რუსულმა sport-express-მა ყაზანის "რუბინის" შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენეს. წარმოგიდგენთ ხვიჩას ნაწილს:

"როგორც სეზონის ოფიციალურ მატჩებში, ისე ამჟამინდელ შეკრებაზე (თურქეთში), გუნდის მთავარი სახე ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. ქართველმა ბოლო 5 შეხვედრაში მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო, რაც, რა თქმა უნდა, გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია.

ზუსტად ერთი წლის წინ, ამავე ადგილას, ბელექში, "რუბინის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხვიჩას ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა და ამით მას ძირითადში თამაშს აჩვევდა. დღესდღეობით კვარაცხელია "რუბინის" თამაშს წარმართავს და საყოველთაო ყურადღებასაც იქცევს.

ყაზანელთა თამაშებზე ზოგიერთი გულშემატკივარი სწორედ ხვიჩას გამო მოდის, რათა ნახონ მისი ლამაზი გოლები, ჭკვიანური გადაცემები და ლამაზად მოტყუებული მოწინააღმდეგეები.

ამხანაგურ თამაშებშიც კი ხვიჩას 2-3 მოწინააღმდეგე უდგას, რომლებიც ქართველის გასაჩერებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ. ბოლო თამაშში "ნიჟნის" წინააღმდეგ, კვარაცხელიას ფეხებში ჩაარტყეს, თუმცა ქართველმა ლამაზი დუბლით უპასუხა. სლუცკის ხელში 19 წლის ფეხბურთელი ეჩვევა იმას, რომ მოწინააღმდეგე მისი გაჩერებისთვის/განეიტრალებისთვის სპეციალურ გეგმას სახავს. ამ ყველაფერმა ხვიჩას თამაშის სტილი შეცვალა. შემტევი ფლანგს იცვლის და სივრცეების საპოვნელად ცენტრიდან უტევს.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ახლა ბევრად დიდი მოტივაციით იბრძვის, რათა უფრო მეტად წარმოაჩინოს თავი და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრად მოთხოვნადი გახდეს. ზამთარში "რუბინი" ახალგაზრდა ვარსკვლავის გასაყიდად მზად არ იყო, თუმცა ზაფხულში შეეცდებიან, ქართველი რომელიმე უცხოურ გრანდს სარფიანად მიჰყიდონ.

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

პავლე
დაბადების დღეს გილოცავ ხვიჩა! გაიხარე და ჩვენც გაგვახარე. გფარავდეს ღმერთი.
ზაზა
ზაფხულის ტრანსფერი ჯობია ზამთრის ტრანსფერს. შუა სეზონში არ იქნებოდა სწორი კლუბის შეცვლა თან რომ ვხედავ სლუცკის ხელში როგორ ვითარდება ხვიჩა და რუბინმაც მოუმატა თამაშს ჩემი აზრით ნაჩქარევი გადაწვეტილება არ უნდა მიიღოს თუ შეძლებს წელს რუბინი ევროლიგების ზონაში მოხვედრას და სლუცკიც დარჩება მომავალ სეზონში უკეთესი იქნება ჩემი აზრით თუ ხვიჩაც დარჩება რუბინში თუნდაც 21 წლამდე რადგან ამ კლუბში მას აფასებენ კარგი მწვრთNელი ჰყავს რომელიც ეხმარება ვის ხელშიც ვითარდება ძირითად შემადგენლობაშიც ადგილი გარანტირებული აქვს და შედეგიანად თამაშობს უმატებს და რუსეთის პრემიერ ლიგაც საშუალოზე მაღალი დონის ჩემპიონატია ახლა წავლა კარგ ევროპულ კლუბში სადაც შეიძლება რომ სკამზე დასვან ეგ არ იქნება სწორი როცა რონალდო გადავიდა სპორტინგიდან მანჩესტერში მაშინ სხვა გრანდებიდანაც ქონდა მოწვევა მაგრამ ფერგიუსონმა აგენტს გარანტია მისცვა რომ თუ მანჩესტერს აირჩევდა ის თამაშების 60-70 % ათამაშებდა რონალდოს და ამის მერე წავიდა და თუ წასვლა მხოლოდ იმ გარანტით უნდა წავიდეს თუ მისცემენ სათამაშო დროს გარანტირებულად.
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
მეთოთხმეტედ! - ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს