„ჩელსიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპური“ გააკვირვა - 25 წლის ხორვატი გამთამაშებლის, ლუკა მოდრიჩის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა და მზად არის ეს თანხა 25 მილიონამდე გაზარდოს
„ჩელსიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპური“ გააკვირვა - 25 წლის ხორვატი გამთამაშებლის, ლუკა მოდრიჩის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა და მზად არის ეს თანხა 25 მილინამდე გაზარდოს. „სფურზის“ პირველი რეაქცია უარყოფითი იყო, თუმცა ინგლისში ეს ნამდვილ უარად არავინ მიიღო, ყველამ ვაჭრობად მიიჩნია. საინტერესოა, რას იტყვის „დეზების“ თავმჯდომარე დენიელ ლივი, როდესაც რომან აბრამოვიჩი სამ მილიონს მოუმატებსო, წერდნენ გაზეთები.

მოდრიჩის ამბავს, ძალიან საინტერესო მხარეც აქვს და მისი დანახვა მარტივია: მასზე აქამდე „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლაპარაკობდა პოლ სქოულზის შემცვლელად მჭირდებაო, ასე რომ, „ჩელსი“ ორი კურდღლის მოკვლას ცდილობს. ერთი ის, რომ თავად შეიძენს კარგ ფეხბურთელს და მეორეც - „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვეღარ გაძლიერდება.

ამრიგად, „ლურჯებმა“ ბაზარზე ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგეს და ხორვატის შეძენის საქმეში ფავორიტებიც არიან. „დეზებს“ რეალური შანსი გაუჩნდათ სარფიანად გაყიდონ ფეხბურთელი, რომელშიც ზაგრების „დინამოს“ 2008 წელს 16,5 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. ამბობენ, რომ თავად მოდრიჩისთვის მნიშვნელოვანი ინგლისის დედაქალაქში დარჩენაა. აქ, მან „სფურზის“ შემადგენლობაში 120 თამაშში 12 გოლი გაიტანა.

რომან აბრამოვიჩს მოდრიჩის დამატება ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე პრინციპულ ნაბიჯად მიაჩნია. თავის მხრივ, ხორვატი არც „ტოტენჰემის“ თავკაც ჰარი რედნაპს ეთმობა. ითქვა, რომ რედნაპს უპირველეს ყოვლისა მისი „უაით ჰართ ლეინზე“ დატოვება უნდა, მაგრამ თუ დაინახავს, რომ ეს შეუძლებელია, 25 მილიონი ფუნტის მიღება მაინც სურს. თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აბრამოვიჩი ძალიან მონდომებულია და, შეეცდება „ნადავლი“ ხელიდან არ გაუშვას. რუსი მილიარდერი გაძლიერების გარდა თავისი გუნდის გაახალგაზრდავებასაც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც „ჩელსის“ ჯერ კიდევ არ ჰყავს მწვრთნელი - სამსახურიდან გაშვებული კარლო ანჩელოტის ნაცვლად „ლურჯებს“ კვლავ არავინ მიუყვანიათ. თან, ეს ისტორია კარგად წარმოაჩენს, რა ტიპის მმართველიცაა აბრამოვიჩი. როგორც ხედავთ, ის თავის გემოზე ყიდულობს მოთამაშეებს და საკუთარ თავს არც კი უსვამს კითხვას: იქნებ, ისინი ჩემს მომავალ მწვრთნელს არ სჭირდება? როგორც ჩანს მწვრთნელმა კეთილი უნდა ინებოს და თავისი შეხედულების მიუხედავად გამოიყენოს ის ხალხი, ვისი ყიდვაც მეპატრონემ საჭიროდ ჩათვალა.

თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ აქ სხვა ამბავია. კერძოდ, შესაძლოა აბრამოვიჩს ახალი მწვრთნელი, ვთქვათ გუს ჰიდინკი, უკვე შეგულებული ჰყავს, ოღონდ, მიზეზთა გამო, მას ჯერ ვერ ასახელებს. ამის მიუხედავად, მილიარდერი მომავალ თავკაცთან ინტენსიურად ლაპარაკობს და თავის სატრანსფერო ნაბიჯებს მასთანაც ათანხმებს.

ზემოთ „ჩელსის“ გაახალგაზრდავების პროექტი ვახსენეთ. სწორედ ამ პროექტის ნაწილია „სანტოსისგან“ 19 წლის ბრაზილიელის, ნეიმარის ყიდვის სურვილიც, მაგრამ დასავლეთლონდონელებს ოკეანის გაღმიდან შემოუთვალეს, რომ ისინი დროს ტყუილად ხარჯავენ.

ასეთი რამ აბრამოვიჩს, კერძოდ, „სანტოსის“ პრეზიდენტმა, ლუიშ ალვარო დე ოლივიერამ შემოუთვალა, მაგრამ „ჩელსის“ მეპატრონე ის კაცი არ არის, ვინმეს იოლად რომ დანებდეს. აბრამოვიჩმა ბრაზილიაში საფეხბურთო სუპერაგენტი პინი ზაჰავი აფრინა და თან ფეხბურთელის ტრანსფერის ვარიანტების მთელი კომპლექტიც გაატანა. როგორ გაგრძელდება ეს ამბავი, გამოჩნდება, მანამდე კი ოლივეირას ნათქვამს გაგაცნობთ:

„დღეს ჩვენ პოტენციურ სპონსორებს ნეიმარის შესანარჩუნებლად საჭირო ფულის გამოყოფაზე ველაპარაკებით. მისი ყიდვის ახალი მსურველები არ გამოჩენილან, ძველების შესახებ კი ყველამ ყველაფერი იცით და ისიც მოგეხსენებათ, რომ ვინც გინდა მოვიდეს, უარით გავისტიმრებთ“.

ოლივეირა იმ კაცის როლს თამაშობს, რომელიც ფულით არ არის დაინტერესებული და თვითნაბადი ნიჭის ნოყიერ ბრაზილიურ გარემოში შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, შეიძლება, მისი სიჯიუტე სინამდვილეში ნეიმარის ფასის აწევაა და მეტი არაფერი. თავად ფეხბურთელს კი უთქვამს:

„ნებისმიერი ბრაზილიელი მოთამაშის ოცნება საზღვარგარეთ თამაშია და გამონაკლისი არც მე ვარ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა