული რჩება, სხვები კი მიდიან: ფელიქს მაგათმა „შალკეს“ ახალ მენეჯერ ჰორსტ ჰელდტს საკმაოდ დიდი შემადგენლობა დაუტოვა, გელზენკირხენელთა ახალ თავკაც რალფ რანგნიკს კი ამდენი ფეხბურთელი არ სჭირდება. ამ ეტაპზე „შალკე“ უკვე დატოვა ექვსმა ფეხბურთელმა, გუნდს ჰყავს სამი ახალწვეული, ოთხი ფეხბურთელი კი განათხოვრებული იყო და ოთხივე დაბრუნდა. რანგნიკის განკარგულებაში დღეს სულ 33 ფეხბურთელია, „პროფესორ რალფს“ კი განაცხადში 25-ზე მეტი მოთამაშე არ სჭირდება. შესაბამისად, რანგნიკი არაერთი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.

გასხვისების მთავარი კანდიდატები არიან: 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი, რომელიც „ბლექბერნში“ იყო განათხოვრებული, 24 წლის გამთამაშებელი ხოსე მანუელ ხურადო და 24 წლის ნახევარმცველი ალექსანდერ ბაუმიოჰანი. ჯონსის ხელფასი წელიწადში 4 მილიონ ევროს შეადგენს, რაც რანგნიკის აზრით მეტისმეტია, 13 მილიონად ნაყიდმა ხურადომ იმედები კი გაამართლა, მაგრამ არა ისე, რომ ასეთ ფასს შეესაბამებოდეს, ბაუმიოჰანის იმედი კი რანგნიკს საერთოდ აღარ აქვს.

ამ ფეხბურთელებთან ერთად, „შალკე“ სიამოვნებით შეელევა 30 წლის ნიკოლა პლესტანს, 22 წლის ლუკას შმიტცს, რომელსაც „ვერდერში“ ეპატიჟებიან, 21 წლის კრისტოფ მორიტცს, 24 წლის ენტონი ანანს, 24 წლის ხუნმინ ჰაოსა და 29 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელ ედუს. გარდა იმისა, რომ რანგნიკს ამდენი ფეხბურთელი არ ეპიტნავება, „შალკემ“ სახელფასო ფონდიც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს, რაც ამჟამად წელიწადში 70 მილიონ ევროს შეადგენს. რაკი გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, გელზენკირხენელები ვალდებულები არიან, ეკონომიაზე იფიქრონ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს