19 თებერვალს ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფში საქართველოს ნაკრები სერბეთს უმასპინძლებს. მეტოქე გუნდი თბილისში ჩამოფრინდა და სპორტის სასახლეში ივარჯიშა. იქამდე კი სერბების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ვიცით, რა მისიაც გვაქვს საქართველოში. არავითარი გათვლა არ გვაქვს, ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით. ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ჯერ საქართველოს ვხვდებით, შემდეგ შვეიცარიას. მათ უკვე ვეთამაშეთ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. მოთამაშეებს ენთუზიაზმი და ენერგია არ აკლიათ. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს.

მე ობიექტური ადამიანი ვარ და უნდა ვთქვა, რომ ყოველ შეკრებას ახალი შემადგენლობით ვატარებთ. საწყენად არ ვამბობ, საშუალო დონის კალათბურთელები მყავს, ვინაიდან ევროლიგისა და NBA-ს მოთამაშეები ვერ გვეხმარებიან. შეხედეთ საქართველოს ნაკრებს, შერმადინი 10 წელია თამაშობს. ლეგიონერები იცვლებიან, მაგრამ სხვები წლების განმავლობაში ერთად ასპარეზობენ. ამ მხრივ, ჩვენთან შედარებით უპირატესობა აქვთ. ეს თავის მართლება არაა, რეალობაა. მოტივაცია პრობლემა არ იქნება", - ციტირებს კოკოშკოვს სერბეთის კალათბურთის ფედერაციის საიტი.

როგორც ცნობილი გახდა, სერბეთის ნაკრებს შვეიცარიასთან შეხვედრის წინ ვასილი მიჩიჩი (ანადოლუ) და მარკო გუდურიჩი (ფენერბახჩე) შეუერთდებიან და თავისთავად, ისინი საქართველოს ეროვნულ გუნდთან ვერ ითამაშებენ.

გია
რესპექტი კი არა შუქურა -ჩერტანოვოს ვუყურე და უცებ ვერც მიხვდებოდი სად იყვნენ რუსები სად ჩვენები))) ,,დავაი,, ,,ხაროშ,, და მალადეც ჩვენები უფრო ხშირად ყვიროდნენ ვიდრე რუსები)))
buba
ვხმარობთ - არა, ვიყენებთ.
ბესო
თავს კი იზღვევ კოკოშკოვ , მარა არც ჩვენ ვართ სრული შემადგენლობით, შერმადინიც ვერაა თითქოს ფორმაში , არც ბურჯანაძე , მარა მაინც წინააღმდეგობას გაუწევენ ჩვენი ბიჭები, დარწმუნებული ვარ .
ზურა
აი თურმე რატო თვლიან ქართულს მომაკვდავ ენად, ცუდად არ გაგიგო იმას არ ვამბობ რომ შენ დაღუპე ქართული ენა და ლიტერატურა, მაგრამ ბევრია ისეთი შემოსული სიტყვებინ რომლებიც ქართულს ცვლიან და ჩვენც ვხმარობთ დაუფიქრებლად.
ზურა
რესპექტი? პატივისცემა რომ დაგეწერა არა?
გია
გვერდით რომ უზის ასიანი ზონიდანაა გამოქცეული)))
გაგი
ძალიან სენსიტიური რესპეკტია ამ ლოკაციაზე)))))))))))
r7
რესპექტი...) ადრე "სპასიბა-უვაჟენია"-ს ვიძახდით. ეს ტიპობა დაგვბრიდავს რა
fani
ნამდვილად სიმპათიით ვარ განწყობილი ამ ადამიანის მიმართ, მით უმეტეს რომ 2015 წლის ევრობასკეტზე მქონდა ბედნიერება უშუალოდ გამეცნო და მართლა კარგი ადამიანია. ჩვენებთან ჩასატარებელ მატჩებში წარმატებას ვერ ვუსურვებ, მაგრამ სხვა დანარჩენ შეხვედრებში გამარჯვებები არ მოშლოდეს
ლ
ჩემი რესპექტი ბატონ კოკოშკოვს. მადლობა ყველაფრისათვის.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
მერაბ ბოქოლიშვილი: სერბეთთან ბრძოლას გპირდებით
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
იგორ კოკოშკოვმა საქართველოს წინააღმდეგ სერბები შეარჩია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება