საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" და ჩვენში პირველი სპორტული ტელეკომპანია GMG პარტნიორები გახდნენ
თბილისის "დინამოს" ძირითადი გუნდი ახალი მწვრთნელის, ესპანელი ალექს გარსიას ხელმძღვანელობით სლოვენიაში ემზადება ახალი სეზონისთვის, თბილისში მყოფმა კლუბის ხელმძღვანელობამ კი, დღე არ გავა, სიახლეები არ შემოგვთავაზოს.

ერთი მხრივ, მართლაც არ არის პატარა ამბავი: იმის გარდა, რომ ბოლო დროს "დინამო" ვერც ტიტულებით მოიწონებს თავს, საერთოდაც, უსიამოვნო ტენდენციასთანაც გვქონდა საქმე. იმას ვგულისხმობთ, რომ არცთუ შორეულ წარსულში "დინამო" ქართული ფეხბურთის ბრენდად მიიჩნეოდა, ბოლო დროს კი, ცოტა არ იყოს, ერთ ჩვეულებრივ გუნდად "გარდაქმნაც" დაემუქრა...

"დინამოს" ჯერ კიდევ შემორჩენილ ქომაგთა გასახარად, კლუბის ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო სიახლეა; ამის მაგალითად გუნდში (და, საერთოდ, საკლუბო სტრუქტურაში) ესპანელი მწვრთნელების მიწვევაც გამოდგება და სხვადასხვა სახის ღონისძიებებიც, დღეს და ხვალ რომ უნდა გაცხადდეს. აი, დღეს, მაგალითად, "დინამოს" გენერალური სპონსორის ვინაობას შევიტყობთ, ხვალ ცნობილი ესპანური კლუბის, მადრიდის "ატლეტიკოს" წარმომადგენლობითი დელეგაცია უნდა ესტუმროს თბილისს (ისევ და ისევ "დინამოს" გენერალური დირექტორის ზურაბ პოლოლიკაშვილის კავშირებით) და ასე შემდეგ.

არანაკლები სიახლე გველოდა გუშინაც: საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" და ჩვენში პირველი სპორტული ტელეკომპანია GMG (გლობალ მედია ჯგუფი) პარტნიორები გახდნენ! მემორანდუმის გაფორმება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მოხდა და ორივე მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ: "დინამოს" გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი, GMG -ის დირექტორი მამუკა გამყრელიძე, GMG-ის გენერალური პროდიუსერი ბიძინა ბარათაშვილი და " GMG ფეხბურთის" პროდიუსერი ლევან სალუქვაძე. თანამშრომლობის მიზანია თბილისის "დინამოსა" და დინამოელების პოპულარიზაცია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გულშემატკივრის სტადიონზე დაბრუნებას.

"GMG-ფეხბურთის" ეთერით ანონსირებული იქნება "დინამოს" საშინაო მატჩები ვიდეორგოლებისა თუ აფიშების მეშვეობით; გულშემატკივარი სრულად იქნება ინფორმირებული მოახლოებული შეხვედრის შესახებ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთის ქომაგის დაინტერესებას და მის სტადიონზე მისვლას. ტელეკომპანიის ეთერი დაეთმობა ძველი დიდებისა და წარსული გამარჯვებების ამსახველ ვიდეომასალას. სხვადასხვა სპორტულ გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ყოფილი თუ ამჟამინდელი დინამოელები; ფართოდ გაშუქდება კლუბის ყოველდღიური ცხოვრება; "დინამო" უზრუნველყოფს ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის დასწრებას საერთაშორისო შეხვედრებზე. ეროვნულ სტადიონზე განთავსდება GMG-ის სარეკლამო ბანერი; პრესკონფერენციებისა თუ სხვა ღონისძიებების დროს კლუბის ბანერზე თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს GMG-ის ლოგო.

ერთი სიტყვით, "დინამოსა" და GMG-ის შორის გაფორმებულმა მემორანდუმმა ფეხბურთის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ