"საბურთალოს" მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ კლუბის საიტთან ინტერვიუში გუნდის თურქული შეკრება შეაფასა.

- ლევან, როგორ ჩაიარა თურქულმა შეკრებამ, სადაც რამდენიმე სპარინგ-შეხვედრა გამართეთ?

- მთლიანობაში შეკრებით კმაყოფილი ვარ. გამოჩნდა, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები. კარგია, რომ შეკრება სერიოზული ტრავმის გარეშე მორჩა. ასეთ დროს ხშირია ტრავმიანობა. თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ტრავმიანობის ნაკლებობა ძირითადად სწორად დაგეგმილ სავარჯიშო პროცესზეა დამოკიდებული. სანამ დავიწყებდით შეკრებას, ფეხბურთელებზე ინდივიდუალური პროგრამა გვქონდა დარიგებული. ეს ფაქტორი დაგვეხმარა ვარჯიშების კარგად წარმართვაში. ჯერჯერობით სწორი გზით მივდივართ, დანარჩენს კი უშუალოდ ოფიციალური თამაშები დაგვანახებს.

რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, იმის კვალობაზე, რომ გუნდში 14 ახალი ფეხბურთელია და რთულია, მოკლე დროში ერთმანეთის გაგება, კმაყოფილი ვარ საკონტროლო მატჩებით. საერთო ჯამში 8 ამხანაგური მატჩი გავმართეთ და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დავმარცხდით. ამხანაგურ შეხვედრებში თითქმის ყველა ფეხბურთელს მივეცი თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

- ჩატარებული საკონტროლო მატჩებიდან, რომელს გამოარჩევდით?

- თბილისურ შეხვედრებს თუ შევაფასებთ, გამოვარჩევდი “ლოკომოტივთან” მატჩს. იმ შეხვედრაში განსაკუთრებით პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ. არც მეორე ნახევარი იყო ურიგო, თუმცა პირველი ტაიმი ბევრად უკეთესი იყო. თურქულ შეკრებაზე კი მომეწონა “ორენბურგთან” ჩატარებული მატჩი - იყო ბრძოლა, ხისტი თამაში, კომბინაციური გოლები. თუმცა, ყოველთვის მაქვს უკმაყოფილების გრძნობა. ამ შეხვედრების შემხედვარე, ვერ იტყვი, რომ “საბურთალო” ფაქტობრივად ახალი გუნდია. მაგრამ, ყველაფერს ოფიციალური მატჩები დაგვანახებს. ჯერ ადრეა შეფასებების გაკეთება, რადგან ამხანაგური და ოფიციალური მატჩები ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

- სათამაშო ხარისხზე რას იტყვით, უმჯობესდება?

- ხარისხშიც არის პროგრესი. რომ ავიღოთ თბილისში ჩატარებული მატჩები და თურქეთში გამართული შეხვედრები, დიდი სხვაობებია. ნელ-ნელა წინ მივდივართ და მჯერა უფრო და უფრო მოვუმატებთ. კარგია, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვიყალიბდება. სამწუხაროდ, ბოლო საკონტროლო შეხვედრაში დავმარცხდით, დანარჩენ შეხვედრებში - 5 მატჩი მოვიგეთ და 2 ფრედ დავასრულეთ.

- გუნდი უკვე თბილისში იმყოფება. როგორი იქნება “საბურთალოს” საწვრთნელი პროცესი პირველ ოფიციალურ მატჩამდე?

- ორი დღე გუნდმა დაისვენა, ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მივეცი. ხვალიდან კი საწვრთნელ პროცესს განვაახლებთ. ერთჯერად ვარჯიშებზე გადავდივართ.

- ფაქტობრივად, ყველა კლუბი დაკომპლექტებულია. რას ელით ახალი ეროვნული ჩემპიონატისგან?

- ახალ სეზონს ყოველთვის იმედის თვალით ვუყურებ-ხოლმე, ასეა ამ შემთხვევაშიც. სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი ისევ ვერ დაესწრება თამაშებს, მაგრამ მჯერა ეს პრობლემა მალე მოგვარდება და ქომაგი დაუბრუნდება სტადიონს. იმედი მაქვს, ბევრი საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს და საინტერესოს გახდის “ეროვნულ ლიგას”.

- უძლიერესთა რიგებში “საბურთალო” მეშვიდე სეზონს დაიწყებს. სტატისტიკას რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, რომ სადებიუტო მატჩს ჩვენი კლუბი წარმატებით თამაშობს – ექვსიდან ექვსივე მატჩი მოიგო…

- სტატისტიკას დიდ ყურადღებას ვაქცევ, კარგია რომ ასეთი ტრადიცია აქვს “საბურთალოს”. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს სასიამოვნო ტრადიცია გაგრძელდეს. ამისათვის, კი თითოეული საბურთალოელი ყველაფერს გაიღებს.

- სეზონის სტარტზე “საბურთალოს” რთული და საინტერესო მეტოქე ჰყავს. რას ნიშნავს თქვენთვის “ლოკომოტივთან” მატჩი და რა მოლოდინი გაქვთ?

- ჩემთვის, მხოლოდ “საბურთალოსა” და “ლოკომოტივის” დაპირისპირება არაა, ბევრად უფრო მეტია. იცით, რომ ადრე ვმუშაობდი “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელად, გიორგი ჭიაბრიშვილი კი “საბურთალოს” ხელმძღვანელობდა. გიორგის მოპოვებული ტიტულებით ჯერჯერობით ვერ შევედრები, რადგან მას ბევრი წარმატება აქვს “საბურთალოში”, მაგრამ ორივეს გვიყვარს, როგორც “საბურთალო”, ასევე “ლოკომოტივი”. ორივე ბევრს ვშრომობთ იმისათვის, რომ ის გუნდები, სადაც ვმუშაობთ, წარმატებულები იყვნენ. თავს არ დავზოგავთ გამარჯვებისთვის, დანარჩენს კი უშუალოდ თამაში გვაჩვენებს.

კახა
ამის გაკეთებული გუნდი რა იქნება წინა წელს ხო დაშალა ეს გუნდი და ეხლა კიდე რას დაამსაგვსა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 დილა. ლიუბენოვიჩს 3 ქულა, კორღალიძეს - საფიქრალი
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს