უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდის პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე ამბობს, რომ გუნდში ცვლილებებს გეგმავს, მაგრამ - არა რადიკალურს
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "გაგრას" პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე ამბობს, რომ გუნდში ცვლილებებს გეგმავს, მაგრამ - არა რადიკალურს.

"ნამდვილად არ გვყავს ურიგო ფეხბურთელები. თასი სწორედ დღევანდელი შემადგენლობით მოვიპოვეთ და ჩვენს ბიჭებს ვენდობი. თუმცა წლეულს ევროპის ლიგაში "გაგრას" დებიუტი შედგება და, ცხადია, გაძლიერება დაგვჭირდება. ამაზე ვფიქრობთ კიდეც, მაგრამ ყველა შევთანხმდით, რომ სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რადიკალური საკადრო ცვლილებები გუნდს კი არ გააძლიერებს, პირიქით, დაანგრევს.

ევროთასებზე ბევრი ჩვენი გუნდის წარუმატებლობის ერთ-ერთი წინაპირობა ესეც იყო. წარმოუდგენელია, ათი კაცი მოიყვანო და ერთ თვეში შეათამაშო, ამიტომ მსგავს ექსპერიმენტებს არ ვაპირებთ" - გვითხრა ჩიხრაძემ.

"გაგრა" აპირებს ორი ქართველი ფეხბურთელის დამატებას, ერთი მცველია, რომელიც ნახევარდაცვაშიც თამაშობს, მეორე კი, თავდამსხმელი, ამჟამად უცხოეთში ასპარეზობს. ჩიხრაძეს მათ გვარები ჯერ არ აკონკრეტებს.

ამას გარდა, ჩიხრაძე ლვოვის ოლქის მორშჩინის საფეხბურთო აკადემია "სკალას" ორი ან სამი აღზრდილის დამატებასაც ფიქრობს. "სკალაზე" "ლელო" უკვე წერდა - "გაგრას" პარტნიორი უკრაინაში ტალანტების აღზრდით ცნობილო აკადემიაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს