ევროპის მომავალი, 2022 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია. მთავარი საკონტინენტო ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა და 22 თებერვალს მის მონაწილეთა რიცხვი 24-მდე შეივსო. ბოლო საგზურები ლიეტუვამ და ესტონეთმა მოიპოვეს. ბალტიისპირელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს და დანიაში მინიმალური სხვაობით მოგებით ევრობასკეტზე გავიდნენ. ესტონეთმა კი მთავარი ჯახი იტალიასთან მოიგო, რის შემდეგაც დაშვებულზე ნაკლები სხვაობით წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სანუკვარ საგზურს შესწვდა.

საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯრის ფარგლებში 2 ტური გაიმართა, რომლის დაწყებამდეც ევრობასკეტის საგზური 11 გუნდს ჰქონდა მოპოვებული: საქართველოს, იტალიას, ჩეხეთსა და გერმანიას, როგორც მასპინძლებს და საწყის 4 ტურში შედეგიანად მოასპარეზე ისრაელს, ბოსნიას, ხორვატიას, საბერძნეთს, ესპანეთს, სლოვენიასა და უკრაინას.

მოგეხსენებათ, კოვიდ-პანდემიის გამო თითო ჯგუფის თამაშები თითო ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული ბაბლის სისტემით იმართება და E ჯგუფს, მოგეხსენებათ, საქართველომ უმასპინძლა. იმის გარდა, რომ საქართველოს, როგორც მასპინძელსა და პლუს, ჯგუფის ლიდერს, ევრობასკეტის საგზური განაღდებული ჰქონდა, ჩვენს ჯგუფში გარკვეული არაფერი იყო. შვეიცარია, სერბეთი და ფინეთი თბილისში 2 საგზურის გასანაწილებლად ჩამოვიდნენ და შედეგად მიზანს სერბეთმა და ფინეთმა მიაღწიეს. შვეიცარია ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ევრობასკეტის მიღმა დარჩა.

ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. მონაწილე 24 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდება და თითო ჯგუფს თითო ქვეყანა – საქართველო, გერმანია, ჩეხეთი და იტალია - უმასპინძლებს. ანუ თითო ქვეყანას ესტუმრება 5 ნაკრები და ჯგუფში მეექვსე მასპინძელი იქნება.

თითოეულ მასპინძელს თითო მეტოქის არჩევის უფლება აქვს. ეს პრაქტიკა იმ წელსვე დამკვიდრდა, რაც ევრობასკეტის მასპინძლობა ჯგუფური პრინციპით – 2015 წლიდან დაიწყო. ფიბამ ეს იმის გამო გააკეთა, რომ მასპინძლებს საშუალება ჰქონდეთ, ისეთი ქვეყნის ნაკრები ჰყავდეთ ჯგუფში, საიდანაც ქომაგები იოლად ესტუმრებიან და ამ გზით როგორც დასწრებადობა, ისე ფინანსური სარგებელი გაიზრდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას გადასაწყვეტი აქვთ, თუ რომელიც ქვეყანა იქნება ჩვენი ეგრეთ წოდებული პარტნიორი და შესაბამისად, ჯგუფის წევრი. საქართველოს ნაკრების დანარჩენ 4 მეტოქეს მარტში დაგეგმილი ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა გამოავლენს.

GBF.GE

შაკო
უკრაინა ავირჩიოთ
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
"ეგრედწოდებული" ასე იწერება - ეგრეთ წოდებული
გოგა
ისრაელი უნდა ავირჩიოთ, პირადი გვაქ მაგათან წინა ევროპაზე უკრაინას რო მიცეს თამაში, თან ებრაელები მარტივად ჩამოვლენ თან ისრაელსაც მოვუგებთ:)
დათო
თურქეთი, უკრაინა ან ისრაელი. ამათგან უნდა ავირჩიოთ.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89