"ინდიანა პეისერსი" 12 გამარჯვებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებს. მიუხედავად ზედიზედ სამი მარცხისა, მათი გუნდი კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით, კალათბურთელები, რომლებსაც ლიდერობის ფუნქცია არ აკისრიათ.

მაგალითად, დაგ მაკდერმოტი, რომელიც უდავოდ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. იქვე შეგვიძლია ვახსენოთ ჯასტინ ჰოლიდეიც, რომელიც ძალიან პროდუქტიულია და მთავარი, მათ გოგა ბითაძე ჰყავთ...

გასული სეზონის ბოლოს, როდესაც გუნდი ორლანდოში იმყოფებოდა და პლეი-ოფის შეხვედრებს მართავდა, იქ ბითაძე ე.წ. ჯოკერი არ ყოფილა. უფრო მეტიც, მას საერთოდაც კი არ ათამაშებდნენ.

ამ სეზონის დასაწყისში გოგას ტრავმა აწუხებდა, რის გამოც 2020/21 წლების საწყისი მატჩები გამოტოვა. ფაქტობრივად, ინერტული გახლდათ პირველ 12 თამაშში, თუმცა მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა და გაამართლა კიდეც, თანაც, როგორ?!

"ინდიანას" ბოლო მატჩში გუნდი "იუტა ჯაზთან" დამარცხდა, მაგრამ აღსანიშნავი ერთია: რუდი გობერის წინააღმდეგ საუკეთესო სწორედ გოგა გახლდათ, რომელმაც ასე თუ ისე შეძლო და ფრანგს არ მისცა უფლება, შეტევაში თავი კომფორტულად ეგრძნო. გოგამ რამდენიმე სროლა გააფუჭა, თუმცა გობერთან წარმატებული დაცვაში თამაში ბევრად უკეთესი გახლდათ, ვიდრე მისი ქულები და მოხსნები.

"მას დროდადრო წუთები ეზრდებოდა. თავდაპირველად მოედანზე საერთოდ ვერ გადიოდა, შემდეგ - 2-3 წუთი და ნელ-ნელა გაუმჯობესდა. ვხედავდი, როგორ აყენებდა ბლოკებს, დარბოდა, იბრძოდა და ყვიროდა. ის ბოლომდე იხარჯებოდა, რათა საკუთარი კალათა დაეცვა", - განაცხადა "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა.

გოგა, როგორც ლატარიის პირველი რაუნდის კალათბურთელი, ისე შემოგვიერთდა. მას უჭირდა, გეგონებოდა, ახლიდან სწავლობს სიარულსო. ევროპული კალათბურთი მას ნაკლებად ადგებოდა და საბოლოოდ ყველაფერი გამოუვიდა. ბოლო 3 მატჩში ბითაძემ მოედანზე 13, 19 და 16 წუთი დაჰყო.

"რუდი გობერი ბევრად მაღალია. მე დაბლიდან ვცდილობდი კალათის დაცვასა და მისთვის მოხსნის წართმევას", - განაცხადა გოგამ.

გოგა არ ერიდება სროლას, იმის მიუხედავად, აგდებს თუ არა. ზოგადად, კარგად იღებს ქულებს, მაგრამ სამქულიანიდან უჭირს. გასულ წელს უფრო მკრთალი მოთამაშე გახლდათ. მორიდებულად აყენებდა ბლოკებს, იღებდა ბევრ ჯარიმას და მარტივად იბნეოდა.

"ყველამ, გამთამაშებლებმა თუ მაღლებმა, მოედანზე კომუნიკაციას უნდა მივმართოთ. ეს ყველაფერი ჩვენ დაგვეხმარება. როდესაც არ ვსაუბრობთ, რთულია, რადგან არაფერი ვიცით", - განაცხადა ბითაძემ.

მნიშვნელოვანია გოგას პროგრესის ყურება. გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს.

თუ ძირითადი შემადგენლობის წევრს ტრავმა შეაწუხებს ან თუნდაც დაისვენებს, შესაძლოა გოგას გამოყენება, რადგან გადამწყვეტ მომენტში შესაძლოა სულაც "ველურ ადამიანად" მოგვევლინოს.

მომზადებულია indystar-ის მიხედვით

aburjga
ძალიან მიხარია გოგას პროგრესი! ეს შესანიშნავი რამაა!
სოსო
სათამაშო დროის მატებასთან ერთად,გოგას თავდაჯერებაც მოემატება და შესაბამისად,სროლის სიზუსტეც მოიმატებს.ნდობა სჭირდება და ნდობას არ გაუცრუებს.ევროპაში ფორმაში ვარჯიშით შედიან,გოგაც სულ ვარჯიშებზე იყო ხოლმე კონცენტრირებული.ამერიკაში კი,სულ სხვა სისტემა დახვდა და გადაწყობა გაუჭირდა.ტრავმებმაც მაგრად შეუშალა ხელი და უნდობლობამაც.ვფიქრობ რეგულარული სეზონის ბოლოსკენ,მას უფრო მეტ დროსაც მისცემენ და პლეი ოფების წინ,ძირითად ცენტრებს,სულის მოთქმის საშუალებას მისცემენ.იქ კი ვნახოთ,ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული.
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო