ქუთაისში 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე (მთავარი მსაჯი ალეკო არსენიძე) გუშინ მე-6 ტურის შედეგებმა გათამაშების ცხრილში საგრძნობი ცვლილებები შეიტანა
ქუთაისში 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე (მთავარი მსაჯი ალეკო არსენიძე) გუშინ მე-6 ტურის შედეგებმა გათამაშების ცხრილში საგრძნობი ცვლილებები შეიტანა, განსაკუთრებით გოგონებში. აქ პირველი ტურიდანვე დიდოსტატი ქეთი წაწალაშვილი მეწინავეობდა, მაგრამ ზედიზედ ორი ყაიმი საკმარისი გახდა საიმისოდ, რომ ლიდერს მეტოქეები წამოწეოდნენ. წაწალაშვილი გუშინ შავი ფიგურებით სალომე ხაჟომიას დაუზავდა, აი, მერი არაბიძემ და ანა შამათავამ კი, შესაბამისად, სოფო ხუციძე და თეკლა ფარჯიანი დაამარცხეს და წაწალაშვილთან ერთად 4-4 ქულით პირველი-მესამე ადგილებს იყოფენ.

მე-5 ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ადა ქაქუთია-მარიამ ჭოლაძე 1:0, დეა ჩაკვეტაძე-მარიამ მჟავია 1:0, ანა თედოშვილი-მარიამ წულაია 0,5:0,5, ხატია კიკვიძე-თათია კოხრეიძე 0:1. ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა: წაწალაშვილი, არაბიძე, შამათავა-4-4, ხაჟომია-3,5, ქაქუთია-3, ხუციძე-2,5, კოხორეიძე, ჭოლაძე, წულაია, ფარჯიანი-2-2, მჟავია, თედოშვილი-1,5-1,5, კიკვიძე-0,5 ქულა. მე-6 ტურში მეტოქეები ასე დაწყვილდნენ: წაწალაშვილი-შამათავა, ჩაკვეტაძე-არაბიძე, ქაქუთია-ხაჟომია, ხუციძე-კოხრეიძე, ჭოლაძე-წულაია, კიკვიძე-ფარჯიანი, მჟავა-თედოშვილი.

ვაჟებში 4,5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა დავით ბენიძე, რომელმაც თეთრი ფიგურებით ნინო ხომერიკს სძლია. დავით ლომსაძემ თეთრი ფიგურებით დათმო პარტია ირაკლი ჯანიაშვილთან. ამ უკანასკნელმა 4 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ტურის დანარჩენი ორთაბრძოლები: ტატო ქოჩაკიძე-მამუკა ქოჩაკიძე 0,5:0,5, ნოე თუთისანი-ბექა ახალაძე 0:1, არჩილ სვანიძე-მერაბ ცომაია 0:1, ლევან ნემსაძე-ლეონტი ხუბუნაია 0:1, ნიკოლოზ ბერძენაძე-გიორგი სიბაშვილი 0:1, გიორგი ცხადაძე-ირაკლი შარიქაძე 1:0, ისვენებდა დათო კაპანაძე.

მე-6 ტურში ითამაშებენ: ახალაძე (3)-ბენიძე (4,5), ჯანიაშვილი (4)-ტ. ქოჩაკიძე (3), ხუბუნაია (3)-ლომსაძე (3,5), მ. ქოჩაკიძე (3)-ხომერიკი (3), ცომაია (3)-სიბაშვილი (2,5), სვანიძე (2)-თუთისანი (2), კაპანაძე (2)-ცხადაძე (2). ბერძენაძე (1,5)-ნემსაძე (1,5). ისვენებს შარიქაძე (1,5).

პირველობის დამთავრებამდე 4 ტური დარჩა.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს