ბუნდესლიგა. სეზონის შეჯამება: საშუალო ასაკი
დასრულდა თუ არა სეზონი, „კიკერმა“ ბუნდესლიგა 2010/2011-ის სტატისტიკისა და შედეგების შეჯამება დაიწყო და ტრადიციული ბალანსიც გამოაქვეყნა, თუმცა აქამდე თქვენი ყურადღება სეზონის შემაჯამებელ ციფრებზე და ანალიზებზე არ გაგვიმახვილებია, რადგან სასაუბრო და განსახილველი სხვაც ბევრი იყო. ახლა კი, როცა შედარებით „მკვდარი სეზონია“ და სატრანსფერო ორომტრიალიც არ გახურებულა ისე, როგორც ეს ივლის-აგვისტოშია ხოლმე, თამამად შეგვიძლია, დრო და ადგილი ამა თუ იმ საინტერესო ფაქტებს დავუთმოთ.

დღეს რუბრიკის მთავარი თემა გუნდების მიხედვით იმ ფეხბურთელების საშუალო ასაკია, რომლებმაც გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში იასპარეზეს.

მთელი სეზონის განმავლობაში არაერთხელ მოგვიხდა იმის აღნიშვნა, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ უაღრესად ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის შეგირდების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან გამოუცდელი იყო, BVB-მ მთელი საფეხბურთო ევროპა გააოცა ბრწყინვალე ფეხბურთით და გერმანიის ჩემპიონი გახდა. გუნდის საშუალო ასაკი კი 24.22 წელი იყო.

18 წლის მარიო გიოტცემ, 22 წლის კევინ გროსკროიტცმა და სხვებმა გამოცდილების არქონის კომპენსირება უდიდესი მონდომებისა და ნიჭის ხარჯზე მოახერხეს. თუმცა, გაგიკვირდებათ და „დორტმუნდს“ ამ სეზონში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი მაინც არ ჰყოლია - ამ მხრივ პირველი „ჰოფენჰაიმი“ იყო (საშუალო ასაკი 24.01 წელი). „ჰოფენჰაიმთან“ და „დორტმუნდთან“ ერთად, საკმაოდ ახალგაზრდული კოლექტივით იასპარეზა „შტუტგარტმაც“ (25.28 წელი).

ყველაზე ასაკოვანი გუნდი კი ტრადიციულად „ჰამბურგს“ ჰყავდა. HSV-ს საშუალო ასაკმა 27.89 წელს მიაღწია. ასეთივე „ბებრული გუნდი“ ჰყავდა ჰამბურგის მეორე კლუბსაც, „ზანკტ პაულის“ (27.05 წელი), რომელმაც ბოლო ადგილი დაიკავა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. არც მიუნხენის „ბაიერნს“ ჰყოლია ახალგაზრდული გუნდი - რეკორდმაისტერი ბოლოდან მესამე ადგილზეა (საშუალო ასაკი 26.92 წელი). ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის ის, რომ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები სწორედ ჰამბურგში თამაშობდნენ: 37 წლის მეკარე ფრანკ როსტი და 36 წლის ნახევარმცველი ზე რობერტო.

გოტფრიდ ლენცი

გუნდების საშუალო ასაკი

გუნდი საშ. ასაკი

1. ჰოფენჰაიმი 24.01

2. ბორუსია (დ) 24.27

3. შტუტგარტი 25.28

4. ნიურნბერგი 25.29

5. შალკე 25.42

6. კაიზერსლაუტერნი 25.43

7. ლევერკუზენი 25.65

8. ფრაიბურგი 26.00

9. ბორუსია (მ) 26.18

10. მაინცი 26.19

11. ჰანოვერი 26.24

12. კიოლნი 26.25

13. ვერდერი 26.44

14. აინტრახტი 26.51

15. ვოლფსბურგი 26.75

16. ბაიერნი 26.92

17. ზანკტ პაული 27.05

18. ჰამბურგი 27.89

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს