საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. 39 წლის ფეხბურთის სპეციალისტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს. ევროპის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირი, 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს საქართველოსა და რუმინეთში ერთობლივად ჩატარდება.

ჩემპიონატის ორივე მასპინძელი ნაკრები საქართველო და რუმინეთი უკვე ფლობენ ფინალური ეტაპის საგზურს. აღნიშნული ქვეყნის ნაკრებებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ მოუწევთ და მიმდინარე წლის მარტიდან, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.

რამაზ სვანაძე 2019 წლიდან დღემდე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 19-წლამდელთა ნაკრებმა 2019 წელს, მისი ხელმძღვანელობით, საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

რამაზ სვანაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთ შეხვედრაში ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა სპეციალისტმა 2020 წლის 18 ნოემბერს, უეფას ერთა ლიგის შეხვედრაში ესტონეთის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავა.

რამაზ სვანაძე - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "პირველ რიგში, მსურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს ნდობა გავამართლო.

ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. გაცნობიერებული მაქვს, რომ 2023 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველოში ვმასპინძლობთ და მთელი დარჩენილი პერიოდი მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება იმისთვის, რომ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

რაც შეეხება იმ თაობას, რომელიც უახლოეს წლებში 21-წლამდელთა ნაკრებში იასპარეზებს, ჩემთვის ნაცნობი ფეხბურთელები არიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. მე ამას ვგრძნობდი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მათთან ერთად 19-წლამდელთა ნაკრებში გავატარე. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება.

ნაკრების სელექცია ცოცხალი პროცესია, რის ფარგლებშიც შესაძლოა ვინმე შემოგვემატოს ან გამოგვაკლდეს. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ეს ახალი შანსია, როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობისთვის.

პირველი ეტაპი, რომელიც უკვე მიმდინარე წელს აიღებს სტარტს, მთლიანად სელექციას დაეთმობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ".

ალექსანდრე იაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: "პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ ასეთი დონის გათამაშება ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ 21-წლამდელთა ნაკრები სრულფასოვნად მოემზადოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რამაზ სვანაძე არის საუკეთესო კანდიდატურა ამ პოსტზე. მოგეხსენებათ, რომ იგი 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიასთან, უნგრეთთან და ყაზახეთთან სამივე თამაშის მოგება შეძლო. აღნიშნული ნაკრებიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი დღეს ეროვნულ და 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს. ეს სწორედ ის თაობაა, რომელსაც რამაზ სვანაძე კარგად იცნობს.

რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, ჩვენ ბევრი ამხანაგური მატჩი გვექნება ძლიერ მეტოქეებთან, იმისთვის, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სრულფასოვნად მოემზადოს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ".

GFF.GE

Guja Kakhadze
დიდი პასუხისმგებლობაა და მინდა წარმატებები ვუსურვო. 21-წლამდელები არის ეროვნულის შევსება და რამდენად კარგად იქნება მომზადებული, იმდენად გაუმჯობესდება ეროვნული ნაკრების შედეგი.
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი