Championat.com-მა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რუსეთის პრემიერლიგის გუნდებისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, მომავალ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თავი როგორ დაიცვან.

დღევანდელი "რუბინი" ახალგაზრდული კლუბია, რომელიც შემტევი ფეხბურთით გამოირჩევა. ზამთრის მოსამზადებელი სერიის დროს ეს გუნდი რუსეთის პრემიერლიგის ყველა კლუბისგან აშკარად გამოირჩეოდა. ყაზანელებმა 5 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხეს, თან ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორებიც "ნიჟნი ნოვგოროდი", "ხიმკი", "სოჭი", "პარტიზანი" და "დინამო" არიან.

რა თქმა უნდა, ამ თამაშებიდან ზედმეტი დასკვნების გამოტანა სწორი არ იქნებოდა, თუმცა აშკარაა, რომ გაზაფხულის სეზონზე "რუბინი" კიდევ უფრო მაგარი გუნდი იქნება, ვიდრე ის შემოდგომის სეზონზე იყო და მის წინააღმდეგ ყველა გუნდს გაუჭირდება.

მათი მთავარი ვარსკვლავი კი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელიც არანორმალურად კარგ ფორმაშია.

ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ქართველი იყო და თუ გათამაშდებოდა პრიზი, რომელიც მოსამზადებელი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას შეეხებოდა, ამ პრიზს უეჭველად ხვიჩა მოიპოვებდა.

"რუბინის" მოწინააღმდეგეებისთვის დღეს ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ხვიჩა გაანეიტრალონ. მათ ძალიან ბევრი უნდა იფიქრონ, სანამ მარჯვენა მცველს შეტევაში ჩართვისკენ მოუწოდებენ და მარჯვენა ფლანგს ხვიჩასგან დაუცველს დატოვებენ.

ამას მოწინააღმდეგეები კარგად აანალიზებენ და ზამთრის შეკრების მატჩებში, როდესაც ხვიჩა ბურთს მიიღებდა, მის წინააღმდეგ სამი მცველი თამაშობდა, რაც მას ძალიან ურთულებდა ჩვეული დრიბლინგის შესრულებას. ამიტომაც მისი დრიბლინგებიდან წარმატებული მხოლოდ 44.1% იყო.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის... თუ მოწინააღმდეგეების მცველები ზედმეტად დიდ ყურადღებას დაუთმობენ ხვიჩა კვარაცხელიას, მაშინ დიდია შანსი, რომ მათ პრობლემას "რუბინის" მარცხენა მცველი სამოშნიკოვი შეუქმნის, რომელიც ხშირად აქტიურად ერთვება შეტევებში და ხვიჩას შეუძლია თავისუფლად მყოფ სამოშნიკოვს მიაწოდოს პასი.

გარდა ამისა, დავუშვათ, მოწინააღმდეგეებმა შეძლეს ხვიჩას მარცხენა ფლანგის ამოკეტვა იქ დამატებითი ფეხბურთელების გადასროლით, თუმცა ასეთ შემთხვევაში დაუცველი რჩება მარჯვენა ფლანგი, სადაც "რუბინს" არანაკლებ ეფექტური მარჯვენა გარემარბი მაკაროვი ჰყავს!

"რუბინს" შეუძლია ერთი პასით შეცვალოს შეტევის მიმართულება და ბურთი უყურადღებოდ დატოვებულ მაკაროვს მიაწოდონ მარჯვენა ფლანგზე.

ხვიჩა უკვე მიეჩვია მის მიმართ გადამეტებულ ყურადღებას. შესაბამისად, ის მხოლოდ მარცხენა ფლანგზე შეტევებით არ იზღუდება და სივრცეს ცენტრშიც ეძებს.

არსებობს სხვა სცენარებიც... მაგალითად, როცა ხვიჩა ბურთს იღებს, მარცხენა მცველი სამოშნიკოვი მასზე წინ გარბის ფლანგზე და მცველები მას მიჰყვებიან, რაც ხვიჩას სივრცეს უთავისუფლებს და მას შეუძლია დრიბლინგის დაწყება.

ზამთრის თამაშებიდან ისეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ კვარაცხელია თითქოს სხვა ჩემპიონატიდან მოყვანილი ფეხბურთელი იყო. საერთო ფონზე მისი დომინირება აშკარად იგრძნობოდა. მას ჯერ კიდევ არ ჰყოფნის სტაბილურობა, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის 2001 წელს არის დაბადებული და მისი პროგრესი გაზაფხულის პერიოდში გაგრძელდება. ლეონიდ სლუცკის ნამდვილად გაუმართლა. გყავდეს ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი, ნამდვილი ფუფუნებაა", - წერს საიტი.

მოსეხონელი
მეგობარო თუარ იცი ნუწერ ქეძბაიმ ათასი ვარიანტი შეთავზა და ბოლოს თქვა ასათიანს მოსკოვის იქეთ გახედვა არუნდაო.ვინ დამარხავს 30მილინამდე ლაპარაკი ასევე მთელი რუსეთი ჩემპიონატის რეკლამაზე :))
ჯონი
როგორც ასათიანის კარიერა დამარხეს და არსად გაუშვეს ალბათ მაგას გულისხმობენ შეჩერებაში
რ
ხვიჩას ყველაზე დიდი პლუსი არის მისი სპორტსმენობა და ადამიანობა, ამიტომავ ყველას უყვარს.
ჯიჯი ალფაიძე
გამიფუჭებენ ამ ბიჭს,კვარა არავის არ მიაქციო ყურადღება,ყველაფერი შენ ხელშია...
სოსო
რუსებმა უკვე იპოვეს მისი წინააღმდეგ წამალი.შემოჰკარი უკნიდან ფეხებში და მორჩა.მოსამზადებელ თამაშებში,არა ერთხელ ვნახეთ მსგავსი რამ და ოფიციალურ თამაშებშიც რომ არ დაზოგავენ,სამკითხაო არ არის.ჯერჯერობით უძლებს,ხვიჩა,მაგრამ რამდენს გაუძლებს?რუბინს,თავდასხმის ცენტრში,დესპოტოვიჩის მისვლით,უკვე ჩამოყალიბებული გუნდის სახე მიეცა და გაზაფხულზე,კიდევ უკეთესები იქნებიან.თავიდან თუ მხოლოდ ხვიჩას გამო ვუყურებდი,ახლა უკვე რუბინსაც სიამოვნებით ვუყურებ,ახალგაზრდული,შემტევი და ნიჭიერი გუნდია.
შოთა
რა შუაშია დათარსვა? რაც გამოაქვეყნეს, ის თარგმნეს და ჩემთვის საინტერესო იყო წასაკითხათ.
გულშემატკივარი
ნუ წაიღეთ ტვინი! სანამ არ დათარსავთ ამ ბიჭს, ვერ მოისვენებთ!
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან