ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერენამ წააგო, ვენუსმა მოიგო

სერენამ წააგო, ვენუსმა მოიგო

დები უილიამსების ოფიციალურ ტურში დაბრუნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა გუშინ ერთ-ერთს ნაადრევად მოუწია ისტბურნის ტურნირის დატოვება
დები უილიამსების ოფიციალურ ტურში დაბრუნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა გუშინ ერთ-ერთს ნაადრევად მოუწია ისტბურნის ტურნირის დატოვება.

გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მატჩი სერენა უილიამსსა და მსოფლიოს მესამე ჩოგან ვერა ზვონარევას შორის გაიმართა. თამაშმა გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. ჩოგბურთელებმა კორტზე სამი საათი და 12 წუთი დაჰყვეს და რუსმა სამ სეტში - 3:6, 7:6(5), 7:5 გაიმარჯვა. ამით ზვონარევამ შეწყვიტა სერენასთან სამმატჩიანი მოუგებელი სერია. ახლა მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია - 6:2 ამერიკელის სასარგებლოდ.

უმცროს უილიამსს მეორე სეტში 5:4-ზე შეეძლო მატჩზე ჩაწოდება, მაგრამ მეტოქემ დროული ბრეიკი გააკეთა და ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში უკვე ამერიკელს მოუხდა ხასიათის სიმტკიცის გამოჩენა - ვერა 5:2-ს იგებდა, მაგრამ სერენამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და თანაფარდობა აღადგინა. თანაც მეათე გეიმში რუსს სამი მატჩბოლი ჰქონდა. ასეთ რთულ სიტუაციაში ზვონარევამ მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვა და ზედიზედ ორი გეიმის აღებით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეოთხედფინალში რუსის მეტოქე იქნება ავსტრალიელი სამანტა სტოსური, რომელმაც გუშინ იოლად ჩამოიცილა გზიდან სერბი ბოიანა იოვანოვსკი - 6:3, 6:2.

სერენასგან განსხვავებით მეოთხედფინალში გასვლა შეძლო უფროსმა უილიამსმა. 30 წლის ვენუსის მეტოქე იყო სერბი ანა ივანოვიჩი. მსოფლიოს ამჟამინდელმა 33-ე ნომერმა ყოველგვარი გართულების გარეშე მოუგო 23 წლის სერბს - 6:3, 6:2.

ვენუსს არცერთხელ არ წაუგია საკუთარი მოწოდება, თავად კი სამი ბრეიკ-პოინტი გააკეთა და საათსა და ორ წუთში მოამთავრა საქმე. პირად შეხვედრებში უილიამსი სერბს 7:1-ს უგებს.

ამერიკელი მეოთხედფინალში სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას შეხვდება, რომელმაც გუშინ ორ სეტში მოუგო როლან გაროსის ჩემპიონ ნა ლის. აღსანიშნავია, რომ ვენუს უილიამსი და დანიელა ჰანტუხოვა აქამდე 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სლოვაკს ამერიკელისთვის მხოლოდ ორი სეტი (!) აქვს აღებული.

მეოთხედფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვიოდნენ: ვერა ზვონარევა-სამანტა სტომური, ვიქტორია აზარენკა-მარიონ ბარტოლი, პეტრა კვიტოვა-აგნიეშკა რადვანსკა, ვენუს უილიამსი-დანიელა ჰანტუხოვა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა