რუსეთი. პრემიერლიგა. XIII ტური: სამწუხაროდ, ლაშა სალუქვაძისა და დავით სირაძის გოლებმა „ვოლგასა“ და ნალჩიკის „სპარტაკს“ ვერ უშველა
ცსკა-ანჟი 3:0

გოლები: 1:0 ვაგნერ ლავი (5), 2:0 ჰონდა (27), 3:0 ძაგოევი (61).

კრასნოდარი-ვოლგა 4:2

გოლები: 1:0 მოვსისიანი (3), 1:1 ხაზოვი (16), 2:1 კულჩიი (44), 3:1 ჟოაუზინიო (61), 3:2 სალუქვაძე (66), 4:2 ჟოუაზინიო (73).

გაძევება: მიხეევი (68, კრასნოდარი)

ზენიტი-როსტოვი 4:0

გოლები: 1:0 იონოვი (1), 2:0 ლაზოვიჩი (39), 3:0 ხუშტი (72), 4:0 ბუხაროვი (90)

ლოკომოტივი-სპარტაკი (ნალჩიკი) 3:1

გოლები: 1:0 სიჩოვი (2), 1:1 სირაძე (21), 2:1 გატაგოვი (89), 3:1 მინჩენკოვი (90)

კრილ სოვეტოვი-ყუბანი 1:0

გოლი: 1:0 პეჩნიკი (59)

ტომი-სპარტაკი 1:1

გოლები: 0:1 ძიუბა (20), 1:1 კანუნნიკოვი (90)

ამკარი-ტერეკი 1:0

გოლი: 1:0 პეევი (90)

რუბინი-დინამო 3:0

გოლები: 1:0 ბოკეტი (42), სესარ ნავასი (77), 3:0 ნათხო (90-პენ)

რუსული პრემიერლიგის წლევანდელი გათამაშება მართლაც განსაკუთრებულია: იმის გარდა, რომ ჩემპიონატი სამ წრედ ტარდება, თითქმის ყველა გუნდი აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს. გამონაკლისი, „ტერეკი“ და „კრილია სოვეტოვია“, უმაღლესი ლიგის გუნდებიდან მეტოქეთა კარში ყველაზე ნაკლები ბურთი (შესაბამისად, 9 და 8) რომ აქვთ გატანილი.

აი, დანარჩენი გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თავის ქომაგებს შედეგიანი თამაშით ანებივრებს და საერთოდაც, ამ ბოლო დროს რუსულ პრემიერლიგაში შედეგიანობის მაღალი მაჩვენებლით მოიწონებს თავს. ახლაც, XIII ტურში 24 გოლი გავიდა და ამათგან ორი, ჩვენებურებმა გაიტანეს; სამწუხაროდ, ლაშა სალუქვაძისა და დავით სირაძის გოლებმა „ვოლგასა“ და ნალჩიკის „სპარტაკს“ ვერ უშველა და ორივე ეს გუნდი აუტსაიდერთა შორის იმყოფება.

განსაკუთრებით საგანგაშოა ნალჩიკელთა მდგომარეობა - ვლადიმერ ეშტრეკოვის გუნდი „მყარად“ არის მოკალათებული ბოლო ადგილზე. გასულ ტურში „სპარტაკმა“ მატჩის დასაწყისშივე მიიღო გოლი საკუთარ კარში - „ლოკომოტივის“ საუკეთესო თავდამსხმელმა, 27 წლის დმიტრი სიჩოვმა ოსტატურად შეასრულა ყველაფერი.

„სპარტაკმა“ I ტაიმშივე შეძლო ანგარიშის გათანაბრება, როცა საქართველოს ნაკრების 29 წლის ფორვარდმა დავით სირაძემ შორეული დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. მატჩის ბოლომდე საყაიმო ანგარიში იყო, მაგრამ მასპინძლებს შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მოაგებინეს - 20 წლის ალან გატაგოვმა და 22 წლის ალექსანდრ მინჩენკოვმა.

სხვათა შორის, ამ ტურში, გოლების უმეტესობა ლეგიონერებმა გაიტანეს და საერთოდაც: რომ არა უცხოელი ფეხბურთელების მოზღვავება, რუსული პრემიერლიგა, ალბათ, ჩვეულებრივ ტურნირად უნდა მიგვეჩნია. ამის დასტურად ქვემოთ მოყვანილი ფაქტებიც გამოდგება: „რუბინმა“ სწორედ ლეგიონერთა შთამბეჭდავი თამაშის წყალობით დაამარცხა ბოლო დროს წარმატებით მოასპარეზე „დინამო“. ყაზანელთაგან თავი გამოიჩინეს: 24 წლის სალვატორე ბოკეტიმ (იტალია), 21 წლის სესარ ნავასმა (ესპანეთი) და 22 წლის ბიბრას ნათხომ (ისრაელი).

ასევე ლეგიონერთა წარმატებულ თამაშზეა დამოკიდებული ცსკა-ს ასპარეზობაც: ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და კვლავაც დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. 27 წლის ვაგნერ ლავსა (ბრაზილია) და 25 წლის კეისუკე ჰონდას (იაპონია) არაერთი ცნობილი უცხოური კლუბი იწვევს, მაგრამ არმიელები თავიანთ ლიდერებს ჯერჯერობით ვერ ელევიან. ისე, ბევრისთვის მოულოდნელიც იყო ცსკა-სა და „ანჟის“ მატჩის შედეგი: ერთმანეთს ხომ ცხრილის სათავეში მყოფი გუნდები ხვდებოდნენ. თუმცა, არმიელთა უპირატესობა აშკარა იყო და ერთი-ორ ეპიზოდში „ანჟისა“ და საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარეს ნუკრი რევიშვილს რომ არ ეყოჩაღა, დაღესტნური გუნდისათვის ანგარიში ბევრად უფრო კატასტროფული იქნებოდა. ლიდერთა მატჩს უინციდენტოდ არ ჩაუვლია: პირველ ტაიმში ჯერ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა გაიწიეს ერთმანეთზე, მერე არეულობა ტრიბუნებზეც გაგრძელდა და შეხვედრაც 5 წუთით იყო შეჩერებული.

ცსკა-ს მსგავსად დიდი ანგარიშით მოიგო ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა“: ლუჩანო სპალეტის გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაიტანა „როსტოვის“ კარში. ამ შეხვედრის პირველი გოლი მე-12 წამზე გავიდა - თავი მასპინძელთა 22 წლის გარემარბმა ალექსეი იონოვმა გამოიჩინა. ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა „ზენიტის“ სერბმა ლეგიონერმა, 28 წლის დანკო ლაზოვიჩმა, რომელიც 9 ბურთით ბომბარდირთა სიას ლიდერობს.

დაბოლოს, სამწვრთნელო ცვლილებებზეც: გასული ტურის მერე ერთდროულად ორი გუნდის მთავარ მწვრთნელს მოუწია თანამდებობის დატოვება. აქედან ერთ-ერთი, ჩვენდა სამწუხაროდ, ომარ თეთრაძე აღმოჩნდა: ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგას“ 41 წლის თავკაცს, სავარაუდოდ, რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიმიტრი ჩერიშევი შეცვლის. ასევე ახალი მწვრთნელი ეყოლება გროზნოს „ტერეკსაც“ - წარსულში ცნობილ ჰოლანდიელ ფეხბურთელს, რუუდ გულიტს სამწვრთნელო ასპარეზზე ინგლისის მსგავსად, რუსეთშიც ხელი მოეცარა...

თ მ ფ წ ბ ქ

1. ცსკა 12 7 4 1 24-9 25

2. ზენიტი 13 6 5 2 23-12 23

3. ლოკომოტივი 13 6 4 3 22-13 22

4. ანჟი 13 6 4 3 12-11 22

5. რუბინი 13 5 6 2 18-10 21

6. ყუბანი 13 6 3 4 15-12 21

7. დინამო 13 5 5 3 16-17 20

8. სპარტაკი 13 5 3 5 12-15 18

9. კრასნოდარი 13 4 5 4 15-17 17

10. ტომი 13 3 6 4 14-19 15

11. ამკარი 13 4 3 6 11-17 15

12. ვოლგა 12 4 1 7 14-13 13

13. როსტოვი 13 3 3 7 15-21 12

14. ტერეკი 13 3 3 7 9-17 12

15. კრილია 13 2 5 6 8-17 11

16. ნალჩიკი 13 1 6 6 11-19 9

მომდევნო ტური

18 ივნისი: დინამო-ტომი, ამკარი-ანჟი, ტერეკი-კრილია, ვოლგა-ზენიტი, ყუბანი-კრასნოდარი, სპარტაკი (მ)-ლოკომოტივი, როსტოვი-რუბინი, სპარტაკი (ნ)-ცსკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია