"კენაქსის" მაისურებში გამოწყობილი ხალხის მასამ ვანკუვერის საქმიან ნაწილში ვიტრინების ჩამსხვრია და რამდენიმე მანქანა გადააბრუნა
"ვანკუვერ კენაქსის" გულშემატკივრებმა სტენლის თასის ფინალის გადამწყვეტ მატჩში დამარცხების შემდეგ მშობლიურ ქალაქში არეულობა მოაწყვეს.

"კენაქსის" მაისურებში გამოწყობილი ხალხის მასამ ვანკუვერის საქმიან ნაწილში ვიტრინების ჩამსხვრევა დაიწყო, რამდენიმე მანქანა გადააბრუნა, მათ შორის პოლიციისაც, ერთი ავტომობილი დაიწვა. უკმაყოფილო გულშემატკივრები ვანკუვერის ქუჩებში გამოვიდნენ და უცენზურო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ "ბოსტონ ბრუინზის" მისამართით, რომელიც გადამწყვეტი მატჩის დასრულებისთანავე სტენლის თასის მფლობელი გახდა.

ზოგიერთ გულშემატკივარს ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერით: "ღიოტ 2011" ( "ამბოხება - 2011"), სხვები კი სტენლის თასის თვითნაკეთ ასლებს წვავდნენ. მალე არეულობა პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. შეტაკებისას ერთი ადამიანი დაშავდა, რომელსაც "ბოსტონის" მაისური ეცვა.

"ვანკუვერის" ფანებს საყვარელი კლუბის დამარცხების გამო არეულობა პირველად არ მოუწვიათ. 1994 წელს ათეულ ათასობით არაფხიზელი გულშემატკივარი ფინალის გადამწყვეტ მატჩში "ნიუ იორკ რეინჯერსთან" დამარცხების შემდეგ ქუჩაში გამოვიდა. მაშინ არეულობის ჩასახშობად, რომლის დროსაც დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა, პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა.

"ვანკუვერმა" ფინალური სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი 0:4 წააგო. შეხვედრა ვანკუვერში "კენაქსის" საშინაო არენაზე გაიმართა. "ბოსტონმა" სტენლის თასი პირველად 1972 წელს მოიგო, "ვანკუვერს" კი ნჰლ-ში ასპარეზობის 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე ლიგის მთავარი ტიტული არასდროს მოუგია.

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე