ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ბრწყინვალე წარმომადგენელი, ამაგდარი პიროვნება და მწვრთნელი, კოლეგებისა და აღსაზრდელებისათვის უსაყვარლესი ადამიანი, მიხეილ კეკელიძე დღეს 100 წლის გახდებოდა. ვინც მას იცნობდა, უდიდეს პატივს სცემდა, ხოლო ახალგაზრდა კალათბურთელებს მიშა ძია უზომოდ უყვარდათ. სიმბოლურია, რომ ვერის ბაღში მდებარე ბავშვთა საკალათბურთო სასახლე, სადაც არაერთი თაობა აღიზარდა და დღემდე ეს ადგილი თბილისური კალათბურთის ოქროს საბადოდ ითვლება, მიხეილ კეკელიძის სახელობისაა. ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 11 თებერვალს, თბილისში მიხეილ კეკელიძე დაიბადა, რომელმაც მრავალი წარმატებული სპორტსმენის აღზრდითა და სწორი, ერთგული მუშაობით ქართულ კალათბურთს უდიდესი ბიძგი მისცა და საკავშირო თუ ევროპული მასშტაბით პრესტიჟი ერთიორად აუმაღლა.

მიხეილ კეკელიძის შესახებ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში (რედ. ვაჟა სიმონიშვილი) საუბრობს მისი აღსაზრდელი, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელი გურამ მინაშვილი: "მიხეილ კეკელიძე საოცრად ერუდირებული პიროვნება გახლდათ, ხელოვნების მოყვარული, შესანიშნავ ლექსებსაც წერდა. ერთხელ ჩვენთან "დაიტრაბახა", რომ თვით გალაქტიონი დააინტერესა საკუთარი ლექსით. გალაქტიონ ტაბიძის საღამოზე სტუდენტი მიხეილ კეკელიძის ლექსი წაუკითხავთ, რომელსაც დიდ პოეტთან გაპაექრება უცდია. გალაქტიონს უთქვამს – ის ყმაწვილი გამაცანით, ეს ლექსი ვინც დაწერაო".

მიხეილ კეკელიძეს ახალგაზრდობაში თამაშობდა თბილისის "ნაუკასა" (1939-41) და "დინამოში" (1942-50). ის გახლავთ სსრკ ჩემპიონატების მეორე (1947) და მესამე (1948) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1949, 50). იყო საქართველოს იუნიორთა ნაკრებისა (1947-65) და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) გუნდის მთავარი მწვრთნელი (1950-71).

მისი ხელმძღვანელობით იუნიორთა ნაკრებმა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონობა მოიპოვა (1957), სპი-ს გუნდმა კი სტუდენტთა არაერთი საკავშირო ტურნირი მოიგო. მიხეილ კეკელიძე იყო ბავშვთა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის განათლების ბავშვთა სპეციალიზებულ საკალათბურთო სკოლასა და როგორც მაღლა აღვნიშნეთ, ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლეს. ის გახლდათ საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.

გურამ მინაშვილს მისი მწვრთნელის სურათი ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრაზე, საკუთარ კაბინეტში ეკიდა, რომლის შესახებაც ასეთი ამბავი გაიხსენა:

"საინტერესოდ დაემთხვა: მეც სწორედ იქ ვმუშაობდი, სადაც ძია მიშა ათწლეულების წინ – ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიზკულტურის კათედრის ხელმძღვანელად. სხვათა შორის, მიხეილ კეკელიძის სურათი კათედრის გამგის კაბინეტში დღესაც საპატიო ადგილასაა. თუმცა იყო საშიშროება, არათუ სურათი ჩამოეხსნათ, მთლიანად ოთახი გადაკეთებულიყო…

ერთ პიროვნებას სურდა, ოთახი საკუთარი მასწავლებლის, რექტორის, თეიმურაზ ლოლაძის მუზეუმად გადაექცია. ცხადია, შევეწინააღმდეგე – თუ შენი მასწავლებელი ლოლაძე იყო, ჩემი – კეკელიძე, რომელსაც კათედრის წინსვლაშიც დიდი წვლილი მიუძღვის და ქართული სპორტის განვითარებაშიც-მეთქი. ძია მიშა მხოლოდ მწვრთნელი არ იყო, კალათბურთის პარალელურად ცხოვრებას გვასწავლიდა".

სწორედ მიხეილ კეკელიძის ხელმძღვანელობით აღზევდა სსრ კავშირის უმაღლეს ლიგაში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც იმდროინდელ ჩემპიონთა თასის მფლობელ "დინამოსაც" კი არ უდებდა ტოლს.

დღეს ქართული კალათბურთის წინაშე ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ვალმოხდილი მოღვაწე, მიხეილ კეკელიძე 100 წლის გახდებოდა.

GBF

"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში